კრონშტადტი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრონშტადტი (რუს. Кронштадт) — საპორტო ქალაქი რუსეთში, მდებარეობს კუნძულ კოტლინზე, ესაზღვრება ფინეთის ყურეში მდებარე პატარა კუნძულებს. წარმოადგენს კრონშტადტის რაიონის ერთადერთ მუნიციპალურ ერთეულს, ადმინისტრაციულად ეკუთვნის ფედერალური მნიშვნელობის ქალაქ სანქტ-პეტერბურგს[2]. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 43 005 ადამიანს შეადგენდა[3].
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კრონშტადტი Кронштадт | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციული ქალაქი | სანქტ-პეტერბურგისანქტ-პეტერბურგი | ||||
კოორდინატები | 60°00′00″ ჩ. გ. 29°46′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1704 | ||||
ფართობი | 19,35 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | რუსული ენა|რუსული | ||||
მოსახლეობა | 43 005[1] კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 812 | ||||
საფოსტო ინდექსი | 197760-197762 | ||||
საავტომობილო კოდი | 78, 98, 178 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.gov.spb.ru/gov/terr/reg_kronsht/ | ||||
1983 წლამდე კუნძულზე და ამავდროულად ქალაქში მოხვედრაც, მხოლოდ წყლის ტრანსპორტით შეიძლებოდა. თუმცა ახლა უკვე ქალაქში მოხვედრა საგზაო ტრანსპორტითაც შესაძლებელია, სანქტ-პეტერბურგის დამცავ ჯებირზე გაყვანილია რგოლისებრი ავტომაგისტრალი, რომლის საშუალებითაც ქალაქში მოხვედრა შეიძლება. 2011 წელს გაიხსნა ორკილომეტრიანი გვირაბი, რომელიც ფინეთის ყურის ქვეშ გადის, მისი მშენებლობა პეტერბურგის წყლისგან დამცავი სისტემის ფარგლებში მოხდა, ეს დამცავი ნაგებობა მოიცავს, ასევე 25 კილომეტრიან საგზაო მაგისტრალს, 11 დამცავ დამბას, 6 წყალგაუმტარ ნაგებობას, ხიდებს და სხვა.
1990 წელს ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში შევიდა (მიეკუთვნება სანქტ-პეტერბურგის ისტორიულ ცენტრსა და მასთან დაკავშირებულ ძეგლებს). 2009 წლის აპრილში ქალაქს „სამხედრო დიდების ორდენი“ მიენიჭა[4].