From Wikipedia, the free encyclopedia
ბრუნუ მიგელ ბორჟეშ ფერნანდეში (პორტ. Bruno Miguel Borges Fernandes; დ. 8 სექტემბერი, 1994, მაია, პორტუგალია) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.
ბრუნუ ფერნანდეში 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ბრუნუ მიგელ ბორჟეშ ფერნანდეში[1] | ||
დაბადების თარიღი | 8 სექტემბერი, 1994[2] | ||
დაბადების ადგილი | მაია, პორტუგალია | ||
სიმაღლე | 179 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
ნომერი | 8 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2002–2004 | ინფესტა | ||
2004–2012 | ბოავიშტა | ||
2005–2010 | → პაშტელეირა | ||
2012–2013 | ნოვარა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2012–2013 | ნოვარა | 23 | (4) |
2013–2016 | უდინეზე | 86 | (10) |
2016–2017 | სამპდორია | 33 | (5) |
2017–2020 | სპორტინგი | 83 | (39) |
2020– | მანჩესტერ იუნაიტედი | 128 | (45) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2012 | პორტუგალია 19 წლ. | 2 | (0) |
2014 | პორტუგალია 20 წლ. | 5 | (1) |
2014–2017 | პორტუგალია 21 წლ. | 17 | (6) |
2016 | პორტუგალია 23 წლ. | 4 | (0) |
2017– | პორტუგალია | 58 | (16) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 3 სექტემბერი, 2023 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 9 სექტემბერი, 2023 |
პატარა ქალაქ მაიაში დაბადებულმა ფეხბურთელმა კარიერა იტალიის სერია B-ს კლუბ „ნოვარაში“ დაიწყო, საიდანაც 2013 წელს სერია A-ს კლუბ „უდინეზეში“ გადადის, საიდანაც სამი წლის შემდეგ „სამპდორიაში“ გადავიდა. 2017 წელს, ხუთწლიანი ევროპული კარიერის შემდგომ პორტუგალიურ „სპორტინგში“ გადავიდა, სადაც ის გუნდის კაპიტანი ხდება, ახერხებს გუნდთან ერთად პორტუგალიის საფეხბურთო თასისა (2018–19) და პორტუგალიის ლიგის თასის ორგზის მოგებას (2017–18, 2018–19), რის გამოც იგი ორივე სეზონში ხვდება პრიმეირა ლიგის წლის გუნდში და პრიმეირა ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ სახელდება. 2018–19 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 33 გოლის განატა მოახერხა. ფერნანდეშის თამაშმა პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბის ინტერესი გამოიწვია. საბოლოოდ, 2020 წლის იანვარში ბრუნუ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 55 მილიონ ევროდ (47 მილიონი ფუნტი სტერლინგი) შეიძინა.
ფერნანდეში იყო პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრებების წევრი, გამოდიოდა რა, 19, 20, 21 და 23 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2016 წელს იყო 23 წლამდელთა ნაკრების წევრი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2017 წელს შედგა, რის შემდეგაც იყო გუნდის შემადგენლობის წევრი 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, 2019 წლის ერთა ლიგის ფინალურ თამაშებსა და 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. 2019 წელს ნაკრებთან ერთად საშინაო მინდორზე მოიგო ერთა ლიგა, და ტურნირის საუკეთესო შემადგენლობაში დასახელდა.
ფერნანდეშმა ახალგაზრდული კარიერა ადგილობრივ კლუბ „ინფესტაში“ დაიწყო. მალევე მას კონტრაქტი შესთავაზა „პორტუს“ აკადემიამ, მაგრამ ბრუნუ მათ ადგილობრივ მეტოქე კლუბს, „ბოავიშტას“ შეუერთდა, რადგან ისინი ბრუნუს ვარჯიშზე ტრანსპორტირებას სთავაზობდნენ, მის მშობლებს კი არ შეეძლოთ პორტუში ვარჯიშებზე მისი ყოველდღიურად წაყვანა.[3] ფერნანდეშმა ახალგაზრდული კარიერის უმეტესი ნაწილი „ბოავიშტაში“ გაატარა და ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა, მანამ სანამ 15 წლის ასაკში „პასტელეირაში“ იჯარით ყოფნის პერიოდში შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე გადავიდოდა. [4] [5]
2012 წლის 27 აგვისტოს ბრუნუ იტალიურ „ნოვარას“ შეუერთდა. [6] თავდაპირველად ბრუნუს იტალიაში ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, ის განიცდიდა მონატრებას და უჭირდა იტალიური ენის სწავლაც. მისი მეგობარი გოგონას იტალიაში გადასვლის შემდეგ, ბრუნუმ სწრაფად აითვისა ენა და დაიწყო თავის დამკვიდრება, მიიღო ზედმეტსახელები „ნოვარას მარადონა“ და „მინი რუი კოშტა“. [7] ახალგაზრდული გუნდის რიგებში გატარებული რამდენიმე კვირის შემდეგ, ფერნანდეში დაწინაურდა სერია B-ში მოთამაშე „ნოვარას“ პირველ გუნდში და აქ გაატარა 2012-13 წლების სეზონი, დაეხმარა რა გუნდს, სერია A-ში გადასასვლელ პლეი-ოფში მოხვედრაში.[8] 2013 წლის ზაფხულში, სერია A-ს კლუბებს „მილანის „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ სურდათ მისი შეძენა, მაგრამ ფერნანდეში გარკვეული დათქმების სანაცვლოდ „უდინეზეს“ შეუერთდა.[9] მისი დებიუტი სერია A-ში შედგა 3 ნოემბერს, როდესაც საშინაო შეხვედრაში მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ ცვლილებაზე მეორე ტაიმში შემოვიდა, მატჩი „უდინეზეს“ მარცხით 0-3 დასრულდა.[10] ფერნანდეშმა პირველი გოლი ლიგაში 2013 წლის 7 დეკემბერს, „ნაპოლისთან“ ფრედ, ანგარიშით 3–3, დასრულებულ შეხვედრაში გაიტანა.[11] მან აგრეთვე გაიატანა გუნდებს შორის გამართულ მეორე მატჩში, რომელიც ფრედ, ამჯერად 1–1 დასრულდა.[12]
2016 წლის 16 აგვისტოს ფერნანდეში „სამპდორიას“ შეუერთდა.[13][14] მისი დებიუტი გუნდში თერთმეტი დღის შემდეგ, „ატალანტასთან“ შეხვედრში შედგა, სადაც ბრუნუმ 6 წუთი ითამაშა. მატჩი „სამპდორიას“ გამარჯვებით 2–1 დასრულდა.[15] 2016 წლის 26 სექტემბერს ბრუნუმ გუნდის რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა, „კალიარისთან“ შეხვედრაში, რომელშიც „სამპდორია“ ანგარიშით 1–2 დამარცხდა.[16] 2016–17 წლების სეზონში სერია A-ში ჩატარებულ 33 შეხვედრაში ფერნანდეშმა 5 გოლი გაიტანა,[17] დაეხმარა რა გუნდს, მეათე პოზიციის დაკავებაში.[18]
2017 წლის 27 ივნისს, უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, ფერნანდეშმა „სპორტინგთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, 8,5 მილიონი ევროსა და ბონუსების სანაცვლოდ.[19]2017 წლის 6 აგვისტოს ფერნანდეშმა „სპორტინგის“ რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, გუნდმა „დესპორტივო დას ავეში“, ანგარიშით 2–0 დასრულდა[20] მან გაიტანა ოთხი გოლი პრემიერ ლიგის პირველ ხუთ თამაშში, მათ შორის დუბლი 5–0 „ვიტორია დე გიმარაეშთან“ სტუმრად მოგებულ შეხვედრაში.[21][22] ფერნანდეშის პირველი თამაში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 12 სექტემბერს შედგა, სადაც „ოლიმპიაკოსთან“ 3–2 მოგებულ შეხვედრაში 43-ე წუთზე გუნდის უპირატესობა 3–0-მდე გაზარდა.[23] ფერნანდეშის პირველი სეზონი გუნდში წარმატებული გამოდგა. ყველა შეჯიბრზე მან 16 გოლი გაიტანა, რითაც ბას დოსტის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ბრუნუმ აგრეთვე მიითვალა 20 საგოლე გადაცემა, დასახელდა პრიმეირა ლიგის წლის გუნდში და პრიმეირა ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ.[24]
2018 წლის 15 მაისს რამდენიმე თანაგუნდელთან და მწვრთნელთან ერთად გუნდის სავარჯიშო ბაზაზე დაშავდა. მათ თავს დაესხა გუნდის 50-მდე ქომაგი რომელთაც ამით უკმაყოფილება გამოხატეს გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგის გამო, „სპორტინგმა“ ლიგა მესამე ადგილზე დაასრულდა ვერ მოახერხა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა.[25][26] ამ მოვლენების მიუხედავად გუნდი დასთანხმდა პორტუგალიის საფეხბურთო თასის ფინალში მონაწილეობას, რომელიც შემდეგ კვირას გაიმართა.[27] „სპორტინგი“ „დესპორტივო დას ავეშთან“ დამარცხდა.[28] 6 ივლისს ფერნანდეში პრიმეირა ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.[29]ოთხი დღის შემდეგ მან ხელი მოაწერა ახალ ხუთწლიან კონტრაქტს, 100 მილიონ ევროიანი გამოსასყიდი თანხით,[30] თავდაპირველად გეგმავდა კლუბის დატოვებას, პრეზიდენტ ბრუნო დე კარვალიოსთან დაპირისპირების გამო მაგრამ ხელფასის გაზრდამ მის დარჩენაში დიდი როლი ითამაშა.[31]
