From Wikipedia, the free encyclopedia
ტამპერე (ფინ. Tampere, შვედ. Tammerfors) — ქალაქი სამხრეთ ფინეთში. ქალაქში ცხოვრობს 211,691 კაცი, ხოლო მის აგლომერაციაში 340,000 კაცი. ტამპერეს მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ფინეთში მესამე ადგილი უკავია, ის ჩამორჩება მხოლოდ დიდ ჰელსინკისა და ესპოოს. 2007 წელს პირკანმას რეგიონში ცხოვრობდა 470,000 ადამიანი, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სწორედ ტამპერზე მოდის.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტამპერე Tampere / Tammerfors | |||||
| |||||
ქვეყანა | ფინეთი | ||||
რეგიონი | დასავლეთი ფინეთი | ||||
პროვინცია | პირკანმა | ||||
კოორდინატები | 61°30′00″ ჩ. გ. 23°45′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ტიმო ნიენიმენი | ||||
დაარსდა | 1775 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1779 | ||||
ფართობი | 687.9 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ფინური ენა[1] [2] | ||||
მოსახლეობა | 211,691 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 403.2 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
საფოსტო ინდექსი | 33100–33900 | ||||
ოფიციალური საიტი | tampere.fi | ||||
ოფიციალური ენები | ფინური, შვედური | ||||
ტამპერე მდებარეობს ნიასიარვისა და პიუხიარვის ტბებს შორის. დასახლებული პუნქტის საშუალო სიმაღლე შეადგენს 18 მეტრს. ქალაქში მიედინება მდინარე ტამერკოსკი, რომელიც მას ორ ნაწილად ჰყოფს. მდინარის სიგრძე 945 მეტრს შეადგენს, დინება საკმაოდ სწრაფია, სწორედ ამიტომ ის გამოიყენება ელექტროენერგიის მისაღებად.
1775 წელს შვედეთის მეფის გუსტავ III-ის ბრძანებით მდინარე ტამერკოსკის ნაპირებზე, სავაჭრო მიზნებისთვის დაარსდა პატარა დასახლება. თუმცა ოთხი წლის შემდეგ, 1779 წელს დაბა გახდა ქალაქი. თავდაპირველად ტამპერეს ფართობი რამდენიმე კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა.
XIX საუკუნეში ტამპერე უკვე მნიშვნელოვანი სავაჭრო და ინდუსტრიული ცენტრი გახდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, აქ იწარმოებოდა ფინური სამრეწველო პროდუქციის თითქმის ნახევარი. სწორედ ამიტომ ამ დასახლებულ პუნქტს უწოდეს „ჩრდილოეთი მანჩესტერი“.
ტამპერეს ფართობი სულ უფრო იზრდებოდა, მის შემადგენლობაში შევიდა მეზობელი პატარა დასახლებული პუნქტები.
1905 წლის დეკემბერში, აქ გაიმართა პირველი ბოლშევიკური კონფერენცია, სწორედ აქ პირველად ერთმანეთს შეხვდნენ ლენინი და სტალინი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.