From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი „სუონსი სიტი“ (უელს. Clwb Pêl-droed Dinas Abertawe) — უელსური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი, ქალაქ სუონსიდან, რომელიც პრემიერლიგაში თამაშობს. გუნდი საშინაო მატჩებს ლიბერთი სთედიუმზე მართავს.
კლუბი დაარსდა 1912 წელს, როგორც „სუონსი თაუნი“ და საფეხბურთო ლიგას 1921 წელს შეუერთდა. 1969 წელს კლუბმა სახელი შეიცვალა და „სუონსი სიტი“ გახდა, რადგან ქალაქ სუონსის ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[1] გუნდი 1981 წელს ინგლისის პირველ დივიზიონში აღზევდა. შემდეგ სეზონში გუნდს ჩემპიონის ტიტულის მოგება შეეძლო, თუმცა მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა, რაც დღემდე კლუბის რეკორდია. სეზონის შემდეგ გუნდი კვლავ ქვედა ლიგაში დაქვეითდა, რამდენიმე წელში კი მეოთხე დივიზიონში აღმოჩნდა. 2003 წელს „სუონსი სიტი“ კინაღამ ინგლისის კონფერენციაში გავარდა. 2005 წელს სუონსის მაშინდელი მოედანი, „ვეჩ ფილდი“ დაიხურა და გუნდი „ლიბერთი სთედიუმზე“ გადავიდა. სუონსი სიტის მხარდამჭერთა საზოგადოება გუნდის აქციების 20%-ს ფლობს.
2013 წლის 24 თებერვალს, „სუონსიმ“ 2012-2013 წლების ლიგის თასის ფინალში „ბრედფორდი“ დაამარცხა, ანგარიშით 5-0. მოიგო ისტორიაში პირველი სერიოზული ტიტული და 2013-2014 წლების ევროპის ლიგაზე მოახერხა გასვლა.[2] თასმა „სუონსი სიტი“ ერთადერთ უელსურ კლუბად აქცია, რომელიც ამ ტურნირზე გავიდა და მეორე უელსურ კლუბად, რომელსაც ევროტურნირებზე უთამაშიათ.
„სუონსი სიტის“ მთავარი მეტოქე „კარდიფ სიტია“. ეს შეხვედრა აღიარებულია, როგორც ბრიტანეთის ყველაზე მტრული დაპირისპირება[3]. და მას მეორენაირად სამხრეთ უელსის დერბისაც ეძახიან. ხშირად ორივე გუნდის ფანებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი სეზონში სწორედ ეს შეხვედრაა ხოლმე. „სუონსის“ შედარებით სუსტი მეტოქეობა აკავშირებს „ბრისტოლ სიტისთან“, „ბრისტოლ როვერსთან“ და „ნიუპორტთან“. თუმცა „სუონსი“ „ნიუპორტს“ ძალიან იშვიათად ხვდება, რადგან გუნდებს ოთხი დივიზიონი აშორებს. მათი დაპირისპირების შესუსტების კიდე ერთი მიზეზი არის ის, რომ ორივე გუნდს საერთო მეტოქე, „კარდიფ სიტი“ ჰყავს.
სამხრეთ უელსურ დერბიში, დღემდე სუონსიმ 20 მატჩში იმარჯვა. „კარდიფს“ 18 გამარჯვება აქვს, 16 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
სეზონი | ტურნირი | ეტაპი | მოწინააღმდეგე | შინ | გასვლითი | ჯამში | სქოლიო |
---|---|---|---|---|---|---|---|
1961–62 | თასების მფლობელთა თასი | შესარჩევი ეტაპი | მოტორი იენა | 2–2 | 1–5 | 3–7 | [4] |
1966-67 | თასების მფლობელთა თასი | პირველი ეტაპი | სლავია სოფია | 1–1 | 0–4 | 1–5 | [5] |
1981-82 | თასების მფლობელთა თასი | პირველი ეტაპი | ლოკომოტივი ლაიპციგი | 0–1 | 1–2 | 1–3 | [6] |
1982-83 | თასების მფლობელთა თასი | შესარჩევი ეტაპი | ბრაგა | 3–0 | 0–1 | 3–1 | [7] |
პირველი ეტაპი | სლიემა უონდერერსი | 12–0 | 5–0 | 17–0 | [8] | ||
მეორე ეტაპი | პარი სენ-ჟერმენი | 0–1 | 0–2 | 0–3 | [9] | ||
1983-84 | თასების მფლობელთა თასი | შესარჩევი ეტაპი | მაგდებურგი | 1–1 | 0–1 | 1–2 | [10] |
1989-90 | თასების მფლობელთა თასი | პირველი ეტაპი | პანათინაიკოსი | 2–3 | 3–3 | 5–6 | [11] |
1991-92 | თასების მფლობელთა თასი | პირველი ეტაპი | მონაკო | 1–2 | 0–8 | 1–10 | [12] |
2013-14 | უეფა-ს ევროპის ლიგა | მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი | მალმე | 4–0 | 0–0 | 4–0 | [13] |
პლეი-ოფი | პეტროლული | 5–1 | 1–2 | 6–3 | [14] | ||
ჯგუფური ეტაპი | კუბანი კრასნოდარი | 1–1 | 1–1 | მე-2 ადგილი | [15] | ||
სანქტ-გალენი | 1–0 | 0–1 | [15] | ||||
ვალენსია | 0–1 | 3–0 | [15] | ||||
1/32 ეტაპი | ნაპოლი | 0–0 | 1–3 | 1–3 | [16] | ||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.