თიბისი ბანკი
საქართველოს ბანკი-ლიდერი, მთავარი ოფისი მდებარეობს თბილისში. TBC Bank-ის სახელი ასახავს კომპანიის პ / From Wikipedia, the free encyclopedia
თიბისი ბანკი — ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში, რომელიც ემსახურება თითქმის 700,000 მომხმარებელს ოთხ ბიზნეს სეგმენტში: კორპორატიული, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესი და მიკრო. ეს არის ქვეყანაში მეორე უდიდესი ბანკი აქტივების მიხედვით და ბაზრის ლიდერი – საცალო დეპოზიტების სეგმენტში.[2]
ეს სტატია ან სექცია რეკლამის ტიპისაა. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|თიბისი ბანკი}} |
ტიპი | სააქციო საზოგადოება |
---|---|
დარგი | საბანკო-საფინანსო |
დაფუძნდა | 1992 |
სათავო ოფისი | თბილისი, საქართველო |
პროდუქცია | საკრედიტო ბარათები, საცალო საბანკო მომსახურება, კორპორატიული საბანკო მომსახურება,ფინანსური მომსახურება, საინვესტიციო ბანკინგი, იპოთეკური სესხები, აქტივების მართვა |
სუფთა მოგება | 75 მილიონი აშშ დოლარი[1] |
თანამშრომელი | 4,275 |
შვილობილ(ებ)ი | Bank Constanta, TBC Kredit, TBC Leasing, TBC Invest, TBC Broker, Real Estate Management Fund, TBC Pay, UFC, BSSC |
საიტი | tbcbank.ge |
შვილობილ კომპანიებთან ერთად თიბისიში დასაქმებულია თითქმის 4,000 ადამიანი. ბანკი, ძირითადად, საქართველოში აწარმოებს საქმიანობას, თუმცა, მზარდი ქსელი შექმნა რეგიონში მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით: თიბისი კრედიტი - აზერბაიჯანში, თიბისი ინვესტი – ისრაელში და ბანკი კონსტანტა – საქართველოში, საერთო ჯამში 119 ფილიალით, 332 ბანკომატით და 2,779 პოს-ტერმინალით, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
თიბისი ბანკის აქციონერთა შორისაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft (DEG) და Nerlandese Financierings-Maatschappi Voor Ontwikkelingsladen N.V. (FMO), ბანკის 57% სააქციო კაპიტალით. სხვა საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორები, როგორებიცაა J.P. Morgan Chase Bank, N.A., London Branch („JPMorgan“) და Ashmore Cayman SPC No. 2 Ltd. („Ashmore“), საერთო ჯამში ფლობენ ბანკის აქციების 10%-ს. ორი დამფუძნებელი აქციონერი ერთად ბანკის სააქციო კაპიტალის 26%-ს ფლობს, ხოლო დანარჩენი 7% მენეჯმენტს და მინორიტარულ აქციონერებს ეკუთვნით.[2]
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები Fitch Rating Agency and Moody’s Investor Services აწარმოებენ ბანკის ყოველწლიურ შეფასებას. მიმდინარე რეიტინგებია BB- (გრძელვადიანი IDR)/ B (მოკლევადიანი IDR) მინიჭებული Fitch-ის მიერ და B1 (FC)/ Ba3 (LC) მინიჭებული Moody’s-ის მიერ. უახლესი შეფასებები ჩატარდა 2013 და 2012 წლებში. 2012 წლის ივლისში Fitch-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი (IDR) ‘B+’ საფეხურიდან ‘BB-’ საფეხურამდე აამაღლა, „სტაბილური“ პროგნოზით. ამავე დროს, სააგენტომ ბანკის მდგრადობის რეიტინგი (VR) ‘b+ საფეხურიდან ‘bb-’ საფეხურამდე გაზარდა. მანამდე, 2011 წელს, სააგენტო Moody’s-მა ბანკის დეპოზიტების რეიტინგი უცხოურ ვალუტაში B3 საფეხურიდან B1 საფეხურამდე, ხოლო მისი ფინანსური პოტენციალის რეიტინგი (E+)-დან (D-)-მდე აამაღლა.
სახელი, თიბისი ბანკი, მის საწყის დასახელებასთან – თბილისის ბიზნეს ცენტრი – არის დაკავშირებული, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს დაარსდა. ამჟამად, თიბისი ბანკი მისი ოფიციალურად რეგისტრირებული სახელია და არა საწყისი დასახელების აბრევიატურა.[3]