ჰენრი კისინჯერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰენრი ალფრედ კისინჯერი (ინგლ. Henry Kissinger; დ. 27 მაისი, 1923 — გ. 29 ნოემბერი, 2023) — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი. მუშაობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობებზე, რიჩარდ ნიქსონის და ჯერალდ ფორდის საპრეზიდენტო ადმინისტრაციებში.[1] ებრაელი ლტოლვილი, რომელიც 1938 წელს ოჯახთან ერთად ნაცისტური გერმანიიდან გაიქცა, იგი გახდა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი 1969 წელს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1973-1977 წლებში. ვიეტნამში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებისთვის, კისინჯერმა მიიღო 1973 წლის ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში. მისი დაჯილდოება საკამათო გახდა და კომიტეტის ორი წევრი პროტესტის ნიშნად გადადგა.[2] რეალპოლიტიკის პრაქტიკოსმა,[3] კისინჯერმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში 1969 და 1977 წლებში.
ჰენრი კისინჯერი Henry Kissinger | |
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 სექტემბერი, 1973 – 20 იანვარი, 1977 | |
პრეზიდენტი | რიჩარდ ნიქსონი ჯერალდ ფორდი |
წინამორბედი | უილიამ როჯერსი |
მემკვიდრე | საირუს ვენსი |
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1969 – 1975 | |
პრეზიდენტი | რიჩარდ ნიქსონი ჯერალდ ფორდი |
დაბადებული | 27 მაისი, 1923 ფიურტი, გერმანია |
გარდაცვლილი | 29 ნოემბერი, 2023 (100 წლის) კენტი, კონექტიკუტი |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკელი |
რელიგია | იუდაიზმი |
კისინჯერი რჩება საკამათო და პოლარიზებულ ფიგურად ამერიკულ პოლიტიკაში. ერთი მხრივ დაგმობილია, როგორც ომის დამნაშავე მრავალი ჟურნალისტის, პოლიტიკური აქტივისტის და უფლებადამცველი იურისტის მიერ,[4][5][6][7] მეორე მხრივ პატივცემულ, ძალზე ეფექტურ აშშ-ს სახელმწიფო მდივნად მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების მრავალი ცნობილი მეცნიერი.[8]
ჰენრი კისინჯერი ასოცირდება ისეთ საკამათო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან, როგორიცაა აშშ-ს მონაწილეობა 1973 წლის ჩილეს სამხედრო გადატრიალებაში, ამერიკის მხარდაჭერა არგენტინის სამხედრო ხუნტისა და პაკისტანისადმი, ბანგლადეშის ომის დროს, მიუხედავად გენოციდისა, რომელიც განხორციელდა მისი მოკავშირეების მიერ.
პოსტის დატოვების შემდეგ, კისინჯერმა ჩამოაყალიბა საერთაშორისო გეოპოლიტიკური საკონსულტაციო ფირმა - „Kissinger Associates“. კისინჯერმა დაწერა ათზე მეტი წიგნი დიპლომატიური ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგი რჩება საკამათო ფიგურად ამერიკულ პოლიტიკაში, რომელსაც ბევრი ჟურნალისტი, პოლიტიკური აქტივისტი, იურისტი და უფლებადამცველი მიიჩნევს ომის დამნაშავედ. თუმცა, მას ასევე აფასებენ, როგორც საკმაოდ წარმატებულ სახელმწიფო მდივნად და აღიარებულია საერთაშორისო ურთიერთობების ბევრი გამოჩენილი მეცნიერის მიერ.