სერხიო აგუერო

არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia

სერხიო აგუერო
Remove ads

სერხიო ლიონელ აგუერო დელ კასტილიო (ესპ. Sergio Leonel Agüero del Castillo; 2 ივნისი 1988, კილმესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 2006–2021 წლებში. მიჩნეულია მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად და ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ პრემიერ ლიგის ისტორიაში.[1][2][3] 2003 წლის 5 ივლისს ის გახდა არგენტინის პრიმერა დივიზიონში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ფეხბურთელი (იგი ამ დროს 15 წლისა და 35 დღის იყო). ამით მან დიეგო მარადონას რეკორდი მოხსნა.[4]

სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
Remove ads

კარიერა

2006 წელს სერხიო 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლა ლიგის კლუბ მადრიდის ატლეტიკოში გადავიდა. მან მალევე მიიქცია ყურადღება სხვა გრანდებისგან ევროპის მასშტაბით, ატლეტიკოში 234 თამაშში 101 ბურთი გაიტანა, ხოლო 2010 წელს მოახერხა ევროპა ლიგისა და უეფა-ს სუპერთასის მოგება. ამის შემდეგ, 2011 წელს, აგუერო უერთდება ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ მანჩესტერ სიტის 35 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ . მისი სადებიუტო სეზონის ბოლო თამაშში, 94-ე წუთზე მოახერხა და გოლი გაიტანა „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ კარში და „სიტის“ პრემიერლიგის ტიტული მოაგებინა. 2012 წელს ფანებმა დაასახელეს კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად, ასევე მან პრემიერლიგის 2011–12 წლების სეზონის ოქროს ბურთიც მოიგო, მან 31 ჩატარებული თამაშიდან 26 გოლი გაიტანა. 2013–14 წლების სეზონის მიწურულს აგუეროს პრემიერლიგაში ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ის გოლს საშუალოდ ყოველ 115 წუთში იტანდა.

Remove ads

სანაკრებო სტატისტიკა

მეტი ინფორმაცია ეროვნული ნაკრები, წელი ...

მიღწევები

საკლუბო

ესპანეთის დროშა ატლეტიკო
ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი

სანაკრებო

არგენტინის დროშა არგენტინა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads