![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/34/Wikipedia-logo-v2-kk.svg/langka-640px-Wikipedia-logo-v2-kk.svg.png&w=640&q=50)
ყაზახური ვიკიპედია
From Wikipedia, the free encyclopedia
ყაზახური ვიკიპედია (ყაზახ. Қазақша Уикипедия) — ვიკიპედიის განყოფილება ყაზახურ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. გაეშვა 2002 წლის 3 ივნისს.[1] სტატიების რაოდენობის ზრდის ტემპი ძალიან მაღალია; კერძოდ სტატიების 7000-იანი ზღვრიდან 10000-მდე მიღწევას სულ რაღაც 1 წელი დასჭირდა. ძირითადად შეიცავს ყაზახური ენციკლოპედიის მასალებს. ყაზახური ვიკიპედიის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი იწერება 3 სხვადასხვა ანბანზე: კირილიცაზე (ყაზახეთი, რუსეთი და უზბეკეთი),[2] ლათინურზე (თურქეთი)[2] და არაბულ დამწერლობაზე (ჩინეთი და ირანი).[2] მასზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ვიკიპედიის რუსული და ინგლისურენოვანი განყოფილებები, რომლებიდანაც ითარგმნება სტატიების უმეტესობა, აგრეთვე გადმოაქვთ თარგები.[3]
![]() Қазақша Уикипедия | |
---|---|
![]() | |
მისამართი: | kk.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ყაზახური |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 2002 წლის 3 ივნისი |
სტატიების რაოდენობა: | 236 533 |
გვერდების რაოდენობა: | 632 930 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 3 314 371 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 155 903 |
აქტიური მომხმარებელი: | 440 |
ადმინისტრატორი: | 16 |
სიღრმე: | 14.7 |
2012 წლის მდგომარეობით ყაზახური ვიკიპედია შეიცავს 127 ათას სტატიას. ჰყავს 11 ადმინისტრატორი, აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 200-მდეა.