Game Informer

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

Game Informer (აბრევიატურა GI) —  ამერიკული ყოველთვიური ჟურნალი, რომელიც ძირითადად აქცენტს აკეთებს ვიდეო თამაშებზე. იგი აქვეყნებს სიახლეებს, მიმოხილვებსა და პრევიუებს. 2014 წლის დეკემბრის მონაცემით, ყოველთვიურად, დაახლოებით იყიდება ჟურალის 6.7 მილიონი ასლი, რაც ხდის მას მეოთხე ყველაზე მსხვილ ჟურნალად აშშ-ში ცირკულაციის მიხედვით[1]. 2009 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ჟურნალების სიაში 12-ე ადგილზე იმყოფებოდა.[2]

სწრაფი ფაქტები მოკლე სათაური, სპეციალიზაცია ...

დაარსდა 1991 წლის აგვისტოს.[3] მფლობელი და გამომშვები არის Gamestop,[4] ამავე სახელწოდების ტექნიკისა და ვიდეო თამაშების მომწოდებელი კომპანიის მშობელი კომპანია.

2009 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, „Game Informer“-ის საიტმაც და ჟურნალმაც განიცადეს დიზაინის სრული ცვლილება, რის შედეგადაც დაემატათ ბევრი სიახლე და ფუნქცია.

Remove ads

ისტორია

ჟურნალი

Game Infromer“-ის როგორც 6 გვერდიანი ჟურნალის დებიუტი შედგა 1991 წელს[5][6] და გამოიცემოდა ყოველ ორ თვეში ერთხელ 1994 წლის ნოემბრამდე, ხოლო აქედან მოყოლებული იქცა ყოველთვიურ ჟურნალად.[7] ყოველი წლის აპრილში გამოიცემა ჟურნალის ერთგვარი სპინოფ ვერსია სახელწოდებით „Game Infarcer“, რომელშიც შედის საპირველაპრილო ხუმრობები.[8][9]

საიტი

Game Informer“-ის ონლაინ ვერსია გაეშვა 1996 წლის აგვისტოს და მოიცავდა ყოველდღიურ სიაახლებსა და სტატიებს. ვებრედაქტორებად დაინიშნენ ჯასტინ ლიპერი და მეთიუ კატო. 2001 წელს საიტი დაიხურა[10] და ლიპერი და კატო გადავიდნენ ჟურნალის რედაქტორთა შემადგენლობაში.

საიტი კვლავ აღსდგა 2003 წლის სექტემბერში ახალი დიზაინითა და ფორმატით — მიმოხილვის მონაცემთა ბაზა, ხშირად განახლებადი სიაახლეები და ექსკლუზიური „შეუზღუდავი“ კონტენტი აბონენტთათვის, რომელსაც მართავდა ბილი ბერგჰამერი, საიტ „PlanetGameCube.com“-ის შემქმნელი (დღეს უკვე ცნობილი „NintendoWorldReport“.com-ის სახელით). ბერგჰამერი, დღესდღეობით არის EGM Media group-ის აღმასრულებელი რედაქტორი.[11]

ყოველი წლის თებერვალში (ზოგჯერ იანვარში) „Game Informer“-ის რედაქტორები ავლენენ „გასული წლის საუკეთესო 50 თამაშს“, ხოლო ყოველი წლის აგვისტოს საიტი მოიცავს სპეციალურ სექციას სახელწოდებით “E3 Hot 50”, რომელშიც მიმოიხილავენ მიმდინარე წლის E3-ის გამოფენაზე წარდგენილ თამაშებს, სადაც, ასევე არის განთავსებული წინასწარი განხილვის სექცია.

ავსტრალიური გამოცემა

2009 წლის ნოემბერში „Game Informer“ გაეშვა ავსტრალიაში, საიტების GamePro, Gameplayer, და „PlayStation Official Magazine“-ის ყოფილი რედაქტორის კრის სტედის მიერ.[12] 2010 წლის ივნისიდან ავსტრალიური გამოცემა იქცა ავსტრალიაში პირველ ლოკალურ სათამაშო გამომცემად, რომელსაც გააჩნდა 10, 000 აბონენტი. 2010 წლის 18 აგვისტოს ის გახდა ავსტრალიის ყველაზე მეტად გაყიდვადი ვიდეო თამაშების ჟურნალი.[13]Game Informer Australia“-მ მიიღო სამი ავსტრალიური საგაგმომცემლო ჯილდო Lizzie awards-ისა და MCV award-ისგან.[14]

Remove ads

მიმოხილვა

Game Informer“ დღესდღეობით მიმოიხილავს შემდეგი პლატფორმების თამაშებს: Wii, Wii U, PlayStation 3, PlayStation 4, Xbox One, Xbox 360, PC, Nintendo 3DS-სა და PlayStation Vita. ჟურნალის კოლექტივი თამაშებს აფასებს 10 ბალიანი სისტემით.

დღეის მონაცემით, უმაღლესი ქულა მიიღო მხოლოდ 26-მა თამაშმა:

მეტი ინფორმაცია სათაური, გამოცემა ...

არსებობს ისეთი თამაშები, რომლებმსაც ერგოთ 1-ზე ნაკლები ქულა 10-დან, მაგალითისთვის არის „Batman: Dark Tomorrow“, 0.75 ქულით,[15] ხოლო „Shrek: Fairy Tale Freakdown“-მა (Game Boy Color) მიიღო 0.4.[16] „Marky Mark: Make My Video“ არის ყველაზე დაბალი შეფასების მქონე თამაში „Game Infromer“-ის ისტორიაში 10-დან 0 ქულით.

დაჯილდოებები

1992[17]
მეტი ინფორმაცია ჯილდო, გამარჯვებული ...
1996
  • წლის თამაში — „Super Mario 64
1997
  • წლის თამაში — „Final Fantasy VII
1998[18]
მეტი ინფორმაცია წლის თამაში, ჯილდო ...
1999
  • წლის თამაში — „Super Smash Bros
2001[19]
  • წლის თამაში — „Metal Gear Solid 2: Sons of Liberty
2005
2006
  • წლის თამაში — „The Legend of Zelda: Twilight Princess
2007
  • წლის თამაში — „BioShock
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

ოფიციალური საიტი

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads