თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
უნივერსიტეტი თბილისში / From Wikipedia, the free encyclopedia
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თსსუ — საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების უმთავრესი კერა. აქ თავმოყრილია საქართველოს სამედიცინო პედაგოგიური და სამეცნიერო კადრების საუკეთესო ნაწილი.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
„თსსუ“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თსსუ (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დევიზი ...
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი |
PER TRADITIONES AD FUTURUM (ლათ.) ტრადიციებით მომავლისკენ |
დაფუძნდა | 1930, 10 ივნისი |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | ირაკლი ნატროშვილი |
კანცლერი | ალექსანდრე ბუაჩიძე |
სტუდენტი | 5 250 |
მისამართი | ვაჟა-ფშაველას გამზ. № 33, თბილისი, საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
კავშირები | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] |
http://www.tsmu.edu/ |
დახურვა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (წარსულში ინსტიტუტი), დასაბამს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან იღებს. უნივერსიტეტის სათავეში ქართული საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეები იდგნენ: ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ცხვედაძე, პეტრე მელიქიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე და სხვები.