ფერნანდეშმა 2018-19 წლების სეზონში რიგით 23-ე გოლი, 2019 წლის 3 მარტს, „პორტიმონენსეს“ წინააღმდეგ 3-1 მოგებულ შეხვედრაში, თერთმეტრიანით გაიტანა. ამით მან გადააჭარბა ანტონიო ოლივეირას 1981-82 წლების სეზონის საკლუბო რეკორდს, და გახდა ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის ავტორი ნახევარმცველი.[32] 5 მაისს მან ჰეთ-თრიკი შეასრულა „ბელენენსეშის“ წინააღმდეგ გასვლით შეხვედრაში, რომელიც 8–1 დასრულდა. ამის შედეგად ის გახდა საუკეთესო პორტუგალიელ ნახევარმცველებს შორის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით, გაიტანა 31-ე გოლი.[33] მან სეზონში 33-ე გოლი 2019 წლის 25 მაისს, პორტუგალიის საფეხბურთო თასის ფინალში, „პორტუს“ წინააღმდეგ გაიტანა, და დაეხმარა „სპორტინგს“ თასის მოგებაში.[34] [35] 2018–19 წლების სეზონში კიდევ ერთი წარმატებული სეზონის ჩატარების გამო დასახელდა პრიმეირა ლიგის წლის მოთამაშედ.[36]
2019–20 წლების სეზონში ჩატარებულ პირველ 10 შეხვედრაში მოახერხა შვიდი გოლის გატანა, მათ შორის მოახერხა გოლის გატანა ზედიზედ ექვს შეხვედრაში.[37] ამით ის გახდა „სპორტინგის“ მესამე მოთამაშე 21-ე საუკუნეში, რომელმაც საკლუბო დონეზე გოლი გაიტანა ზედიზედ ექვს ან მეტ მატჩში, მარიო ჟარდელისა და ბას დოსტის შემდეგ.[38] 28 ნოემბერს, მან შეასრულა დუბბლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა „პსვ ეინდჰოვენთან“ შეხვედრაში, რომელიც ანგარიშით 4–0 დასრულდა. ამ გამარჯვების შედეგად „სპორტინგმა“ გაინაღდა უეფა-ს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა.[39]
2020 წლის 29 იანვარს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაადასტურა რომ ფერნანდეშის ტრანსფერთან დაკავშირებით „სპორტინგთან“ შეთანხმებას მიაღწია. ტრანსფერი სავარაუდოდ €80 მილიონად (£67.6 მილიონი) დაჯდებოდა,[40] სამედიცინო შემოწმებისა და პირად კონტრაქტზე შეთავაზებული პირობების სანაცვლოდ.[41] ტრანსფერი ოფიციალურად დასრულდა მეორე დღეს, საწყისი საფასურით დაახლოებით €55 მილიონი (£47 მილიონი),[42] პლუს 25 მილიონ ევრომდე (£21 მილიონი) დანამატები და მოგების 10%, თუ „იუნაიტედმა“ ოდესმე გაყიდა ფერნანდეში.[43] ფერნანდეშმა გუნდთან ხუთნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[44]
მისი დებიუტი გუნდში 1 თებერვალს, „ვულვერჰემპტონ უონდერერსთან“ უგოლო ფრით დასრულებულ შეხვედრაში შედგა.[45] 17 თებერვალს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გასვლაზე გამართულ შეხვედრაში „ჩელსისთან“, მან საგოლოე გადაცემა გაუკეთა ჰარი მაგუაიერს, რომელმაც თავურით საბოლოო ანგარიში, 2–0 დააფიქსირა.[46] გუნდის რიგებში მისი ევროპული დებიუტი „კლუბ ბრიუგესთან“ 1–1 დასრულებულ შეხვედრაში შედგა.[47] პირველი გოლი „იუნტაიტედის“ რიგებში გაიტანა 23 თებერვალს, „უოტფორდის“ წინააღმდეგ, სადაც ზუსტად შეასრულა თერთმეტრიანი და საგოლე გადაცემა გაუკეთა მესიონ გრინვუდს. „ოლდ ტრაფორდზე“ გამართული შეხვედრა 3–0 დასრულდა.[48] კლუბისთვის ევროპულ სარბიელზე პირველი გოლი უეფა-ს ევროპა ლიგის 1/32 ფინალურ შეხვედრაში, „კლუბ ბრიუგესთან“ გაიტანა, ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი და დაეხმარა გუნდს 5–0 გამარჯვებაში.[49] 16 მარტს ფერნანდესი პრემიერ ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.[50] 30 ივნისს „ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონთან“ 3–0 დასრულებულ შეხვედრაში ფერნანდეშმა გუნდის რიგებში პირველი დუბლი შეასრულა.[51] მის მიერ ნაჩვენები შედეგების გამო ივნისში მოიგო არაერთი საკლუბო და პრემიერ ლიგის ჯილდო, მათ შორის „პრემიერ ლიგის თვის მოთამაშე“, „თვის გოლი“, რითაც გახდა პირველი მოთამაშე პრემიერ ლიგის ისტორიაში რომელმაც ორივე ჯილდო ერთდროულად მოიგო.[52] [53] 2006–07 წლების სეზონის შემდეგ გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, რომელმაც „პრემიერ ლიგის თვის მოთამაშის“ ჯილდო მოიპოვა.[54] სექტემბერში ფერნანდეში დასახელდა მანჩესტერ იუნაიტედის „სერ მეტ ბასბის წლის საუკეთესო მოთამაშის“ ჯილდოს მფლობელი, რომელიც გადაეცემა გუნდის წინა სეზონის საუკეთესო მოთამაშეს.[55]
25 სექტემბერს ფერნანდეშმა სეზონში პირველი გოლი „ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონის“ წინააღმდეგ გამართულ დრამატულ შეხვედრაში მე-100 წუთზე გაიტანა. მას შემდეგ რაც მსაჯმა შეხვედრა დაასრულა ვიდეო რეფერიმ გადახედა შეხვედრის ბოლო წამებზე მომხდარ სადავო მომენტს და „ბრაიტონის“ კარში თერთმემტრიანი დანიშნა, რომელიც ფერნანდეშმა ზუსტად შეასრულა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. [56] 7 ნოემბერს ფერნანდეშმა გაიტანა დუბლი და მიითვალა საგოლე გადაცემა „ევერტონის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც 3–1 დასრულდა.[57] ნოემბერში პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რადგან ეს თვე მისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა, მიითვალა რა ოთხი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა.[58] სტატუსი მეორედ მიიღო დეკემბერში, გაიტანა რა სამი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა, რითაც გახდა პირველი ფეხბურთელი რომელმაც თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მოგება ერთ კალენდარულ წელიწადში ოთხჯერ მოახერხა.[59][60] მან გაიტანა ერთი გოლი და მიითვალა ორი საგოლე გადაცემა „მანჩესტერისთვის“ ისტორიულ უხვგოლიან შეხვედრაში, რომელშიც გუნდმა 2021 წლის 2 თებერვალს „საუთჰემპტონი“ გამანადგურებული ანგარიშით 9–0 დაამარცხა.[61] ბომბარდირთა დავაში ბრუნუმ მესამე ადგილი დაიკავა 18 გოლით, ხოლო საგოლე გადაცემების რაოდენობით პირველი (12 საგოლე გადაცემა).[62]
2021 წლის აპრილში მანჩესტერ იუნაიტედმა“ გამოაცხადა რომ გეგმავდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგიდან გასვლას და 11 სხვა კლუბთან ერთად ევროპის სუპერლიგის პროექტთან შეერთებას. ფერნანდეში გახდა ტურნირის პოტენციურ მოთამაშეებს შორის ერთ-ერთი პირველი რომელსაც მოუწია ამაზე კომენტარის გაკეთება, მან დაადასტურა თავისი დამოკიდებულება ტურნირის მიმართ: „ოცნებების ყიდვა შეუძლებელია“ [63][64] მომდევნო დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დატოვა ევროპის სუპერლიგა, პროექტი შეჩერებულად გამოცხადდა, მოთამაშეების, მენეჯერების, საფეხბურთო ინსტიტუტების, პოლიტიკოსების, გულშემატკივრებისა და მედიის მძაფრი გამოხმაურების ფონზე.[65][66] 29 აპრილს ფერნანდეშმა გაიტანა დუბლი და მიითვალა ორი საგოლე გადაცემა უეფა-ს ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, სადაც „მანჩესტერელებმა“ „რომა“ 6–2 დაამარცხეს;[67] მან აგრეთვე მიითვალა საგოლე გადაცემა გუნდების მეორე შეხვედრაში, სადაც „წითელი ეშმაკები“ „რომასთან“ 2–3 დამარცხდნენ მაგრამ ორი მატჩის ჯამში 8–5 იმარჯვეს.[68] 26 მაისს „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფინალში „ვილიარეალს“ დაუპირსპირდა სადაც ძირითაიდ დრო 1–1 დასრულდა, თერთმემეტრიანების სერიაში კი გუნდი დამარცხდა (ბრუნუმ თავისი დარტყმა ზუსტად შეასრულა).[69]
2021 წლის 14 აგვისტოს პრემიერ ლიგის სეზონის გახსნით შეხვედრაში ფერნანდეშმა „ლიდზ იუნაიტედის“ წინააღდმდეგ 5–1 მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-ტრიკი შეასრულა.[70] გუნდის შემდეგ საშინაო შეხვედრაში კი „ნიუკასლ იუნაიტედის“ წინააღმდეგ 25 იარდიდან (23 მეტრი) მოახერხა მეტოქის კარის აღება,[71] მაგრამ ორი კვირის შემდეგ, „ასტონ ვილასთან“ შეხვედრაში ბოლო წუთზე თერთმეტმეტრიანი გააფუჭა და მატჩი ფრედ, 1–1 დასრულდა.[72] მოგვიანებით გაფუჭებული პენალტის გამო საკუთარ Instagram გვერდზე მოიბოდიშა.[73] 23 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში „ვილიარელთან“ გაუკეთა საგოლე გადაცემა ჯეიდონ სანჩოს, მატჩი კი საბოლოოდ 2–0 დასრულდა. ამ გამარჯვებით გუნდმა ჯგუფური ეტაპიდან გასვლა გაინაღდა. ფერნანდეში კი გახდა პირველი მოთამაშე ინგლისური კლუბებიდან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 5 შეხვედრაში გააკეთა საგოლე გადაცემა.[74] 2 დეკემბერს „ოლდ ტრაფორზე“ გუნდში რიგით მე-100 შეხვედრა ჩაატარა „არსენალის“ წინააღმდეგ, სადაც მეტოქის კარის აღება მოახერხა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 3–2 დასრულდა.[75]
2022 წლის 1 აპრილს ფერნანდეშმა ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს, რომელის მიხედვითაც ის გუნდში 2025 წლის ივნისამდე რჩება.[76] 2 მაისს, „ბრენტოფრდთან“ 3–0 მოგებულ შეხვედრაში ფერნანდეშმა გუნდის რიგებში 50-ე გოლი გაიტანა.[77] მისმა შედეგიანობამ სეზონის განმავლობაში საგრძნობლად იკლო, გუნდის შედეგები უარესდებოდა ხოლო ფანების უკამყოფილება იზრდებოდა, მათ შორის ბრუნუს ქმედებების გამო, რომელიც მუდმივად კონფლიქტური იყო მსაჯების მიმართ. კლუბმა პრემიერლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩა, გავიდა რა უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ფერნანდეში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო ასისტენტი გახდა, ჯამში 7 საგოლე გადაცემით.[78][79]
1 ივლისს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გამოაცხადა რომ ფერნანდეში 18-ნომრიანი მაისურიდან 8-ნომრიან მაისურზე გადადიოდა, რომლითაც ის „სპორტინგში“ გამოდიოდა, ეს რიცხვი უკვაშირდება ერთის მხრივ მის დაბადების თარიღს, ხოლო მეორეს მხრივ მამამისს, რომელიც სწორედ ამ ნომრით თამაშობდა. ფერნანდეშმა 8-ნომრიანი მაისური გუნდიდან ხუან მატას წასვლის შემდეგ მიიღო.[80]
პორტუგალიის 20 წლამდელთა ნაკრების რიგებში ფერნანდეში მონაწილეობდა 2014 წლის ტულონის ტურნირზე. მან ოთხი შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა გოლი ჩილესთან ჯგუფური ეტაპის მატჩში და დაეხმარა პორტუგალიას მესამე ადგილის დაკავებაში.[81] ფერნანდეში თამაშობდა პორტუგალიას 19, 20, 21 და 23 წლამდე ნაკრებებში, სადაც ჯამში 28 შეხვედრა ჩაატარა. სანაკრებო დებიუტამდე მწვრთნელმა რუი ხორხემ 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანად დაასახელა.[82] 2017 წლის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვილიფაკაციო ეტაპის შეხვედრებში მოახერხა ოთხი გოლის გატანა და ოთხი საგოლე გადაცემის გაკეთება, დაეხმარა ნაკრებს ტურნირზე გასვლაში.[83] ივნისში ფერნანდეშმა მონაწილეობა მიიღო 2017 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. ჯგუფური ეტაპის გახსნით შეხვედრაში გაიტანა სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ, მაგრამ ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა.[84] ფერნანდეშმა ოლიმპიური ნაკრების რიგებში მიიღო მონაწილეობა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. [85] მან ყველა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, პორტუგალიის ნაკრებმა კი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპამდე მიაღწია.[86][87][88]
იტალიაში გატარებული პერიოდის განმავლობაში პორტუგალიის ნაკრების სამწვრთენლო შტაბისთვის ბრუნუ ნაკლებად შესამჩენვევი მოთამაშე იყო, და ნაკრების განაცხადში პირველად 2017 წლის 28 აგვისტოს მოხვდა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისათვის. მიუხედავად ამისა მას არც ფარერების კუნძულებთან და არც უნგრეთთან გამართულ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა. [89]
ფერნანდეშის დებიუტი ნაკრებში ამავე წლის ნოემბერში შედგა, როდესაც საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მანუელ ფერნანდეში ჩაანაცვლა და 34 წუთი თამაშა.[90] ფერნანდუ სანტუშმა ფერნანდეში ნაკრების შემადგენლობაში დაასახელა რუსეთში გამართულ 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე.[91] სადებიუტო გოლი ნაკრებში ტურნირის წინა მატჩში, 7 ივნისს, ესტადიო დე ლუსზე, ალჟირის ეროვნული საფეხბურო ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა, შეხვედრა პორტუგალიელთა გამარჯვებით 3–0 დასრულდა.[92][93] ფერნანდეშმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა 2018 წლის 15 ივნისს, ესპანეთთან ჩაატარა, სადაც ითამაშა 66 წუთი და ყვითელი ბარათი მიიღო. შეხვედრა ფრედ, 3–3 დასრულდა.[94] 30 ივნისს მერვედფინალურ შეხვედრაში პორტუგალია ურუგვაისთან, ანგარიშით 2–1 დამარცხდა.[95]
ფერნანდეშმა სამი შეხვედრა ჩაატარა 2018–19 წლების ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე,[96][97] დაეხმარა რა პორტუგალიას ტურნირის ფინალურ სერიაში გადასვლაში, რომელიც 2019 წლის ივნისში ჩატარდა. ფერნანდეშმა მონაწილეობა მიიღო ფინალური ეტაპის ყველა შეხვედრაში და პორტუში გამართულ ფინალში ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მინიმალური სხვაობით, 1–0 დამარცხების შემდეგ ტურნირის გამარჯვებული გახდა.[98] ტურნირზე მის მიერ ნაჩვენები შედეგები გამო, ტურნირის სიმბოლურ გუნდში დასახელდა.[99]
ფერნანდეშმა ითამაშა ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე, მონაწილეობა მიიღო ყველა შეხვედრაში. მერვედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრები ტურნირს გამოეთიშა.[100] ფერნანდეშს წილად კრიტიკა და უამრავი უარყოფითი შეფასება ხვდა, რაც გამოწვეული იყო იმით რომ ის სანაკრებო დონეზე ისე ვერ თამაშობდა, როგორც საკლუბოზე, და ტურნირის განმავლობაში საგრძნობლად დაიჩრდილა.[101]
2022 წლის 29 მარტს 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში გაიტანა დუბლი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ, რითაც ნაკრები ტურნირზე მოხვდა.[102]
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | წყარო |
1 | 10.11.2017 | პორტუგალია | 3–0 | საუდის არაბეთი | ანგარიში დაარქივებული 2022-07-18 საიტზე Wayback Machine. | ||
2 | 14.11.2017 | პორტუგალია | 1–1 | აშშ | ანგარიში | ||
3 | 23.03.2018 | ეგვიპტე | 1–2 | პორტუგალია | ანგარიში | ||
4 | 26.03.2018 | პორტუგალია | 0–3 | ნიდერლანდები | ანგარიში | ||
5 | 02.06.2018 | ბელგია | 0–0 | პორტუგალია | ანგარიში | ||
6 | 07.06.2018 | პორტუგალია | 3–0 | ალჟირი | ანგარიში | ||
7 | 15.06.2018 | პორტუგალია | 3–3 | ესპანეთი | ანგარიში | ||
8 | 20.06.2018 | პორტუგალია | 1–1 | მაროკო | ანგარიში | ||
9 | 06.09.2018 | პორტუგალია | 1–1 | ხორვატია | ანგარიში | ||
10 | 11.10.2018 | ხოჟუვი |
პოლონეთი | 2–3 | პორტუგალია | უეფა-ს ერთა ლიგა 2018-19 |
ანგარიში |
11 | 14.10.2018 | შოტლანდია | 1–3 | პორტუგალია | ანგარიში | ||
12 | 05.06.2019 | პორტუგალია | 3–1 | შვეიცარია | უეფა-ს ერთა ლიგა 2018-19 (ნახევარფინალი) |
ანგარიში | |
13 | 09.06.2019 | პორტუგალია | 1–0 | ნიდერლანდები | უეფა-ს ერთა ლიგა 2018-19 (ფინალი) |
ანგარიში | |
14 | 07.09.2019 | სერბეთი | 2–4 | პორტუგალია | ევრო 2020-ის შესარჩევი |
ანგარიში | |
15 | 10.09.2019 | ლიეტუვა | 1–5 | პორტუგალია | ევრო 2020-ის შესარჩევი |
ანგარიში | |
16 | 11.10.2019 | პორტუგალია | 3–0 | ლუქსემბურგი | ევრო 2020-ის შესარჩევი |
ანგარიში | |
17 | 14.10.2019 | უკრაინა | 2–1 | პორტუგალია | ევრო 2020-ის შესარჩევი |
ანგარიში | |
18 | 14.10.2019 | პორტუგალია | 6–0 | ლიეტუვა | ევრო 2020-ის შესარჩევი |
ანგარიში | |
19 | 17.11.2019 | ლუქსემბურგი | 0–2 | პორტუგალია | ევრო 2020-ის შესარჩევი |
ანგარიში | |
20 | 05.09.2020 | პორტუგალია | 4–1 | ხორვატია | უეფა-ს ერთა ლიგა 2020-21 |
ანგარიში | |
21 | 08.09.2020 | შვედეთი | 0–2 | პორტუგალია | უეფა-ს ერთა ლიგა 2020-21 |
ანგარიში | |
22 | 11.10.2020 | სენ-დენი |
საფრანგეთი | 0–0 | პორტუგალია | უეფა-ს ერთა ლიგა 2020-21 |
ანგარიში |
23 | 14.10.2020 | პორტუგალია | 3–0 | შვედეთი | უეფა-ს ერთა ლიგა 2020-21 |
ანგარიში | |
24 | 17.11.2020 | ხორვატია | 2–3 | პორტუგალია | უეფა-ს ერთა ლიგა 2020-21 |
ანგარიში | |
25 | 24.03.2021 | პორტუგალია | 1–0 | აზერბაიჯანი | 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
26 | 27.03.2021 | სერბეთი | 2–2 | პორტუგალია | 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
27 | 04.05.2021 | ესპანეთი | 0–0 | პორტუგალია | ანგარიში | ||
28 | 09.06.2021 | პორტუგალია | 4–0 | ისრაელი | ანგარიში | ||
29 | 15.06.2021 | უნგრეთი | 0–3 | პორტუგალია | ანგარიში | ||
30 | 15.06.2021 | პორტუგალია | 2–4 | გერმანია | ანგარიში | ||
31 | 23.06.2021 | პორტუგალია | 2–2 | საფრანგეთი | ანგარიში | ||
32 | 23.06.2021 | ბელგია | 1–0 | პორტუგალია | ანგარიში | ||
33 | 01.09.2021 | პორტუგალია | 2–1 | ირლანდია | 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
34 | 04.09.2021 | კატარი | 1–3 | პორტუგალია | ანგარიში | ||
35 | 07.09.2021 | აზერბაიჯანი | 0–3 | პორტუგალია | 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
36 | 09.10.2021 | პორტუგალია | 3–0 | კატარი | ანგარიში | ||
37 | 12.10.2021 | პორტუგალია | 5–0 | ლუქსემბურგი | 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
38 | 11.11.2021 | ირლანდია | 0–0 | პორტუგალია | 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
39 | 14.11.2021 | პორტუგალია | 1–2 | სერბეთი | 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
40 | 24.03.2022 | პორტუგალია | 3–1 | თურქეთი | 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
41 | 24.03.2022 | პორტუგალია | 3–1 | თურქეთი | 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
42 | 29.03.2022 | პორტუგალია | 2–0 | ჩრდ. მაკედონია | 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
43 | 02.06.2022 | ესპანეთი | 1–1 | პორტუგალია | უეფა-ს ერთა ლიგა 2022-23 |
ანგარიში | |
44 | 05.06.2022 | პორტუგალია | 4–0 | შვეიცარია | უეფა-ს ერთა ლიგა 2022-23 |
ანგარიში | |
45 | 09.06.2022 | პორტუგალია | 2–0 | ჩეხეთი | უეფა-ს ერთა ლიგა 2022-23 |
ანგარიში | |
46 | 12.06.2022 | ლანსი |
შვეიცარია | 1–0 | პორტუგალია | უეფა-ს ერთა ლიგა 2022-23 |
ანგარიში |
47 | 24.09.2022 | პრაღა |
ჩეხეთი | 0–4 | პორტუგალია | უეფა-ს ერთა ლიგა 2022-23 |
ანგარიში |
48 | 24.09.2022 | ბრაგა |
პორტუგალია | 0–1 | ესპანეთი | უეფა-ს ერთა ლიგა 2022-23 |
ანგარიში |
49 | 17.11.2022 | ლისაბონი |
პორტუგალია | 4–0 | ნიგერია | ამხანაგური |
ანგარიში |
50 | 24.11.2022 | პორტუგალია | 3–2 | განა | ანგარიში | ||
51 | 28.11.2022 | ლუსაილი |
პორტუგალია | 2–0 | ურუგვაი | ანგარიში | |
52 | 06.12.2022 | ლუსაილი |
პორტუგალია | 6–1 | შვეიცარია | ანგარიში | |
53 | 10.12.2022 | მაროკო | 1–0 | პორტუგალია | ანგარიში | ||
54 | 23.03.2023 | პორტუგალია | 4–0 | ლიხტენშტაინი | ევრო 2024-ის შესარჩევი |
ანგარიში | |
55 | 26.03.2023 | ლუქსემბურგი | 0–6 | პორტუგალია | ევრო 2024-ის შესარჩევი |
ანგარიში | |
56 | 17.06.2023 | პორტუგალია | 3–0 | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ევრო 2024-ის შესარჩევი |
ანგარიში | |
57 | 20.06.2023 | ისლანდია | 0–1 | პორტუგალია | ევრო 2024-ის შესარჩევი |
ანგარიში | |
58 | 08.09.2023 | სლოვაკეთი | 0–1 | პორტუგალია | ევრო 2024-ის შესარჩევი |
ანგარიში | |
შეჯიბრი | მატჩი | გოლი |
---|---|---|
ამხანაგური | 12 | 4 |
შესარჩევები | 15 | 4 |
ევროპის ჩემპიონატი | 4 | 0 |
მსოფლიო ჩემპიონატი | 2 | 0 |
ერთა ლიგა | 13 | 0 |
ჯამი | 46 | 8 |
ფერნანდეშის სპონსორია კომპანია Nike. ის მოედანზე სწორედ ამ კომპანიის ბუცებით, „Nike Mercurial Vapor“-ით თამაშობს.[103]
18 წლის ასაკში როდესაც ფერნანდესი ნოვარაში გადავიდა, მასთან ჩავიდა მისი ბავშვობის შეყვარებული ანა პინიო, რომელზეც 2015 წელს იქორწინა.[104] წყვილს ჰყავს ქალიშვილი სახელად მატილდე (დ. 30 იანვარი, 2017) და ვაჟი გონსალო (დ. 6 სექტემბერი, 2020).[105] ბრუნუს ორივე მკლავზე აქვს ტატუ რომელზეც „8“-იანია დატანილი. ერთის მხრივ ეს არის დაბადების თარიღი, ხოლო მეორეს მხრივ მან ამით პატივი მიაგო მამას, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო, და ამ ნომრით გამოდიოდა. ტატუზე ასო „F“ მისი გვარის სიმბოლოა ხოლო „23“ მისი სათამაშო ნომერი და ასაკი პორტუგალიის ნაკრებში დებიუტის მომენტში.[106]
ფერნანდეში პოლიგლოტია, გარდა მშობლიური პორტუგალიურისა, თავისუფლად ფლობს ესპანურ, ინგლისურ და იტალიურ ენებს. აგრეთვე საუბრობს ფრანგულად.[107]
ბრუნუს დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს რაფინია დიაშ ბელოისთან, რომელსაც ჯერ კიდევ მანამდე იცნობდა, ვიდრე „სპორტინგში“ თანაგუნდელები გახდებოდნენ.[108] რაფინიას განცხადებით ფერნანდეშმა დიდი წვლილი შეიტანა მისი საფეხბურთო კარიერის განვითარებაში და უდიდესი დახმარება გაუწია.[108] „ლიდზ იუნაიტედში“ გადასვლამდე რაფინიას ფერნანდეშმა უთხრა რომ „მისი სტილი პრემიერ ლიგას მოერგებოდა“.[108] ფერნანდეში ასევე მეგობრობს „მანჩესტერელ“ თანაგუნდელბთან, მარკუს რაშფორდთან, დონი ვან დე ბეეკთან, ფრედთან და ალექს ტელესთან. ბრუნუ ასევე მეგობრობს ყოფილ თანაგუნდელ ანტონიო დი ნატალესთან რომელთან ერთადაც წარსულში „უდინეზეში“ თამაშობდა.[109] [110] ფერნანდეში აგრეთვე აქტიურად უყურებს ჩოგბურთს, და როჯერ ფედერერის ქომაგია.[111]
კლუბი | სეზონი | ლიგა | ეროვნული თასი[georgian 1] | ლიგის თასი[georgian 2] | ევროპა | სხვა | ჯამი | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზიონი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
ნოვარა | 2012–13[112] | სერია B | 23 | 4 | 0 | 0 | — | — | — | 23 | 4 | |||
უდინეზე | 2013–14[112] | სერია A | 24 | 4 | 4 | 0 | — | 0 | 0 | — | 28 | 4 | ||
2014–15[112] | სერია A | 31 | 3 | 3 | 1 | — | — | — | 34 | 4 | ||||
2015–16[112] | სერია A | 31 | 3 | 2 | 0 | — | — | — | 33 | 3 | ||||
ჯამი | 86 | 10 | 9 | 1 | — | 0 | 0 | — | 95 | 11 | ||||
სამპდორია | 2016–17[112] | სერია A | 33 | 5 | 2 | 0 | — | — | — | 35 | 5 | |||
სპორტინგი | 2017–18[113] | პრიმეირა ლიგა | 33 | 11 | 5 | 1 | 4 | 0 | 14[georgian 3] | 4 | — | 56 | 16 | |
2018–19[113] | პრიმეირა ლიგა | 33 | 20 | 7 | 7 | 5 | 3 | 8[georgian 4] | 3 | — | 53 | 33 | ||
2019–20[113] | პრიმეირა ლიგა | 17 | 8 | 1 | 0 | 4 | 2 | 5[georgian 4] | 5 | 1[georgian 5] | 0 | 28 | 15 | |
ჯამი | 83 | 39 | 13 | 8 | 13 | 5 | 27 | 12 | 1 | 0 | 137 | 64 | ||
მანჩესტერ იუანაიტედი | 2019–20[114] | პრემიერ ლიგა | 14 | 8 | 3 | 1 | — | 5[georgian 4] | 3 | — | 22 | 12 | ||
2020–21[115] | პრემიერ ლიგა | 37 | 18 | 3 | 1 | 3 | 0 | 15[georgian 6] | 9 | — | 58 | 28 | ||
2021–22[116] | პრემიერ ლიგა | 36 | 10 | 2 | 0 | 1 | 0 | 7[georgian 7] | 0 | — | 46 | 10 | ||
ჯამი | 87 | 36 | 8 | 2 | 4 | 0 | 27 | 12 | — | 126 | 50 | |||
კარიერა | 312 | 94 | 32 | 11 | 17 | 5 | 54 | 24 | 1 | 0 | 416 | 134 |
ნაკრები | წელი | თამაში | გოლი |
---|---|---|---|
პორტუგალია | 2017 | 2 | 0 |
2018 | 9 | 1 | |
2019 | 8 | 1 | |
2020 | 6 | 0 | |
2021 | 15 | 4 | |
2022 | 6 | 2 | |
ჯამი | 46 | 8 |
No. | თარიღი | ადგილი | მეტოქე | ანგარიში | საბოლოო შედეგი | ტურნირი |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 7 ივნისი 2018 | ესტადიო და ლუზი, ლისაბონი, პორტუგალია | ალჟირი | 2–0 | 3–0 | ამხანაგური მატჩი |
2 | 17 ნოემბერი 2019 | სტად ჟოზი ბართელი, ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი | ლუქსემბურგი | 1–0 | 2–0 | ევრო 2020-ის შესარჩევი |
3 | 9 ივნისი 2021 | ესტადიო ჟოზე ალვალადე, ლისაბონი, პორტუგალია | ისრაელი | 1–0 | 4–0 | ამხანაგური მატჩი |
4 | 4–0 | |||||
5 | 4 სექტემბერი 2021 | ნაგიერდეი, დებრეცენი, უნგრეთი | კატარი | 3–1 | 3–1 | ამხანაგური მატჩი |
6 | 12 ოქტომბერი 2021 | ესტადიო ალგარვე, ფარუ, პორტუგალია | ლუქსემბურგი | 3–0 | 5–0 | 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი |
7 | 29 მარტი 2022 | ესტადიო და დრაგანი, პორტუ, პორტუგალია | ჩრდ. მაკედონია | 1–0 | 2–0 | 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი |
8 | 2–0 |
სპორტინგი
მანჩესტერ იუნაიტედი
პორტუგალია
ინდივიდუალური
პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.