S&M
მეტალიკის საკონცერტო ალბომი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
S&M (აბრევიატურა „სიმფონია და მეტალიკა“, ისევე როგორც სიტყვათა გადათამაშებით - სადომაზოხიზმი) — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის საკონცერტო ალბომი, ჩაწერილი სან-ფრანცისკოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაიკლ კემენის დირიჟორობით. ჩაიწერა 21 და 22 აპრილს ბერკლის საზოგადოებრივ თეატრში. ეს არის მეტალიკის ბოლო ალბომი (მაგრამ არა ბოლო შესრულება) ბასისტ ჯეისონ ნიუსტედთან ერთად.
Remove ads
ინფორმაცია
S&M შეიცავს მეტალიკის სიმღერებს ორკესტრის თანხლებით. საორკესტრო პარტიები შექმნილია მაიკლ კემენის მიერ, რომელიც ასევე დირიჟორობდა ორკესტრს კონცერტის განმავლობაში. მძიმე მეტალისა და ეპიკური კლასიკური მიღწევების ერთმანეთთან შერწყმის იდეა, ჯეიმზის არაერთგზის მტკიცებით, კლიფ ბარტონის იდეა იყო.[10][11] ბარტონის სიყვარული კლასიკური მუსიკისადმი, განსაკუთრებით კი იოჰან სებასტიან ბახისადმი, შესაძლოა შევამჩნიოთ მრავალ ინსტრუმენტალურ ნაწილში ალბომებში Ride the Lightning და Master of Puppets.[12]. შთაგონების წყაროს წარმოადგენდა ასევე Deep Purple-ის 1969 წლის Concerto for Group and Orchestra. ფარფლებმა გაიხსენეს თავიანთი ჰიბრიდული მუსიკალური წარმოდგენა 1999 წელს ალბმში Live at the Royal Albert Hall, მას მერე რაც შეამჩნიეს, რომ მეტალიკამ წარმატებით ჩაატარა მსგავსი კონცერტი წლის პირველ მეოთხედში.
ადრინდელ სიმღერებთან ერთად Ride the Lightning-დან Reload-მდე ალბომში წარმოდგენილია ორი ახალი კომპოზიცია: No Leaf Clover და −Human, ასევე სიმფონიური ქავერი ენიო მორიკონეს სიმღერის The Ecstasy of Gold. მას მერე No Leaf Clover-ს შესავალის სარკესტრო ჩანაწერის დახმარებით კონცერტებზე ხშირად ასრულებდა მეტალიკა. −Human, წოდებული Minus Human-ად, Electronic Arts-ის თამაშის NHL 99 საუნდტრეკი გახდა. თუმცა შემდგომ კონცერტებზე აღარ შესრულებულა მეტალიკის მიერ.
კიდევ რამდენიმე სიმღერა - Wasting My Hate, The Unforgiven და Fade to Black - განიხილებოდა ასარჩევად კონცერტისთვის, მაგრამ მეტალიკამაც და კემენმაც ერთსულოვნად გადაწყვიტეს, რომ ისინი კარგად ვერ ერგებოდნენ სიმფონიურ აკომპანემენტს. დოკუმენტურ ფილმში S&M-ზე ჩანს მეტალიკისა და კემენის დისკუსია ანტი-ნოუვეარ ლიგისა და მეტალიკის ფავორიტი ქავერის So What ორკესტრირებაზე, თუმცა ორივე მხარე აშკარად ხუმრობდა და სიმღერის შესრულების არანაირი გეგმები არ ჰქონდათ.
ცვლილებები იქნა შეტანილი რამდენი სიმღერის ტექსტში, რომელთაგან ყველაზე უფრო აშკარაა ცვლილებები სიმღერაში The Thing That Should Not Be, სადაც ორი ტაეპი იქნა მოშორებული და მათ მაგივრად მესამე ტაეპი იქნა დამატებული.
Remove ads
სიმღერების სია
Remove ads
ვიდეო გამოცემა
მეტალიკამ გადაიღო ფილმი კონცერტზე და უეინ იშემის რეჟისორობით გამოსცა DVD-სა და VHS-ის ფორმატებით. VHS-ზე იყო მხოლოდ საკონცერტო ჩანაწერი, მაშინ როდესაც ორმაგ DVD-ს ჰქონდა 5.1 ხმა, 41 წუთიანი დოკუმნტური ფილმი კონცერტის შესახებ, No Leaf Clover-ის ორი მუსიკალური ვიდეო: Slice & Dice და Maestro Edit ვერსიები. DVD ასევე შეიცავს მულტიკამერულ ოთხ სიმღერას - Of Wolf and Man, Fuel, Sad but True და Enter Sandman, სადაც ყველა წევრის ინდივიდუალურად დანახვაა შესაძლებელი.
პერსონალი
- მუსიკოსები
- ჯეიმზ ჰეტფილდი – წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა, წამყვანი გიტარა სიმღერებში Master of Puppets და The Outlaw Torn, ოვაციური გიტარა Nothing Else Matters-ში
- კირკ ჰემეტი – წამყვანი გიტარა
- ჯეისონ ნიუსტედი – ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი
- ლარს ულრიხი – დასარტყმელი საკრავები
- სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრი - ორკესტრირება
- სტუდიური პერსონალი
- პროდიუსერები - ბობ როკი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი, მაიკლ კემენი
- ინჟინრები - ბობ როკი, რენდი სტაუბი
- მიქსი - რენდი სტაუბი, ოვიდიუ ნისტორი
- მასტერინგი - ჯორჯ მარინო
- ციფრული რედაქტირება - ბილი ბოუერსი, პოლ დეკარლი, მაიკ გილისი, დარენ გრენი
- ჩაწერა - სტეფენ მაკლაუგლინი
- ტექნიკური დახმარება - ჯინ ვრტასიკი
- ასისტენტები - ჯეიმზ ბრეტი, დარენ გრენი, ბილი კონკელი, ლეფ ლეფერტსი, კენტ მეტჩი, სტეფენ მაკლაუგლინი
- ორკესტრირება - მაიკლ კემენი, ჟოფრეი ალექსანდერი, ტედ ალენი, პიტ ენტონი, კრის ვაგნერი, ბრიუს ბებკოკი, კრის ბროადმანი, ბობ ელჰაი, ბლეიკ ნილი, ჯონათან საკსი, ბრედ უარნარი
- მუსიკალური დირექტორი - მაიკლ კემენი
- მუსიკის მომზადება - ჯეიმზ ბრეტი, ბლეიკ ნილი, მაიკლ პრაისი
- დიზაინი - ენდი აირფიქსი
- ფოტოგრაფია - ანტონ კორბეინი
- შენიშვნები ბუკლეტში - მაიკლ კემენი
- ვიდეო
- რეჟისორი - უეინ იშემი
- პროდიუსერები - ბარტ ლიპტონი, დანა მარშალი
Remove ads
ჩარტები
- ალბომი
- სინგლები
Remove ads
სერტიფიცირება
ალბომი
ვიდეო
Remove ads
ჯილდოები
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads