From Wikipedia, the free encyclopedia
დიორი (უნგრ. Győr; გერმ. Raab; სლოვაკ. Ráb) — ჩრდილოეთ უნგრეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი, დიორ-მოშონ-შოპრონის მედიესა და დასავლეთ დუნაისგადაღმა მხარის დედაქალაქი. მდებარეობს ბუდაპეშტისა და ვენის შუა მონაკვეთში, ცენტრალური ევროპის მნიშვნელოვან გზებზე. წარმოადგენს უნგრეთის მშევიდე უიდესი ქალაქს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს ქვეყნის შვიდი რეგიონული ცენტრიდან.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
დიორი Győr | |||||
| |||||
ქვეყანა | უნგრეთი | ||||
მედიე | დიორ-მოშონ-შოპრონი | ||||
კოორდინატები | 47°41′00″ ჩ. გ. 17°38′00″ ა. გ. | ||||
მერი | Csaba András Dézsi[2] | ||||
პირველი ხსენება | 1009 | ||||
ფართობი | 174,61 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 108±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | უნგრული ენა | ||||
მოსახლეობა | 131 267 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 730,71 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 96 | ||||
საფოსტო ინდექსი | 9000 - 9030 | ||||
ოფიციალური საიტი | gyor.hu | ||||
მდინარე დუნაისპირა არეალი მრავალი სხვადასხვა კულტურით ჯერ კიდევ უძველესი ხანიდან იყო დასახლებული. პირველი ვრცელი დასახლება ძვ. წ. V საუკუნით თარიღდება, მაცხოვრებლები კელტები იყვნენ. ისინი ქალაქს არაბონას ეძახდნენ. ეს სახელი მერვე საუკუნემდე გამოიყენებოდა. მისი შემოკლებული ფორმა დღესაც გამოიყენება გერმანულში (რააბი - Raab) და სლოვაკურში (რაბი - Ráb).
ძვ. წ. I საუკუნეში არაბონაში რომაელი ვაჭრები დასახლდნენ. ახ. წ. X საუკუნეში რომალეთა არმიამ დასავლეთ უნგრეთის ჩრდილოეთი ნაწილი დაიპყრო, რომელსაც ისინი პანონიას ეძახდნენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.