Until It Sleeps
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
„Until It Sleeps“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის პირველი სინგლი და მეოთხე სიმღერა მათივე 1996 წლის სტუდიური ალბომიდან Load.
Remove ads
დემო ვერსია
სიმღერის ადრეულ დემო ვერსიას ერქვა F.O.B.D, რადგან ჯგუფის წევრებს აგონებდათ ჯგუფის Soundgarden სიმღერას Fell on Black Days. იგი ჩაიწერა 1995 წლის 8 დეკემბერს. მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ტექსტი მუსიკას.[2]
ტექსტი და მუსიკა
ტექსტის ავტორი ჯეიმზ ჰეტფილდია. ეს არის კიდევ ერთი ტექსტი, რომელიც ეძღვნება ქრისტიანულ სწავლებას. მისი მნიშვნელობის ინტერპრეტაცია შესაძლოა ორგვარად: ჯეიმზის მშობლების ბრძოლა ავადმყოფობასთან[2][3][4] და ჯეიმზის ბრძოლა ალკოჰოლთან[3][4], ან ორივე ერთად. მასში გადმოცემულია, თუ როგორ ჭამს ადამიანს სიმსივნე, შემდეგ კი ორივე (ადამიანიცა და სიმსივნეც) ერთად იღუპებიან. ასევე ჯეიმზის მცდელობა დარდის ალკოჰოლით განქარვებისა, რომელიც შემდეგ მას ისე „შეეჩვია“, რომ ახლა უკვე ცდილობს, როგორმე გაექცეს მას.
მუსიკა დაწერილია ჯეიმზ ჰეტფილდისა და ლარს ულრიხის მიერ. სიმღერა სინგლის სახით გამოვიდა 1996 წლის 22 მაისს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 21 მაისს — მსოფლიოს მასშტაბით. 1996 წლის 6 აგვისტოს სინგლს მიენიჭა ოქროს სტატუსი, გაიყიდა რა 500 000-ზე მეტი ეგზემპლარი.[2]
სინგლის 10-იანი ვინილის ვერსია წითელ ფერებშია.
Remove ads
საკონცერტო შესრულება
სიმღერა პირველად ცოცხლად 1996 წლის 4 ივნისს სან-ხოსეში შესრულდა, კალიფორნია.[5] იმავე წელს შესრულდა ასევე MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიაზე. მეტალიკის Poor Touring Me ტურნეს უცვლელი შემადგენელი იყო 1996 - 1997 წლებში.[2]
მეტალიკამ სიმღერა სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებითაც შეასრულა 1999 წლის აპრილში და შეტანილი იქნა საკონცერტო ალბომში S&M.
სიმღერების სია
Remove ads
მუსიკალური ვიდეო
სიმღერის მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორია სამუელ ბაიერი. გადაღებულია სხვადასხვა ადგილებში ლოს-ანჯელესის მიდამოებში 1996 წლის 6 და 7 მაისს. პრემიერა გაიმართა MTV-ზე 23 მაისს.[6] ვიდეო ეხება ადამიანის დაცემასთან დაკავშირებულ სურეალისტურ კონცეფციებს, გამოსახულს ჰიერონიმუს ბოსხის სხვადასხვა სურათებით. გარდა იმისა, რომ ძირითადი ფორმები შთაგონებულია ბოსხის ნახატებიდან, ძირითადი მოქმედი პერსონაჟები არიან მონსტრების მჭამელი ადამიანები ტკბობის ბაღიდან.[2] ვიდეოში ასახულია ასევე ადამისა და ევას დაცემა თივის გადატანიდან და იესო ქრისტე ჯვარცმის სცენა Ecce Homo-დან.
Remove ads
ჯილდოები
სიმღერის მუსიკალურმა ვიდეომ გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო როკ ვიდეო“ MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიაზე 1996 წელს.
პერსონალი
- ჯეიმზ ჰეტფილდი – წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა
- კირკ ჰემეტი – წამყვანი გიტარა
- ჯეისონ ნიუსტედი – ბასი, დამატებითი ვოკალი
- ლარს ულრიხი – დასარტყმელი საკრავები
ჩარტები
ეს იყო ჯგუფის პირველი სიმღერა, რომელმაც ბილბორდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა, ისევე როგორც ჯგუფის პირველი და ერთადერთი სიმღერაა, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის საუკეთესო ათეულში მოხვედრა მოახერხა, დაიკავა რა მეათე პოზიცია.[7]
ჩარტები
- წლის საბოლოო ჩარტი
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads