Driver

From Wikipedia, the free encyclopedia

Driver
Remove ads

Driver (ქართ. მძღოლი) — ვიდეო თამაშის სერია, რომელიც შექმნა Reflections Interactive-მა (ახლა Ubisoft Reflections). თავდაპირველად გამოსცა GT Interactive-მა, შემდეგ კი Atari, ხოლო დღესდღეობით გამოსცემს Ubisoft. თამაშის გეიმპლეი მოიცავს სარბოლო, მოქმედებითისა და სროლების ჟანრების ელემენტებსა და ღია სამყაროს გარემოს. 1999 წლიდან მოყოლებული გამოშვებული იქნა ხუთი თამაში სერიიდან.

სწრაფი ფაქტები ჟანრები, დეველოპერ(ებ)ი ...

2011 წლის აგვისტოს მონაცემებით გაყიდულია 16 მილიონი ეგზემპლარი მსოფლიოს მასშტაბით.[2]

Remove ads

სერია

მეტი ინფორმაცია დასახელება, პლატფორმები ...
Remove ads

თამაშები

Driver

პირველი გამოცემა Driver-ის სერიიდან გამოშვებული იქნა Playstation-ისთვის 1999 წლის 30 ივნისს.მოგვიანებით, 2000 წლის დეკემბერში შეიქმნა Game Boy Color-ისთვის, 2000 წელს - Windows-ისთვის, 2000 წლის დეკემბერში - Mac-ისთვის, ხოლო iOS-ზე გამოშვებული იქნა ყველაზე ბოლოს, 2009 წლის დეკემბერში. თამმაში მოთამაშე მართავს ყოფილ ავტომრბოლელს ჯონ ტანერს , რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდება პოლიციის დეტექტივი. თამაში შთაგონებულია ისეთი ფილმებით, როგორებიც არის მძღოლი, ბულიტი. დაფუძნებულია 4 რეალურ ქალაქზე, ესენია: მაიამი, სან-ფრანცისკო, ლოს-ანჯელესი და ნიუ-იორკი.

Driver 2

მეორე ნაწილი თამაშის სერიიდან, გამოშვებული 2000 წლის 13 ნოემბერს PlayStation-ისთვის, Infogrames მიერ (დღეს Atari), ხოლო მოგვიანებით, 2002 წლის 4 ოქტომბერს პორტირებული იქნა Game Boy Advance-ზე. თამაშში კვლავ ფიგურირებს დეტექტივი ჯონ ტანერი მის პარტნიორ ტობიას ჯონსთან ერთად. თამაში დაფუძნებულია რეალურ ქალაქებზე - (ჩიკაგო, ჰავანა, ლას-ვეგასი, რიო-დე-ჟანეირო). ის არის პირველი თამაში სერიიდან, რომელშიც ჩადებული არის 2 მოთამაშის რეჟიმი, მოხრილი გზები და მანქანიდან გადმოსვლის და სხვა მანქანის გატაცების შესაძლებლობა.

Dirver 3

მესამე ნაწილი სერიიდან და პირველი - რომელმაც მიიღო M რეიტინგი ESRB-ისგან, (პირველმა ორმა ნაწილმა მიიღო T) გამოშვებული იქნა PlayStation 2-ისა და Xbox-ისთვის 2004 წლის 21 ივნისს. ერთიანობაში მიიღო უარყოფითი შეფასება კრიტიკოსებისგან, როგორიც არის სიუჟეტი, ცუდი კონტროლი და ა.შ. (მიუხედავად იმისა, რომ თამაშში პირველად იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი). თამაშში მიმდინარეობა ხდება ქალაქ მაიამში, ნიცასა და სტამბოლში. შემდგომში თამაში პორტირებული იქნა Windows-სა და Game Boy Advance-ზე[3].

Driver: Parallel Lines

მეოთხე ნაწილი სერიიდან. რელიზი შედგა 2006 წლის 14 ნოემბერს, PlayStation 2-სა და Xbox-ზე, ხოლო Windows-სა და Wii-თვის - 2007 წლის 26 ივნისს. სერიებიდან გამოირჩევა ძალადობრივი სცენებით, რომელიც +18 ნიშნით იქნა შეფასებული.

თამაში შესამჩნევად განსხვავდება მისი წინამორბედებისაგან. წინა სერიების გმირი ჯონ ტანერი მონაწილეობს მცირე ხნით. მოქმედება ხდება ნიუ-იორკში. ამჯერად მთავარი გმირის როლში გვევლინება არა პოლიციის ოფიცერი, არამედ კრიმინალი სახელად TK. მიმდინარეობა ხდება 1978 წლიდან 2006 წლამდე, სადაც მთავარი გმირი 28 წლის შემდეგ გამოდის ციხიდან. თამაშმა მიიღო დადებითი შეფასება, თუმცა გაყიდვების მხრივ წარუმატებელი აღმოჩნდა.

Driver 76

Driver 76 არის PlayStation Portable-ის ექსკლუზივი დრაივერის სერიებში. თამაშის პროცესი მიმდინარეობს ნიუ-იორკში, Parallel Lines-ის პირველი პერიოდში მომხდარი მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ. მთავარი გმირი არის TK-ის მეგობარი რეი, რომელიც მეორეხარისხოვანი პერსონაჟია Parallel Line-ში. იგი შემუშავებული იქნა Sumo Digital-ის მიერ.გამოვიდა 2007 წლის 8 მაისს.

Driver: San Francisco

მეხუთე ნაწილი სერიიდან, რომლის დამზადება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა[4][5][6]. რამდენიმეწლიანი სპეკულაციების შემდეგ, Ubisoft-მა, საბოლოოდ გაამხილა დეტალები E3 2010-ზე. საბოლოოდ, გარკვეული შფერხებების შემდეგ, თამაში გამოშვებული იქნა 2011 წლის 1 სექტემბერს ავსტრალიაში.

თამაშში მოქმედება ხდება ქალაქ სან-ფრანცისკოში, სადაც პროტაგონისტი არის წინა სერიებიდან ცნობილი პერსონაჟი ჯონ ტანერი.იგი კომაში იყო გადატანილი ავარიის შემდეგ. თამაში მიმდინარეობს ტანერის კომის პერიოდში, მის სიზმრებში[7]. Wii ვერსიის თამაშის სიუჟეტი განსხვავდება სხვა Driver-ის სერიიდან. ის წარმოადგენს ორიგინარული თამაშის Driver წინარეისტორიას.

ამ თამაშში, დეველოპერებმა გადაწყვიტეს ამოეღოთ მანქანიდან გადმოსვლის შესაძლებლობა. ამას გარდა, მათ შექმნეს ახალი მექანიზმი "ცვლა" (ინგლ:Shift), რომელიც საშუალებას იძლევა მანქანიდან გადმოსვლის გარეშე ერთი მანქანიდან მეორე მანქანაში გადასვლას.

თამაშმა მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან. იგი, ასევე კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა.

Driver:Renegade 3D

Nintendo 3DS-ის ექსკლუზივი. მასში კვლავ ფიგურირებს ჯონ ტანერი, რომელიც ცდილობს ნიუ იორკის კრიმინალური ბანდების განადგურებას საკუთარი ხელებით. თამაში გამოვიდა 2011 წლის 1 სექტემბერს ავსტრალიაში.

Driver: Speedboat Paradise

უფასო თამაში გამოსული მობილურ პლატფორმაზე, iOS-სა და Android ოპერაციულ სისტემებზე

Remove ads

მსგავსი თამაშები

Driver: Vegas (გამოვიდა 2006 წელს) და Driver: LA Undercover (გამოსული 2007 წელს) წარმოადგენს მობილური პლატფორმის ექკლუზიურ თამაშებს. აქაც, კვლავ თამაშის მთავარ გმირად გვევლინება ჯონ ტანერი. Driver: Vegas-ში მიმდინარეობა ხდება ქალაქ ლას-ვეგასში. ჯონ ტანერი ცდილობს შური იძიოს ჩარლს ჯერიკოზე Driver 3-ში მომხდარი მოვლენების გამო. ხოლო Driver: LA Undercover-ში თამაში მიმდიონარეობს ლოს-ანჯელესში, სადაც ტანერი ცდილობს ქალაქის მაფიის წევრების განადგურებას.

C.O.P. The Recruit

2009 წლის 3 ნოემბერს Ubisoft-მა C.O.P. The Recruit გამოუშვა Nintendo DS-ისთვის. იგი დარეგისტრირებული იყო სხვადასხვა სახელწოდებებით, ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს სახელწოდება Driver: The Recruit.[8].

კრიტიკოსების შეფასება

მეტი ინფორმაცია თამაში, GameRankings ...
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads