ბაიბაი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაიბაი (ოფიციალურად ქალაქი ბაიბაი; სებ: Dakbayan sa Baybay; ვარ: Syudad han Baybay) — პირველი კლასის ქალაქი ლეიტეს პროვინციაში, აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში, ფილიპინებში. ქალაქის მოსახლეობა 109 432 ადამიანს შეადგენს.
ბაიბაი | |
A Place of Discovery, Beauty and Serenity | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 10°41′00″ ჩ. გ. 124°48′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1620 |
ფართობი | 459.30 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 147 მეტრი |
მოსახლეობა | 111 848 (1 მაისი, 2020)[1] |
სატელეფონო კოდი | 53 |
საფოსტო ინდექსი | 6521 |
ოფიციალური საიტი | https://baybaycity.gov.ph/ |
ბაიბაის ფართობი 45 934 ჰექტარია და ორმოკის შემდეგ უდიდესი ქალაქია ლიეტეს პროვინციაში. წარსულში ბაიბაი ლეიტეში უდიდესი ქაალქი იყო მოსახლეობის რაოდენობით და მეორე ადგილზე იყო ფართობის მიხედვით, აბუიონგის შემდეგ. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ბაიბაიანონზე საუბრობს, რომელიც ვისაიანური ენაა და სებუანური ენისგანაც და ვარაიული ენისგანაც განსხვავდება.[2]
ბაიბაი ლეიტეს ცენტრალური დასავლეთ სანაპიროს მთავარი პორტია, სადაც ბორნები სებუდან და სხვა კუნძულებიდანაც ჩადიან. ქალაქში მდებარეობს ბაიაბის საზოგადოებრივი ტერმინალი, რომელიც ტაკლობანს, ორმოკს, მაასინს, მანილას, დავაოსა და ლეიტეს, სამხრეთ ლეიტესა და სამარის სხვა ქალაქებს ემსახურება.
ბაიბაბი უმეტესწილად სასოფლო-სამეურნეო ქალაქია. მოსახლების დიდ ნაწილს ფერმერები და მეთევზეები შეადგენენ, ნაწილი კი მონადირეობას მისდევს. ქალაქში ძირითადად ბრინჯი, სიმინდი, ხილი და ბოსნტენული მოჰყავთ. ქალაქში წამყვანი დარგებია ხისა და ბამბუკის ავეჯის, კერამიკული ნიმუშების, კაბების, კონსერვების, ბოჭკოების, ჭილობების, ლითონებისა და ფილიპინური ავეჯის წარმოება.
ბაიბაიში მდებარეობს ვისაიასის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში.[3]