რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე

მხარე საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
Remove ads

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-RL. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

სწრაფი ფაქტები ადმინისტრაციული ერთეული, ქვეყანა ...
Remove ads
Remove ads

ადმინისტრაციული დაყოფა

მეტი ინფორმაცია რუკა, მუნიციპალიტეტები ...

ზოგადი ცნობები

მხარის ფართობი შეადგენს 4954 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 32 089 ადამიანს (2014), მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 6,48 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური. მხარეში 256 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ადგილობრივი მმართველობა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი - სახელმწიფო რწმუნებული. სახელმწიფო რწმუნებული, საქართველოს მთავრობის დავალებით, კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეულ ღონისძიებებს, შეიმუშავებს ან/და ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობას იღებს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში, საქართველოს მთავრობისთვის წარმოსადგენად ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს შესაბამისი სამოქმედო ტერიტორიის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სპორტის განვითარებას, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, მონაწილეობას იღებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში და სხვა.

მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (მერია) ორგანოების მიერ. მხარის შემადგებლობაში შედის 4 თვითმმართველო ერთეული-მუნიციპალიტეტი: ამბროლაური, ლენტეხი, ონი და ცაგერი.

მხარეში, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მთავრობა ნიშნავს სახელმწიფო რწმუნებულს. ამ თანამდებობაზე, დღემდე მუშაობდნენ:

  • თედო ისაკაძე (1995-1999)
  • ოთარ სირაძე (2004-2008)
  • დავით გაგოშიძე (2008-2014)
  • პარმენ მარგველიძე (2014-2017)
  • არჩილ ჯაფარიძე (2017-2020)
  • პარმენ მარგველიძე (2021-დღემდე)

მოსახლეობა

  • მოსახლეობის რიცხოვნობა — 32 089 კაცი (2014)
    • მათ შორის: ქალაქის — 6023 კაცი; სოფლის — 26 066 კაცი;
  • მოსახლეობის სიმჭიდროვე — 6,48 კვ.კმ-ზე;

მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა (2014):

  • ქართველი — 99,7 %,
  • რუსი — 0,1 %,
  • ოსი — 0,1 %,
  • სხვა — 0,1 %.

მოსახლეობის რიცხოვნობა მსხვილ დასახლებებში (2014):

მეტი ინფორმაცია მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი, 1959 წ. აღწ. ...
Remove ads

ეკონომიკა

მხარის უდიდესი ნაწილი მაღალმთიანია და ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობას ემყარება. რეგიონში განვითარებულია მემცენარეობა (ძირითადად მევენახეობა, მეკარტოფილეობა) და მეცხოველეობა.

  • მთლიანი რეგიონული პროდუქტი: 107 121.5 ათ. ლარი

აქედან:

  • მრეწველობა — 12 999.5 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 12 %;
  • მშენებლობა — 10 027 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 9 %;
  • სოფლის მეურნეობა — 63 300 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 59 %.
  • მომსახურება (ვაჭრობა, განათლება, ტურიზმი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი და სხვა) — 20 795 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 20 %.
  • ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მხარის მთლიანი პროდუქტის ხვედრითი წილია 0.9 %.
  • მთლიანი რეგიონული პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით შეადგენს 2207 ლარს.[5]
Remove ads

ღირსშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

ისტორია

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

სქოლიო

Loading content...
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads