Nintendo Switch 2

From Wikipedia, the free encyclopedia

Nintendo Switch 2
Remove ads

Nintendo Switch 2 — მეცხრე თაობის ჰიბრიდული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი Nintendo-ს მიერ, რომელიც მსოფლიოს უმეტეს რეგიონში 2025 წლის 5 ივნისს გამოვიდა. როგორც ნაწილი მეცხრე თაობის კონსოლებისა და რიგით მეორე კონსოლი სერიიდან, იგი კონკურენციას უწევს Sony-ის PlayStation 5-სა და Microsoft-ის Xbox Series X/S-ს.

სწრაფი ფაქტები სახელწოდების გარეშე, სხვა სახელწოდებები ...

ორიგინალი Nintendo Switch-ის მსგავსად, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პორტატიული მოწყობილობა, როგორც პლანშეტი, ან როგორც სრულფასოვანი კონსოლი დოკ-სადგურის საშუალებით გარე ეკრანთან მიერთებით. Joy-Con 2 კონტროლერები ფუნქციონირებენს როგორც დამაგრებულ, ისე მოხსნილ მდგომარეობაში. მას ორიგინალ Switch-თან შედარებით უფრო დიდი ზომის თხევადკრისტალური ეკრანი და მეტი შიდა მეხსიერება გააჩნია, აგრეთვე განახლებული გრაფიკა, კონტროლერები და სოციალური ფუნქციები. Switch 2 მხარს უჭერს 1080p რეზოლუციას და 120Hz განახლების სიხშირეს პორტატიულ ან პლანშეტურ რეჟიმში,[7] ხოლო 4K რეზოლუციას 60Hz განახლების სიხშირით დოკ-სდგურში შეერთებისას.

Switch 2 უკუთავსებადია Switch-ის თამაშების უმეტესობასთან, როგორც ფიზიკურად, ისე ციფრულად.[8][9] ზოგიერთი თამაში პირდაპირ არ არის თავსებადი Switch 2-ის აპარატურულ ცვლილებებთან და Joy-Con 2 კონტროლერებთან, მაგრამ მაინც შესაძლებელია მათი თამაში ორიგინალი Switch-ის Joy-Con-ის გამოყენებით, მაგალითად, ისეთი თამაშები, რომლებიც საჭიროებენ ინფრაწითელ ფუნქციონალს.

თამაშები ხელმისაწვდომია ფიზიკური სათამაშო ბარათებისა და Nintendo-ს ციფრული მაღაზია eShop-ის მეშვეობით. ზოგიერთ სათამაშო ბარათს მონაცემები არ აქვს, თუმცა მოთამაშეებს თამაშის კონტენტის ჩამოტვირთვის საშუალებას აძლევს. Switch 2 აგრძელებს Nintendo Switch Online-ის სააბონენტო სერვისის მხარდაჭერას. ეს სერვისი აუცილებელია ზოგიერთი მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაშისთვის და წვდომას გვაძლევს Nintendo Classics-ის ბიბლიოთეკაზე, რომელიც ძველი კონსოლების ემულირებულ თამაშებს მოიცავს; GameCube-ის თამაშები ექსკლუზიურად Switch 2-ისთვის ხელმისაწვდომია „Expansion Pack“ პაკეტის ფარგლებში.[10] GameChat-ის ფუნქცია მოთამაშეებს საშუალებას აძლევს დისტანციურად ისაუბრონ და გააზიარონ ეკრანები და ვებ-კამერები.

Nintendo-მ Switch 2 2025 წლის 16 იანვარს წარადგინა,ხოლო მისი სრული ტექნიკური მახასიათებლები და გამოშვების დეტალები 2 აპრილს გამჟღავნდა. წინასწარი შეკვეთები რეგიონების უმეტესობაში 5 აპრილს დაიწყო. Switch 2 გააკრიტიკეს მაღალი ფასის გამო, რადგან მისი ფასი Switch-ის ფასს 50%-ით აღემატებოდა,[11] და აგრეთვე ზოგიერთი Nintendo-ს მიერ გამოშვებული თამაშის გაზრდილი ფასის გამო.[11][12]

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads