კოზიმა ვაგნერი
From Wikipedia, the free encyclopedia
კოზიმა ვაგნერი (გერმ. Cosima Wagner; დაბადებისა: ფრანჩესკა გაეტანა კოზიმა ლისტი; დ. 24 დეკემბერი, 1837, ბელაჯიო, ლომბარდო-ვენეციის სამეფო — გ. 1 აპრილი, 1930, ბაიროითი, ბავარია, ვაიმარის რესპუბლიკა) — გერმანელი კომპოზიტორის, რიხარდ ვაგნერის მეორე ცოლი და მუზა, ბაიროითის ფესტივალის თანადამფუძნებელი და მრავალწლიანი ხელმძღვანელი.
კოზიმა ვაგნერი | |
---|---|
გერმ. Cosima Wagner | |
დაბადების თარიღი | 24 დეკემბერი, 1837(1837-12-24)[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | ბელაჯო, ლომბარდო-ვენეციის სამეფო, ავსტრიის იმპერია[5] |
გარდაცვალების თარიღი | 1 აპრილი, 1930(1930-04-01)[2] [6] [3] [4] [5] (92 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაიროითი, ვაიმარის რესპუბლიკა[1] [5] |
დასაფლავებულია | Wahnfried |
საქმიანობა | კომპოზიტორი, მწერალი და რეჟისორი |
მოქალაქეობა | გერმანიის იმპერია |
მეუღლე | რიხარდ ვაგნერი[7] და ჰანს ფონ ბიულოვი[8] [7] |
შვილ(ებ)ი | ზიგფრიდ ვაგნერი, იზოლდა ვაგნერი, ევა ფონ ბიულოვი[7] , დანიელა ფონ ბიულოვი და ბლანდინ გრავინა |
კოზიმა უნგრელი კომპოზიტორისა და პიანისტის ფერენც ლისტის ასული იყო. 1857 წელს, იგი ცოლად გაჰყვა დირიჟორ ჰანს ფონ ბიულოვს, რომლისგანაც ორი შვილი ეყოლა. 1863 წელს, კოზიმასა და ვაგნერის რომანი იწყება, 1870 წელს კი ისინი დაქორწინდნენ. რიხარდ ვაგნერთან ერთად დააფუძნა ბაიროითის ფესტივალი, სადაც ვაგნერის ოპერები კომპოზიტორის ჩანაფიქრის მიხედვით იდგმებოდა. ვაგნერის სიკვდილის შემდგომ, 1883 წელს, კოზიმა ჩაუდგა სათავეში ბაიროითის ფესტივალს და ცხოვრება მის შენარჩუნებასა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის განთქმას მიუძღვნა.
კოზიმა ვაგნერი დარწმუნებული იყო, რომ აუცილებელია კომპოზიტორის მთავარი ჩანაფიქრის შენარჩუნება და ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარ თეატრალურ ინოვაციას. ამავე შეხედულებას იზიარებდნენ მისი მემკვიდრენიც, მას შემდეგ, რაც კოზიმამ 1907 წელს ფესტივალის ხელმძღვანელობიდან გადადგა. ამის გამო და იმის გამოც, რომ კოზიმა იზიარებდა თავისი მეუღლის ნაციონალისტურ და ანტისემიტურ შეხედულებებს, მისი მემკვიდრეობა იწვევს არაერთგვაროვან შეფასებებს.