Consequence of Sound

From Wikipedia, the free encyclopedia

Consequence of Sound
Remove ads

Consequence of Sound (შემოკლებით CoS) — ჩიკაგოში დაფუძნებული ამერიკული ელექტრონული ჟურნალი,[2] აქვეყნებს მუსიკის და კინოს ახალ ამბებს, სარედაქციო სტატიებს და მიმოხილვებს. ამის გარდა, ის მოიცავს მიკროსაიტ Festival Outlook-ს, რომელიც წარმოადგენს მუსიკალური ფესტივალების ახალი ამბების და ჭორების ონლაინ მონაცემთა ბაზას.

სწრაფი ფაქტები საიტი, საიტის ტიპი ...

საიტი დააარსა 2007 წლის სექტემბერში ალექს იანგმა[3] — ამჟამად მას უკავია საიტის გენერალური დირექტორის და გამომცემლის თანამდებობა — და მისი შტატი აერთიანებს 50–ზე მეტ ავტორს, დიზაინერს და ფოტოგრაფს.[4]. მაიკლ როფმანი არის თავმჯდომარე და მთავარი რედაქტორი, ადამ კიველი არის მმართველი რედაქტორი, ხოლო ბენ კეი — ახალი ამბების რედაქტორი.[5] საიტმა სახელი მიიღო რეგინა სპეკტორის სიმღერისგან „Consequence of Sound“.[6].

Consequence of Sound ითვლება ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ საიტად Technorati-ს მიხედვით.[7] 2010 წელს About.com-მა მიანიჭა Consequence of Sound-ს წლის საუკეთესო მუსიკალური ბლოგის სტატუსი, „Technorati-ს რეიტინგზე და წლის განმავლობაში ონლაინ აღელვებაზე“ დაყრდნობით.[8] 2014 წლის გაზაფხულში Style of Sound-მა დაასახელა ის ნომერ მეორე ყველაზე გავლენიან მუსიკალურ ბლოგად.[9]

2012 წლის თებერვალში საიტმა გაუშვა დიდი ზომის სტატიების განყოფილება, Aux.out. 2012 წლის მარტში საიტმა გაუშვა მისი პირველი მობილური აპლიკაცია, South by Southwest ფესტივალისთვის. 2014 წლის სექტემბერში საიტმა გააფართოვა თავისი ინტერესების ზონა ფილმების სექციით.

Remove ads

ყოველწლიური მოხსენება

50 საუკეთესო ალბომი

მეტი ინფორმაცია წელი, შემსრულებელი ...

წლის შემსრულებელი და ჯგუფი

მეტი ინფორმაცია წელი, შემსრულებელი ...

25 საუკეთესო ფილმი

მეტი ინფორმაცია წელი, ფილმი ...

წლის შესრულება, კინორეჟისორი და კომპოზიტორი

მეტი ინფორმაცია წელი, შესრულება ...
Remove ads

100 საუკეთესო ალბომი/სიმღერა

მეტი ინფორმაცია კატეგორია, შემსრულებელი ...
Remove ads

პარტნიორობა

  • საიტის ალბომების მიმოხილვები აღირიცხება Metacritic–ზე, როგორც ალბომის პროფესიონალური მიმოხილვების საშუალო ქულის ნაწილი.[33]
  • საიტის ფილმების მიმოხილვებს იყენებს Rotten Tomatoes თითოეული ფილმის საშუალო რეიტინგის გამოსათვლელად.[34]
  • 2011 წლის ოქტომბერიდან CoS-ს სტატიებს აქვეყნებს ჟურნალ ტაიმის საიტი.[35]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads