ნეპტუნიუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ნეპტუნიუმი[1][2] (ლათ. Neptunium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება აქტინოიდების ოჯახს. მისი ატომური ნომერია — 93. tდნ — 639±3 °C, tდუღ — 4174 °C, სიმკვრივე — 20.45 გ/სმ3. ვერცხლისებრი ბზინვარების რბილი ლითონი. 1940 წელს აღმოაჩინეს ამერიკელმა მეცნიერებმა ე. მაკმილანმა და ფ. ეიბლსონმა. 1973 წლისათვის მიღებული იყო ნეპტუნიუმის 15 იზოტოპი. ყველაზე მდგრადია (T1/2=×106 წ). ნეპტუნიუმი ქიმიური თვისებებით ემსგავსება 2.144ურანსა და პლუტონიუმს. ნაერთებში მისი ჟანგვის ხარისხი+2-დან +7-მდეა. ხსნარებში წარმოქმნის , , (ყველაზე მდგრადი), და იონებს. ნეპტუნიუმი ბუნებაში აღმოჩენილია უმნიშვნელო რაოდენობით. ღებულობენ ხელოვნურად. ნეპტუნიუმს (განსაკუთრებით β-რადიოაქტიურ იზოტოპს ) ძირითადად იყენებენ სამედიცინო კვლევისათვის.
ნეპტუნიუმი |
93Np |
[237] |
5f4 6d1 7s2 |
Remove ads
ისტორია
ატომის ბირთვის დაშლის თეორიის მიღებამდე, რომელმაც დაასაბუთა სინთეზირებული ხოლო მოგვიანებით რეალურად ასეთი ელემენტის არსებობა, სამჯერ იქნა განცხადებული 93-ე ელემენტის აღმოჩენა რომელიც აღმოჩნდა შეცდომა: აუსონიუმი (Ausonium) იტალიაში (ენრიკო ფერმი) და ბოჰემიუმი (Bohemium) ჩეხოსლოვაკიაში 1934 წ. და სექვანიუმი (Sequanium) რუმინეთში 1939 წ.
ნეპტუნიუმი პირველად მიღებულ იქნა ედვინ მატისონ მაკმილანის და ფილიპ ჰაუგე აბელსონის მიერ 1940 წელს.
სინთეზის რეაქცია: 238U(n,γ)239U(β−)239Np.
Remove ads
სახელწოდების წარმომავლობა
ნეპტუნიუმის სახელი მოდის პლანეტა ნეპტუნის სახელწოდებიდან.
ბუნებაში
ნეპტუნიუმის ბუნებრივ წყაროებს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ააქვს. ნეპტუნიუმს მიიღებენ ურანის დიდი ხნით დასხივების პროდუქტებიდან ბირთვულ რეაქტორებში როგორც პლუტონიუმის მიღების თანაური პროდუქტი.
მიღება
ნეპტუნიუმს იღებენ ნეპტუნიუმის ფტორიდის აღდგენით ბარიუმის ორთქლით 1600 К ტემპერატურაზე:
Remove ads
თვისებები
ელემენტარული ნეპტუნიუმი — ჭედადი, შედარებით რბილი ლითონია მოვერცხლისფრო ბზინვარებით.
ნაერთებში ავლენს +2-დან +7-მდე ჟანგვის ხარისხს. ხსნარებში ნეპტუნიუმი წარმოქმნის იონებს Np3+, Np4+, NpO2+, NpO22+ და NpO53−.
ნეპტუნიუმის იონებს აქვთ მიდრეკილებაჰიდროლიზისაკენ და კომპლექსწარმოქმნისკენ.
იზოტოპები
ნეპტუნიუმის ზოგიერთი იზოტოპის რადიოაქტიური თვისებები:
Remove ads
გამოყენება
გამოიყენება პლუტონიუმის მისაღებად.
ფიზიოლოგიური ქმედება
რადიოაქტიური დაშლისას ნეპტუნიუმი უშვებს მაღალენერგეტიკულ α-ნაწილაკებს და საშუალო ენერგიის β-ნაწილაკებს. ნეპტუნიუმის ფიზიოლოგიური ქმედება დამოკიდებულია მის ვალენტურ მდგომარეობაზე და ორგანიზმში მოხვედრის გზაზე. ნეპტუნიუმის 60—80 % გროვდება ძვლებში, ხოლო ნეპტუნიუმის ორგანიზმიდან რადიობიოლოგიური ნახევრადგამოყვანის პერიოდი შეადგენს 200 წელს. ეს იწვევს ძვლოვანი ქსოვილის სერიოზულ რადიაციულ დაზიანებას.
ნეპტუნიუმის რადიოაქტიურობა უფრო დაბალია ვიდრე პლუტონიუმისა, ნაკლები კუთრი აქტივობის გამო.
ორგანიზმში ნეპტუნიუმის იზოტოპების ზღვრული დასაშვები რაოდენობაა: 237Np — 0,06 მკკიური (100 მკგ), 238Np, 239Np — 25 მკკიური (10−4 მკგ).
237Np-სათვის ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია სამუშაო შენობების ჰაერში არის 2,6×10−3 ბკ/მ³.
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads