From Wikipedia, the free encyclopedia
მოჰამედ სალაჰი (არაბ. محمد صلاح غالى; დ. 15 ივნისი, 1992) —— ეგვიპტელი ფეხბურთელი. 2017 წლიდან მერსისაიდის „ლივერპულის“ მოთამაშე.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მოჰამედ სალაჰი[1] | ||
დაბადების თარიღი | 15 ივნისი, 1992[2] | ||
დაბადების ადგილი | ნაგრიგი, ეგვიპტე[3] | ||
სიმაღლე | 175 სმ[4] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლივერპული | ||
ნომერი | 11 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2010-2012 | ალ-მოკავლუნი | 38 | (11) |
2012-2014 | ბაზელი | 47 | (9) |
2014-2016 | ჩელსი | 13 | (2) |
2015 | → ფიორენტინა | 16 | (6) |
2015-2016 | → რომა | 34 | (14) |
2016-2017 | რომა | 31 | (15) |
2017- | ლივერპული | 253 | (158) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2010-2011 | ეგვიპტე 20 წლ. | 11 | (3) |
2011–2012 | ეგვიპტე 23 წლ. | 11 | (4) |
2011– | ეგვიპტე | 100 | (57) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 5 სექტემბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 1 ივნისი, 2024 |
საფეხბურთო კარიერა სალაჰმა დაიწყო მშობლიურ ქვეყანაში. 2010 წელს იგი შეუერთდა „ბაზელს“, სადაც სადეიუტო სეზონში შვეიცარიის სუპერლიგა და საზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიგო. სალაჰის წარმატებულმა ასპარეზობამ უცხოური გრანდების ყურადღება მიიპყრო. 2014 წლის იანვარში იგი ლონდონის „ჩელსში“ გადავიდა 11 მილიონ ფუნტად, თუმცა პირველ სეზონში ვერ დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, რის გამოც ორჯერ იჯარით გაუშვეს იტალიის ჩემპიონატში „ფიორენტინის“ და „რომას“ შემადგენლობაში. 2016 წლიდან „რომამ“ გამოისყიდა მოჰამედ სალაჰის კონტრაქტი. 2017 წელს სალაჰი „ლივერპულს“ შეუერთდა 42 მილიონ ევროდ, რის შედეგადაც გახდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ინგლისური კლუბის ისტორიაში. პირველი გოლი გაიტანა 12 აგვისტოს „უოტფორდის“ წინააღმდეგ პრემიერლიგის გახსნით ტურში. სალაჰი მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობდა. თამაშის სტილის გამო მას ლიონელ მესის ადარებდნენ. ეგვიპტელმა გულშემატკივრებმა მას სიყვარულით „ფარაონი“ შეარქვეს. 2018 წლის 22 აპრილს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სალაჰი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 13 მაისს მოჰამედ სალაჰმა თავისი 32-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში და გახდა პრემიერლიგის ოქროს ბუტსის მფლობელი. 2018 წლის ივნისში სალაჰს დებიუტი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.