სტიბიუმი[1][2] (ლათ.Stibium; ქიმიური სიმბოლო — ), ანტიმონი (ლათ.Antimoine) — ელემენტთა პერიოდული სისტემისმეხუთე პერიოდის, მეთხუთმეტე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეხუთე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, Vა) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია 51, ატომური მასა — 121.76, tდნ — 630.63 °C, tდუღ — 1635 °C, სიმკვრივე — 6.697 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი. ბუნებრივი სტიბიუმი შედგება ორი სტაბილური იზოტოპისაგან (57.2%) და (42.8%). ხელოვნურად მიღებულ იზოტოპებს შორის მნიშვნელოვანია , და . 1789 წელს ა. ლავიაზიემ შეიტანა ქიმიურ ელემენტთა სიაში „ანტიმონიეს“ (ლათ.antimonie) სახელით. არსებობს სტიბიუმის ოთხი ლითონური ალოტროპიული მოდიფიკაცია, რომლებიც სხვადასხვა წნევის პირობებში არსებობენ, და სამი ამორფული მოდიფიკაცია (ფეთქებადი, შავი და ყვითელი სტიბიუმი).
სტიბიუმი
51Sb
121.76
4d10 5s2 5p3
სწრაფი ფაქტები ზოგადი თვისებები, მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა ...