ინდიუმი[1][2] (ლათ.Indium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემისმეხუთე პერიოდის, მეცამეტე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მესამე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, IIIა) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია 49, ატომური მასა — 114.82, tდნ — 156.59 °C, tდუღ — 2072 °C, სიმკვრივე — 7.31 გ/სმ3. თეთრი მბზინავი რბილი ლითონი. ბუნებრივი ინდიუმი შედგება ერთი სტაბილური (4.28%) და ერთი სუსტად რადიოაქტიური (95.7%) იზოტოპებისგან. 1863 წელს აღმოაჩინეს გერმანელმა მეცნიერებმა ფ. რაიხმა და ტ. რიხტერმა. მიეკუთვნება მსუბუქი ლითონების ჯგუფს. თავისი ქიმიური თვისებებით ახლოსაა ალუმინთან და გალიუმთან, შესახედაობით ჰგავს თუთიას.
ინდიუმი
49In
114.82
4d10 5s2 5p1
სწრაფი ფაქტები ზოგადი თვისებები, მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა ...