Nothing Else Matters

From Wikipedia, the free encyclopedia

Nothing Else Matters
Remove ads

Nothing Else Matters“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა და სინგლი ალბომიდან Metallica, რომელმაც 1992 წელს მეთერთმეტე ადგილს მიაღწია ბილბორდის ჩარტში ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები და მრავალ ქვეყანაში საუკეთესო ათეულებში მოხვდა. ცნობილია, რომ მისი მრავალი, 100-ზე მეტი ქავერ-ვერსია არსებობს[2].

სწრაფი ფაქტები სინგლი — მეტალიკა, ალბომიდან Metallica ...
Remove ads

ისტორია

ჯეიმზმა „Nothing Else Matters“-ის შესავალი მეგობარ გოგონასთან ტელეფონზე საუბრისას დაწერა. სიმღერის ტექსტიც მას ეძღვნება. სანამ ცალი ხელით ყურმილი ეჭირა, მეორეთი გიტარას უკრავდა. საუბრის დასრულების შემდეგ დაუმატა კიდევ გარკვეული შტრიხები.

ჯეიმზი ამბობს:

ვიკიციტატა
„მე არც კი ვაპირებდი, მექცია „Nothing Else Matters“ მეტალიკის სიმღერად, ეს იყო ჩემი სიმღერა, საკუთარ გრძნობებზე, ძალიან პირადული ჯგუფისთვის. ვფიქრობდი, უპირველეს ყოვლისა, არ მოეწონებოდათ, მეორეც - ეს მეტალიკის სტილი არ არის, უბრალოდ ჩემი სიმღერაა. როგორც ჩანს, ლარსმა მოისმინა და თქვა: ცუდი არაა... მე გავიფიქრე: ჯანდაბა, ახლა რაღა ვქნა...“

სიმღერა გახდა ჰიტი და განსაკუთრებული დამახასიათებელი შტრიხი მეტალიკას კონცერტებისათვის. ესაა მეტალიკის იმ მცირერიცხოვანი სიმღერებიდან ერთ-ერთი, სადაც გიტარის სოლოს ჰემეტის მაგივრად ჰეტფილდი ასრულებს.

Remove ads

მუსიკალური ვიდეო

მუსიკალური ვიდეოს პრემიერა 1992 წლის 26 თებერვალს MTV-ზე შედგა. კლიპის რეჟისორი იყო ადამ დუბინი. მოიცავს ნაწყვეტებს დოკუმენტური ფილმიდან A Year and a Half in the Life of Metallica, რომელიც გადაღებულია Metallica-ზე მუშაობისას. ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია, თუ როგორ უკრავს ჰეტფილდი თორმეტ სიმიან გიტარაზე. MTV აღარ უშვებდა ამ ვიდეოს დღის საათებში, რადგან მასში ჩანს სტუდიაში დაკიდული პოსტერები, რომლებზედაც შიშველი ადამიანები არიან გამოსახულნი. ვიდეოში აგრეთვე ჩანს კიფ უინგერის ფოტო, რომელსაც ლარს ულრიხი, როგორი შთაბეჭდილებაც იქმნება, მოკლე ხელით სატყორცნ ისრებს ესროდა.

Remove ads

სიმღერების სია

მეტი ინფორმაცია აშშ, აუდიოკასეტა, # ...
მეტი ინფორმაცია საერთაშორისო სინგლი, # ...
მეტი ინფორმაცია ჩაწერილია ცოცხლად უემბლიზე, ლონდონი, 20 აპრილი, 1992, # ...
მეტი ინფორმაცია 1999 წლის CD სინგლი, # ...

ალტერნატიული ვერსიები

სწრაფი ფაქტები სინგლი — მეტალიკა, ალბომიდან S&M ...

S&M და „ლიფტის“ ვერსია

„შავი ალბომის“ გამოსვლიდან მცირე ხანში ჯგუფის პროდიუსერმა ბობ როკმა შესთავაზა მეტალიკას „Nothing Else Matters“-თვის დაემატებინათ ორკესტრი. დაუკავშირდნენ სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორს, მაიკლ კემენს, და სთხოვეს დაეწერა მათთვის საორკესტრო პარტია და გაუგზავნეს მას სიმღერის ჩანაწერი. მაიკლმა დაწერა და გამოუგზავნა აღნიშნული პარტია, მაგრამ მას აღარავინ დაკავშირებია.

მალე მაიკლ კემენი 1992 წელს გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე შეხვდა ჯგუფს კულისებში. მათ მოასმენინეს სიმღერის ე.წ. „ლიფტის ვერსია“ (Elevator Version, განთავსებულია სინგლის Sad But True B-მხარეზე). ეს არის ჩანაწერი, სადაც ელექტრული გიტარები ჩანაცვლებულია აკუსტიკურით (სოლოს შესრულების დროსაც კი), ისმის მხოლოდ ჯეიმზის ხმა, გიტარა და ორკესტრი. მაიკლს მოეწონა იგი და შესთავაზა ჯგუფს კონცერტის ჩატარება ორკესტრთან ერთად. ამ მომენტისთვის ჯგუფი მხოლოდ დაპირდა, რომ იფიქრებდნენ ამაზე. შედეგად 1999 წლის 21-22 აპრილს ჩაატარეს კონცერტი ორკესტრთან ერთად და გამოუშვეს ამ კონცერტის ჩანაწერი ალბომად, სახელწოდებით S&M, რომელშიც შედის Nothing Else Matters „გაორკესტრებული“ ვერსიაც.

Nothing Else Matters '99

მეტალიკამ 2000 წლის 4 იანვარს გამოუშვა სინგლი Nothing Else Matters '99, რომელშიც შესულია სიმღერის S&M ვერსია, ხოლო B-გვერდზე - For Whom The Bell Tolls (S&M ვერსია) და Human. ამ ვერსიაში ჯეიმზი მთლიან სიმღერას უკრავს აკუსტიკურ გიტარაზე, სოლოს დროსაც კი.

Remove ads

სხვა ვერსიები

სიმღერის პოპულარობამ და იმ ფაქტმა, რომ შედარებით მეტალიკის სხვა სიმღერებთან ადვილი დასაკვრელია, გამოიწვია ქავერ-ვერსიების სიმრავლე. დღეისთვის ცნობილია „Nothing Else Matters“-ის ორმოცზე მეტი ქავერი, რომლებსაც ასრულებენ Apocalyptica, String Quartet, სკოტ დ. დეივისი, Gregorian, მარკო მეისინი და სხვები.

ალტერნატიული ვერსიები

სწრაფი ფაქტები სინგლი — მეტალიკა, ალბომიდან S&M ...
Remove ads

პერსონალი

დამატებითი პერსონალი

ჩარტები

უმაღლესი პოზიციები

მეტი ინფორმაცია ჩარტი (1992–93), უმაღლესი პოზიცია ...
მეტი ინფორმაცია ჩარტი (1999-2000), უმაღლესი პოზიცია ...
მეტი ინფორმაცია ჩარტი (2007–10), უმაღლესი პოზიცია ...
მეტი ინფორმაცია ჩარტი (2012–16), უმაღლესი პოზიცია ...

წლის შემაჯამებელი ჩარტი

მეტი ინფორმაცია წლის შემაჯამებელი ჩარტი (1992), პოზიცია ...
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads