უიღურები
ხალხი / From Wikipedia, the free encyclopedia
უიღურები (უიღ. ئۇيغۇر; [6] ჩინ.: 维) — ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსი. დღეისთვის უიღურების უმეტესობა ცხოვრობს ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში. უიღურების დაახლოებით 80%-ცხოვრობს სინძიანის სამხრეთ ნაწილში - ტარიმის დაბლობში.[7] უიღურები ჩინეთში სიძიანის გარდა ცხოვრობენ ტაოიანში, სამხრეთ-ცენტრალურ ხუნანიში.[8] ჩინეთის გარდა უიღურები ასევე ცხოვრობენ: ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში. ასევე მცირე დიასპორებია: ავღანეთში, პაკისტანში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, რუსეთში, აშშ-სა და თურქეთში.[9]უიღურების რელიგიაა ისლამი, რომელმაც XIV-XVII საუკუნეებში განდევნა ქრისტიანობა, ამანიქეველობა, შამანიზმი და ბუდიზმი.
სწრაფი ფაქტები უიღურები ئۇيغۇر, საერთო მოსახლეობა ...
უიღურები ئۇيغۇر | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
11 000 000 (დაახ.) | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ჩინეთი (სინძიანი) | 10 019 758[1] |
ყაზახეთი | 223 100[2] |
უზბეკეთი | 55 220 |
ყირგიზეთი | 49 000[3] |
თურქეთი | 19 300 |
რუსეთი | 3 696[4] |
უკრაინა | 197[5] |
ენები | უიღურული |
რელიგიები | სუნიზმი |
დახურვა