ავქსენტი ცაგარელი

From Wikipedia, the free encyclopedia

ავქსენტი ცაგარელი
Remove ads

ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი (დ. 21 თებერვალი [ძვ. სტ. 9 თებერვალი], 1857, სოფ. დიღომი, რუსეთის იმპერია — გ. 25 აგვისტო [ძვ. სტ. 12 აგვისტო], 1902, თბილისი, რუსეთის იმპერია) — ქართველი დრამატურგი და მსახიობი. 1879 წლიდან იყო თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული დასის აქტიური წევრი და დრამატურგი.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცაგარელი.
სწრაფი ფაქტები ავქსენტი ცაგარელი, დაბადების თარიღი ...

ავქსენტი ცაგარელი კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლად ითვლება. მისი ყურადღების ცენტრშია კაპიტალიზმით გამოწვეული საზოგადოებრივი ურთიერთობანი; უსახსროდ დარჩენილი თავადაზნაურობა, რომელიც ვერ თმობს ძველ პრივილეგიებს და უფლებებს. დრამატურგის პირველი პიესა — კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (1878) იყო მძაფრი სოციალური პროტესტი თავგასული თავად-აზნაურების წინააღმდეგ. პიესა საფუძვლად დაედო ამავე სახელწოდების ფილმს (1965, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი). კომედიაში „ხანუმა“ (1882) ნაჩვენებია ფეოდალური კლასის გაღატაკება და ზნეობრივი დაკნინება. „ხანუმა“ გახდა ორი ფილმისა („ქეთო და კოტე“) და ერთი ოპერის („ქეთო და კოტე“) საფუძველი. აქვსენტი ცაგარელს ეკუთვნის დრამები, ლექსები, პუბლიცისტური წერილები და სხვ. ა. ცაგარელის დრამატულმა ნაწარმოებებმა დიდი აღიარება მოიპოვა, რაც განაპირობა მისი პიესების ცოცხალმა სასაუბრო ენამ, დახვეწილმა დიალოგებმა, ოსტატურად დახატულმა ტიპაჟმა.

Remove ads

ლიტერატურა

  • კინწურაშვილი, ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987.  გვ. 182.
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ 4, თბილისი, 1974
  • კასრაძე, ო. ავქსენტი ცაგარელი, თბილისი, 1966
  • გრიშაშვილი, ი. თეატრალური წერილები, თბილისი, 1960
  • ხუციშვილი, ს., ავქსენტი ცაგარელი, თბილისი, 1958

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads