ჰადისი (არაბ. حديث; მრ.რ. არაბ. أحاديث; აჰადის, ამბავი) — გადმოცემა მუჰამმადის შესახებ, რომელიც აღწერს მის რაიმე საქციელს ან გამონათქვამს. ამ მხრივ ჰადისები ჯგუფდება შემდეგნაირად – გამონათქვამი (არაბ. قول; ყაულ), ქმედება (არაბ. فعل; ფი'ლ), მოწონება (არაბ. تقرير; თაყრირ) და გარეგნობა (არაბ. صفة სიფათ). ჰადისებს ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობები სხვადასხვა კრებულებიდან იღებენ, თუმცა მათი მნიშვნელობა ყველა ისლამურ მიმდინარეობაში დიდია, გარდა ყურანისტების სექტისა. ამ სექტის წევრები ჰადისებს მთლიანად უარყოფენ, ან აღიარებენ ზოგიერთ ჰადისს, რომელიც მათ აზრს ეთანხმება.[1]