From Wikipedia, the free encyclopedia
როკე ლუის სანტა კრუს კანტერო (ესპ. Roque Luis Santa Cruz Cantero, დ. 16 აგვისტო 1981, ასუნსიონი, პარაგვაი) — პარაგვაელი ფეხბურთელი. საფეხბურთო კლუბ „ოლიმპიას“ თავდამსხმელი. 2002, 2006 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე პარაგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. საყოველთაოდ აღიარებულია პარაგვაის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.[1]
როკე სანტა კრუსი მალაგას ვარჯიშზე 2012 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | როკე ლუის სანტა კრუს კანტერო | ||
დაბადების თარიღი | 16 აგვისტო, 1981 | ||
დაბადების ადგილი | ასუნსიონი, პარაგვაი | ||
სიმაღლე | 191 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ოლიმპია | ||
ნომერი | 24 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1990–1997 | ოლიმპია | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1997–1999 | ოლიმპია | 24 | (13) |
1999–2007 | ბაიერნი მიუნხენი | 155 | (31) |
2005–2006 | ბაიერნი მიუნხენი II | 6 | (2) |
2007–2009 | ბლეკბერნ როვერსი | 57 | (23) |
2009–2013 | მანჩესტერ სიტი | 20 | (3) |
2011 | → ბლეკბერნ როვერსი | 9 | (0) |
2011–2012 | → რეალ ბეტისი | 33 | (7) |
2012–2013 | → მალაგა | 31 | (8) |
2013–2014 | მალაგა | 43 | (9) |
2015– | კრუს ასული | 10 | (4) |
2015–2016 | → მალაგა | 17 | (2) |
2016– | ოლიმპია | 148 | (66) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
1999 | პარაგვაი 20-წლამდე | 13 | (6) |
2000 | პარაგვაი 23-წლამდე | 4 | (2) |
1999–2016 | პარაგვაი | 112 | (32) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 მაისი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 ნოემბერი, 2016 |
საკლუბო კარიერის განმავლობაში იცავდა პარაგვაული, გერმანული, ინგლისური, ესპანური და მექსიკური საფეხბურთო კლუბების ღირსებას. მათ შორის ყველაზე დიდ წარმატებას ასუნსიონის „ოლიმპიას“ და მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებში გამოსვლისას მიაღწია. ასუნსიონის „ოლიმპიას“ შემადგენლობაში რვაჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა. მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებში კი ხუთჯერ გერმანიის ჩემპიონი, ოთხჯერ გერმანიის თასის მფლობელი, ორჯერ გერმანიის ლიგის თასის მფლობელი და თითოჯერ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი გახდა.
როკე სანტა კრუსი პარაგვაის 20 და 23-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი იყო. პარაგვაის ეროვნულ ნაკრებში პირველად 1999 წლის 28 აპრილს, მექსიკის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი პედრო-ხუან-კაბალიეროში, „ესტადიო რიო პარაპიტიზე“ გაიმართა და პარაგვაელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა.[2]
ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 2016 წლის 10 ნოემბერს, პერუს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ასუნსიონში, „ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკოზე“ გაიმართა და პერუელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 დასრულდა.[3]
Facebook · Twitter |
AFS · AS.com · BDFA · CUP2002.RU · Eurosport · FBref.com დაარქივებული 2021-06-24 საიტზე Wayback Machine. · FootballDatabase.eu · Fussballdaten.de · National Football Teams.com · Olympedia · Soccerbase · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.