ზელენოგორსკი (სანქტ-პეტერბურგი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ზელენოგორსკი (რუს. Зеленогорск, ფინ. Terijoki — ფისიანი მდინარე, 1948 წლამდე — ტერიოკი, ტერიიოკი) — ქალაქი რუსეთში, ფედერალური მნიშვნელობის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის დაქვემდებარებაში. მდებარეობს საკურორტო რაიონში, ფინეთის ყურის ჩრდილოეთ სანაპიროზე, სანქტ-პეტერბურგი — ვიბორგის სარკინიგზო ხაზის 50-ე კილომეტრზე.[2] 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 14 958 ადამიანს შეადგენდა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ზელენოგორსკი Зеленогорск | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერალური სუბიექტი (რუსეთი)|რუსეთის ფედერალური მოწყობა|ფედერალური სუბიექტი | სანქტ-პეტერბურგისანქტ-პეტერბურგი | ||||
მუნიციპალიტეტი | საკურორტო რაიონი | ||||
კოორდინატები | 60°12′00″ ჩ. გ. 29°42′00″ ა. გ. | ||||
ადრეული სახელები | 1948 წლამდე — ტეროიკი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1946 | ||||
ფართობი | 210.8 ჰექტარი | ||||
მოსახლეობა | 14958[1] კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 812 | ||||
საფოსტო ინდექსი | 197720 | ||||
საავტომობილო კოდი | 78, 98, 178 | ||||
ოფიციალური საიტი | zelenogorsk.spb.ru | ||||
ქალაქში ზომიერი და ნესტიანი კლიმატია, რომელიც საზღვაოდან კონტინენტურში გადადის. ქალაქისთვის ჰაერის მასების ხშირი ცვალებადობაა დამახასიათებელი. ფინეთის ყურეში არსებული ხშირი ციკლონების გამო ქალაქის ამინდი ხშირად იცვლება, განსაკუთრებით ეს შემოდგომასა და ზამთარში ხდება.
ქალაქის თვითმმართველი ორგანო — მუნიციპალური საბჭო — ფუნქციონირებს 1998 წლიდან. 2009 წლის 1 მარტს მეოთხე მოწვევის საბჭო აირჩიეს.[3] რაიონის აღმასრულებელ-განმკარგულებელ ორგანოს ადგილობრივი ადმინისტრაცია წარმოადგენს.[4]