მიანმარი
From Wikipedia, the free encyclopedia
მიანმარის კავშირის რესპუბლიკა[1] (ბირმ. ပြည်ထောင်စု သမ္မတ မြန်မာနိုင်ငံတော်, აგრეთვე ბირმის კავშირი) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ბანგლადეში და ინდოეთი, ჩრდილოეთიდან – ჩინეთი, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – ლაოსი და ტაილანდი, ხოლო სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან – ანდამანის ზღვა და ბენგალის ყურე. მიანმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდესი ქვეყანაა. მისი ფარობი 676,678 კმ²-ია. 2017 წლის მონაცემებით, მიანმარის მცხოვრებთა რიცხვი დაახლოებით 54 მილიონია.[2] ქვეყნის დედაქალაქია ნაიფიიდო, ხოლო უდიდესი ქალაქია – იანგონი.[3] 1997 წლიდან მიანმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრია.
მიანმარის კავშირის რესპუბლიკა ပြည်ထောင်စု သမ္မတ မြန်မာနိုင်ငံတော် მიანმარი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: Kaba Ma Kyei |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | ნაიფიიდო 19°45′ ჩ. გ. 96°06′ ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | იანგონი | |||||
ოფიციალური ენა | ბირმული | |||||
მთავრობა | უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა სამხედრო ხუნტის კონტროლქვეშ | |||||
- | სახელმწიფოს მეთაური | მინ აუნ ჰლაინი | ||||
- | პრეზიდენტი | მიინ შვე | ||||
- | პირველი ვიცე-პრეზიდენტი | მიინ შვე | ||||
- | მეორე ვიცე-პრეზიდენტი | ჰენრი ვან ტჰიო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 676 578 კმ2 (მე-40) | ||||
- | წყალი (%) | 3,06 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005-2006 შეფასებით | 55 400 000 (24-ე) | ||||
- | 1983 აღწერა | 33 234 000 | ||||
- | სიმჭიდროვე | 75 კაცი/კმ2 (119-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $93.77 მილიარდი (59-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $1691 (150-ე) | ||||
აგი (2007) | 0.583 (საშუალო) (132-ე) | |||||
ვალუტა | კიატი (K) (mmK ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+06:30 | |||||
ქვეყნის კოდი | MMR | |||||
Internet TLD | .mm | |||||
სატელეფონო კოდი | 95 |
მიანმარმა დამოუკიდებლობა 1948 წელს მოიპოვა. 1962 წლის გადატრიალების შემდეგ, ქვეყანაში ბირმის სოციალისტური პარტიის სამხედრო დიქტატურა დამყარდა.
დამოუკიდებლოს მოპოვების შემდეგ, მიანმარში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის მუდმივად დაძაბულობა სუფევდა, რაც ხშირად დაპირისპირებაში იზრდებოდა. ამ ფაქტმა მიანმარის სამოქალაქო ომს დაუდო საფუძველი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სამოქალაქო ომია. ომის მანძილზე, გაერო და სხვა ორგანიზაციები ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე სისტემატურად აკეთებდნენ განცხადებებს.[4] 1988 წელს მიანმარში სამხედრო გადატრიალების შედეგად მშვიდობისა და განვითარების სახელმწიფო საბჭოს მმართველობა დამყარდა, რომელიც 2010 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, 2011 წელს დასრულდა. ამ პერიოდიდან ქვეყანაში გაუმჯობესდა ადამიანის უფლებათა დაცვა, საერთაშორისო ურთიერთობები და შემსუბუქდა ეკონომიკური სანქციები,[5] თუმცა სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების აღმოფხვრას მთავრობა კვლავ ვერ ახერხებდა, რომლის ძალადობრივი ქმედებებიც ხშირად საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი ხდებოდა.[6] 2015 წლის საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება აუნ სან სუ ჩის პარტიამ, დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ მოიპოვა, თუმცა ქვეყანაში სამხედრო ძალები კვლავ დიდ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობენ.
მიანმარი აღმოსავლეთ აზიის სამიტის, მიუმხრობლობის მოძრაობის და BIMSTEC-ის წევრია.
მიანმარი მდიდარია ძვირფასი თვლებით, ნავთობით, ბუნებრივი აირითა და სხვა მინერალური რესურსებით. ქვეყანა ასევე განახლებადი ენერგეტიკული რესურსების სიმდიდრით გამოირჩევა. დიდი მეკონგის სუბრეგიონის ქვეყნებს შორის მიანმარში მზის ენერგიის პოტენციალი ყველაზე მაღალია.[7]
2013 წლის მონაცემებით, მიანმარის მშპ 56.7 მილიარდი, ხოლო მშპ მსყიდველობითი უნარის პარიტეტთან მიმართებით 221.5 მილიარდი ამერიკული დოლარია.[8] 2016 წლის მონაცემებით, ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით მიანმარი მსოფლიოს 188 ქვეყანას შორის 145-ე ადგილზე დგას.[9]