![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e3/Wagner_Parsifal_1877.jpg/640px-Wagner_Parsifal_1877.jpg&w=640&q=50)
პარსიფალი
From Wikipedia, the free encyclopedia
„პარსიფალი“ (გერმ. Parsifal, WWV 111) — რიხარდ ვაგნერის ოპერა სამ მოქმედებად. ირიბად ეფუძნება ვოლფრამ ფონ ეშენბახის „პარციფალს“, XIII საუკუნის ეპიკურ პოემას რაინდ პერსივალის და წმინდა გრაალის შესახებ.
![]() |
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „პარსიფალი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. პარსიფალი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
„პარსიფალი“ | |
---|---|
რიხარდ ვაგნერის ოპერა | |
![]() პირველი გამოცემის ყდა | |
ლიბრეტისტი | რიხარდ ვაგნერი |
ენა | გერმანული |
ეფუძნება | ვოლფრამ ფონ ეშენბახის „პერცივალი“ |
პრემიერა |
26 ივლისი, 1882 (1882-07-26) ბაიროითის საფესტივალო სახლი, ბაიროითი, გერმანია |
ვაგნერმა ნაწარმოების შექმნაზე ფიქრი 1857 წლის აპრილში დაიწყო, თუმცა ის მხოლოდ 25 წლის შემდეგ დაასრულა. იგი კომპოზიტორის ბოლო დასრულებული ოპერაა და მისი შექმნის დროს გათვალისწინებული იყო ბაიროითის საფესტივალო სახლის აკუსტიკური მახასიათებლები. „პარსიფალის“ პრემიერა 1882 წელს, ბაიროითის მეორე ფესტივალზე შედგა. ფესტივალი სპექტაკლზე მონოპოლიას 1903 წლამდე ინარჩუნდებდა, ვიდრე იგი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერაში არ დაიდგა.
ვაგნერი „პარსიფალს“ უწოდებდა არა ოპერას, არამედ „საფესტივალო პიესას სცენის კურთხევისათვის“ (გერმ. Ein Bühnenweihfestspiel).[1] ბაიროითში არსებული ტრადიციით, აუდიტორია პირველი მოქმედების შემდეგ ტაშს არ უკრავს.
სახელ პარსიფალის ვაგნერისეული მართლწერა Parsifal, ნაცვლად Parzival-ისა, რომელსაც 1877 წლამდე იყენებდა, მომდინარეობს ერთ-ერთი თეორიიდან, რომლის მიხედვითაც ეს სახელი არაბული წარმოშობისაა და „წმინდა (ან საწყალ) სულელს“ ნიშნავს.[2][3][4][5]