აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები
From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები (აზერ. Azərbaycan Silahlı Qüvvələri) — აღდგა 1991 წლის 9 ოქტომბრიის შეიარაღებული ძალების შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონის შესაბამისად.[5] თავდაპირველად, 1918 წლის 26 ივნისს აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაიწყო საკუთარი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება. თუმცა მალევე დაიშალა, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირშმა 1920 წლის 28 აპრილს მოახდინა ადრ-ის ოკუპაცია და ჩამოაყალიბა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. თანამედროვე ძალები, სსრკ-ის დაშლის შემდეგ ჩამოაყალიბდა და თავდაპირველად იყენებდა აზერბაიჯანულ მიწაზე დარჩენილ საბჭოთა ბაზებსა და აღჭურვილობას.
შეიარაღებული ძალები სამი შტოსგან შედგება: აზერბაიჯანის სახმელეთო ძალები, აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალები და აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო ძალები.[6] დამატებითი ძალები მოიცავს აზერბაიჯანის ეროვნულ გვარდიას, აზერბაიჯანის შინაგან ჯარებს და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს, რომლებიც შეიძლება გარკვეულ გარემოებებში იყოს გამოყენილი სახელმწიფო დაცვის მიზნით.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 2009 წლისთვის აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯებმა 2,46 მილიარდი დოლარი შეადგინა,[7] თუმცა SIPRI-ის მონაცემებით, 2009 წელს მხოლოდ 1.473 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.[8] IISS ასევე ვარაუდობს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი 2009 წელს $1.5 მილიარდი შეადგინა.[2] აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის სამინისტრო ახორციელებს სამხედრო ტექნიკის სტრუქტურირებას, წარმოებას, რეგულირებას და შენახვას. მომავალში აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ დაიწყებს ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორების, სამხედრო თვითმფრინავების და სამხედრო ვერტმფრენების წარმოებას.[9][10]
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრია — გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, რომელმაც ამ თანამდებობაზე შეცვალა საფარ აბიევი.