მტკვრის წვერა
From Wikipedia, the free encyclopedia
მტკვრის წვერა (ლათ. Barbus lacerta) — მდინარე მტკვრის ენდემური სახეობა, რომელიც წვერას გვარის სხვა სახეობების კვალობაზე თითქმის ბრტყელი ზურგით გამოირჩევა. სხეული დაწინწკლული აქვს. ფარფლის შეფერილობა განსხვავებულია — ზურგის და უკანა ფარფლი რუხია, ქვედებს კი წითელი ფერი დაკრავთ. სხეულის მაქსიმალური ზომა 38 სანტიმეტრია, წონა — 300 გრამი. მტკვრის წვერა ძირითადად საქართველოში, აზერაბაიჯანში, სომხეთსა და ირანში გვეხდება. გავრცელების ძირითადი კერები კასპიის ზღვის აუზის დასავლეთის მდინარეები და მათი შენაკადებია — მტკვარი, არაქსი და ლენქორანი. სახეობის გარკვეული ნაწილი ტბებში ბინადრობს. საქართველოში მტკვრის წვერა ძირითადად მდინარე მტკვარსა და მისი მარჯვენა შენაკადების ქვედა წელში არის გავრცელებული.
მტკვრის წვერა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მტკვრის წვერა | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Barbus lacerta | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 19021152 | ||||||||||
|
აღმოსავლეთ საქართველოში მტკვრის წვერას „მურწა“ ეწოდება (შდრ. მურწა).[1]