Sad but True

From Wikipedia, the free encyclopedia

Sad but True
Remove ads

Sad but True“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა და მეხუთე სინგლი მათივე მეხუთე სტუდიური ალბომიდან Metallica.

სწრაფი ფაქტები სინგლი — მეტალიკა, ალბომიდან Metallica ...
Remove ads

შთაგონება

ჯეიმზ ჰეტფილდს ამ სიმღერის შექმნის ბიძგი მისცა ფილმმა „მაგია“, ენტონი ჰოპკინზის მონაწილეობით. ამ ფილმის იდეა არის პიროვნების გაორება, რაც გადმოცემულია ჰოპკინზისა და მისი ხელის თოჯინის ურთიერთობით.[2][3]

მუსიკა

მუსიკა დაწერილია ჯეიმზ ჰეტფილდისა და ლარს ულრიხის მიერ.[4] ამ სიმღერისთვის ჯგუფმა გიტარები მომართა მთელი საფეხურით ქვემოთ, D ტიუნინგით, ხოლო ბას-გიტარა — A ტიუნინგით, რომელიც გიტარის D ტიუნინგს შეესაბამება.[3]

2004 წელს Guitar Player-მა მოათავსა ჯეიმზ ჰეტფილდის ტონი ამ სიმღერიდან სიაში ყველა დროის 50 საუკეთესო ტონი[5]

ტექსტი

სიმღერის ტექსტის ინტერპრეტაცია რამდენიმენაირად არის შესაძლებელი. გავრცელებული მოსაზრებით, იგი ადამიანის ბოროტ ნაწილზეა, რომელიც ცდილობს გააკონტროლოს დანარჩენი ნაწილიც.[2] სხვა ვერსიებით, იგი რელიგიისადმი ბრმა რწმენაზეა.[3]

მუსიკალური ვიდეო

სიმღერაზე გადაღებული იქნა მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორიცაა უეინ იშემი. ვიდეო გადაღებულია 1992 წლის იანვარში ჯგუფის კონცერტზე სან-დიეგოში, კალიფორნია, და, ფაქტობრივად, ასახავს ჯგუფის შესრულებას ამ კონცერტზე. მისი პრემიერა გაიმართა იმავე წლის 5 ოქტომბერს.[6]

საკონცერტო შესრულება

Sad but True პირველად ცოცხლად შესრულდა 1991 წლის 1 აგვისტოს პეტალუმაში, კალიფორნია.[4] გამოსვლის დღიდან სიმღერა მეტალიკის კონცერტების განუყრელ შემადგენელ ნაწილად იქცა.[2] იგი მეტალიკის იმ რამდენიმე სიმღერის შორისაა, რომლებიც ათაზე მეტჯერ იქნა შესრულებული ცოცხლად.[4]

სიმღერა შეტანილია ასევე მეტალიკისა და სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის (მაიკლ კემენის დირიჟორობით) ერთობრივ ნამუშევარში S&M.

Remove ads

ჩარტები

მეტი ინფორმაცია ჩარტი, უმაღლესი პოზიცია ...

სხვადასხვა

  • კიდ როკმა გამოიყენა იგივე რიფი თავის სიმღერაში American Badass.[2][3][14]
  • Sad but True შესულია მუსიკალურ ვიდეო თამაშში Guitar Hero: Metallica.[14]

ფორმატები და სიმღერების სია

აშშ-ის სინგლი

  1. Sad but True (ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი) - 5:27
  2. So What (ნიკ „ენიმალ“ კალმერი, კრის „მაგუ“ ექსალი, კლაივ „უინსტონ“ ბლეიკი) - 3:09

საერთაშორისო სინგლი, ნაწილი I

  1. Sad but True (ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი) - 5:27
  2. So What (ნიკ „ენიმალ“ კალმერი, კრის „მაგუ“ ექსალი, კლაივ „უინსტონ“ ბლეიკი) - 3:09
  3. Harvester of Sorrow (საკონცერტო) (ჰეტფილდი, ულრიხი) - 6:43
  • სიმღერის Harvester of Sorrow საკონცერტო ვერსია ჩაწერილი იქნა 1991 წლის 28 სექტემბერს, ტუშინოს აეროდრომზე, მოსკოვი, რუსეთი.

საერთაშორისო სინგლი, ნაწილი II

  1. Sad but True (ჰეტფილდი, ულრიხი) - 5:27
  2. Nothing Else Matters (ლიფტის ვერსია) (ჰეტფილდი, ულრიხი) - 6:31
  3. Creeping Death (საკონცერტო) (კირკ ჰემეტი, ჰეტფილდი, კლიფ ბარტონი, ულრიხი) - 8:01
  4. Sad but True (დემო) (ჰეტფილდი, ულრიხი) - 4:53
  • სიმღერის Creeping Death საკონცერტო ვერსია ჩაწერილი იქნა 1991 წლის 28 სექტემბერს, ტუშინოს აეროდრომზე, მოსკოვი, რუსეთი.

საერთაშორისო სინგლი, 7 დიუმიანი გრამფირფიტა

  1. Sad but True (ჰეტფილდი, ულრიხი)
  2. Nothing Else Matters (საკონცერტო) (ჰეტფილდი, ულრიხი)
  3. Sad but True (საკონცერტო) (ჰეტფილდი, ულრიხი)
  • სიმღერის Nothing Else Matters საკონცერტო ვერსია ჩაწერილი იქნა 1992 წლის 27 აგვისტოს ლას-კრუსესში, ნიუ-მექსიკო.
  • სიმღერის Sad but True საკონცერტო ვერსია ჩაწერილი იქნა 1991 წლის 28 სექტემბერს, ტუშინოს აეროდრომზე, მოსკოვი, რუსეთი.
Remove ads

პერსონალი

მეტალიკა

მიწვეული მუსიკოსი
  • ჯონ მარშალი – გიტარა Nothing Else Matters-ის საკონცერტო ვერსიაში.
სტუდიური პერსონალი
  • პროდიუსერი ბობ როკი ჰეტფილდთან და ულრიხთან ერთად;
  • ინჟინერი – რენდი სტაუბი;
  • მიქსი – რენდი სტაუბი;
  • ფოტოგრაფი – მარკ სელიგერი.

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads