From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიციუმი[1][2] (ლათ. Americium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება აქტინოიდების ოჯახს. მისი ატომური ნომერია — 95, tდნ — 1176 °C, tდუღ — 2607 °C, სიმკვრივე — 12 გ/სმ3. მოვერცხლისფრო ლითონი. არ გააჩნია სტაბილური იზოტოპები. 1944-1945 წლებში ამერიციუმი მიიღეს ამერიკელმა მეცნიერებმა გ. სიბორგმა, რ. ჯეიმსმა, ლ. მორგანმა და ა. გიორსომ ნეიტრონებით პლუტონიუმის დასხივების შედეგად. ცნობილია ამერიციუმის იზოტოპები, როელთა მასური რიცხვებია 237-246. ყველაზე სიცოცხლისუნარიანია იზოტოპს (T1/2=7350 წ). ამერიციუმის მეორე იზოტოპი იზოტოპს (α=აქტიური, T1/2=432.2 წ) ატომურ რეაქტორში შუალედური პროდუქტის სახით წარმოიქმნება -გან. საკუთარი ალფა-გამოსხივების გამო ამერიციუმი და მისი მყარი ნაერთები სიბნელეში ანათებენ. ნაერთებში ამერიციუმი ამჟღავნებს 3-დან 6-მდე ვალენტობას.ამერიციუმი ხსნარებში ძირითადად სამვალენტოვანია, მისი ოთხვალენტოვანი ნაერთებიდან ცნობილია სამი ნაერთი (, და ). ცნობილია აგრეთვე ამერიციუმის ხუთ-და ექვსვალენტოვანი ნაერთები. ბერილიუმისა და -ის ნარევი ნეიტრონების მიღების წყაროა.
ამერიციუმი |
95Am |
[243] |
5f7 7s2 |
ზოგადი თვისებები | |||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა | მოვერცხლისფრო ლითონი | ||||||||||||||||||||||||||||
მასური რიცხვი | 243 | ||||||||||||||||||||||||||||
ამერიციუმი პერიოდულ სისტემაში | |||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||
ატომური ნომერი (Z) | 95 | ||||||||||||||||||||||||||||
პერიოდი | 7 პერიოდი | ||||||||||||||||||||||||||||
ბლოკი | f-ბლოკი | ||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონული კონფიგურაცია | [Rn] 5f7 7s2 | ||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონი გარსზე | 2, 8, 18, 32, 25, 8, 2 | ||||||||||||||||||||||||||||
ელემენტის ატომის სქემა | |||||||||||||||||||||||||||||
ფიზიკური თვისებები | |||||||||||||||||||||||||||||
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | ||||||||||||||||||||||||||||
დნობის ტემპერატურა |
1176 °C (1449 K, 2149 °F) | ||||||||||||||||||||||||||||
დუღილის ტემპერატურა |
2607 °C (2880 K, 4725 °F) | ||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ო.ტ.) | 12 გ/სმ3 | ||||||||||||||||||||||||||||
დნობის კუთ. სითბო | 14.39 კჯ/მოლი | ||||||||||||||||||||||||||||
მოლური თბოტევადობა | 28 ჯ/(მოლი·K) | ||||||||||||||||||||||||||||
ნაჯერი ორთქლის წნევა
| |||||||||||||||||||||||||||||
ატომის თვისებები | |||||||||||||||||||||||||||||
ჟანგვის ხარისხი | +2, +3, +4, +5, +6, +7 | ||||||||||||||||||||||||||||
ელექტროდული პოტენციალი |
Am←Am4+ −0.90 ვ Am←Am3+ −2.07 ვ | ||||||||||||||||||||||||||||
ელექტროუარყოფითობა | პოლინგის სკალა: 1.3 | ||||||||||||||||||||||||||||
იონიზაციის ენერგია |
| ||||||||||||||||||||||||||||
ატომის რადიუსი | ემპირიული: 173 პმ | ||||||||||||||||||||||||||||
კოვალენტური რადიუსი (rcov) | 180±6 პმ | ||||||||||||||||||||||||||||
იონური რადიუსი (rion) |
(+4e) 92 (+3e) 107 პმ | ||||||||||||||||||||||||||||
მოლური მოცულობა | 20.8 სმ3/მოლი | ||||||||||||||||||||||||||||
ამერიციუმის სპექტრალური ზოლები | |||||||||||||||||||||||||||||
სხვა თვისებები | |||||||||||||||||||||||||||||
ბუნებაში გვხვდება | სინთეზირების შედეგად | ||||||||||||||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | ჰექსაგონალური | ||||||||||||||||||||||||||||
მესრის პერიოდი | 11.24 Å | ||||||||||||||||||||||||||||
ხვედრითი თბოტევადობა | 25.85 ჯ/(K·მოლ) | ||||||||||||||||||||||||||||
თბოგამტარობა | 10 ვტ/(მ·K) | ||||||||||||||||||||||||||||
მაგნეტიზმი | პარამაგნეტიკი | ||||||||||||||||||||||||||||
მაგნიტური ამთვისებლობა | 000.0×10−6 +1 სმ3/მოლ | ||||||||||||||||||||||||||||
CAS ნომერი | 7440-35-9 | ||||||||||||||||||||||||||||
ისტორია | |||||||||||||||||||||||||||||
სახელწოდება მომდინარეობს | ქვეყნის ნაწილის „ამერიკის“ სახელის მიხედვით | ||||||||||||||||||||||||||||
აღმომჩენია | გ. სიბორგი, რ. ჯეიმსი, ლ. მორგანი და ა. გიორსო (1944) | ||||||||||||||||||||||||||||
ამერიციუმის მთავარი იზოტოპები | |||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||
• |
ელემენტი მიღებულ იქნა ხელოვნურად 1944 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეტალურგიულ ლაბორატორიაში გლენ სიბორგის თანამშრომლების მიერ.
ამერიციუმი — მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის, წელვადი და ჭედადი ლითონია. ანათებს სიბნელეში საკუთარი α-გამოსხივების გამო. ყველაზე უფრო ის ჰგავს იშვიათმიწა ლითონების ოჯახის ლითონებს. აქვს ორი ალოტროპიული ფორმა. დაბალ ტემპერატურულ ფორმაში (სიმკვრივე 13,67 გრ/სმ3) აქვს ორმაგი მჭიდროდ შეკრული ჰექსაგონალური სტრუქტურა, რომელიც 1074 °C გარდაიქმნება წახნაგცენტრირებულ კუბურში. დნობის ტემპერატურაა — 1175 °C. დუღილის ტემპერატურა — 2607°С.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.