ფერმიუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ფერმიუმი[1][2] (ლათ. Fermium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება აქტინოიდების ოჯახს. მისი ატომური ნომერია — 100, tდნ — 1527 °C, სიმკვრივე — 9.7 გ/სმ3. სტაბილური იზოტოპები არ გააჩნია. ცნობილია ფერმიუმის 15-ზე მეტი იზოტოპი, რომელთა მასური რიცხვები 244-დან 258-მდე. 1953 წელს ფერმიუმი პირველად იდენტიფიცირებულია ა. გიორსოსა და სხვათა მიერ (T1/2=20.07 სთ) იზოტოპის სახით.
ფერმიუმი |
100Fm |
[257] |
5f12 7s2 |
Remove ads
ისტორია
პირველად ფერმიუმი მიიღეს 1952 წლის ბოლოს ამერიკელი ალბერტი გიორსოსა და სხვა მეცნიერების მიერ ლოს-ალამოსის ლაბორატორიაში იზოტოპ 255Fm სახით რომლის ნახევარდაშლის პერიოდია Т1/2 = 20,1 სთ , რომელიც იყო პირველი თერმობირთვული აფეთქების შემდეგ არსებულ მტვერში, რომელიც აშშ-მა ატოლ ენივეტოკზე მოახდინა 1952 წლის 1 ნოემბერს. აღმოჩენილი იზოტოპი — ეს არის პროდუქტი 238U-ის ბირთვის მიერ 17 ნეიტრონის თანმიმდევრობით მიტაცებისა და რვა β−-დაშლის შედეგად, რომლებიც ნეიტრონებს გარდაქმნის პროტონებად და ზრდის ნუკლიდის ატომურ ნომერს.
Remove ads
სახელწოდების წარმოშობა
სახელი ეწოდა იტალო-ამერიკელი ფიზიკოსის ენრიკო ფერმის პატივსაცემად.
მიღება
ფერმიუმს მიიღებენ თორიუმის, ურანის ან პლუტონიუმის მიზნის ციკლოტრონში ნეონის, ჟანგბადის ან ნახშირბადის იონების მეშვეობით დასხივების შედეგად. ფერმიუმის მიღების მეორე მეთოდს წარმოადგენს ბირთვულ რეაქტორში პლუტონიუმის, კიურიუმის ან კალიფორნიუმის იზოტოპების ნარევის ნეიტრონებით დასხივების მეთოდი. ყველაზე მეტს მიახლოებით 109 ატომს წელიწადში მიიღებენ იზოტოპ 257Fm[3].
თვისებები
რადგანაც წონადი რაოდენობით ფერმიუმი არ ყოფილა მიღებული, თვისებების ძირითადი კვლევები ჩატარდა 257Fm (T1/2 = 100,5 დღე )-ის და უფრო ნაკლებად მდგრადი 255Fm (T1/2 = 20,07 საათი რადიონუკლიდის მცირე კონცენტრაციებზე. ყველაზე მდგრადია Fm+3 (ვალენტობა III), მაგრამ ძლიერი აღმდგენების ზემოქმედებით წყლის ხსნარებში მიიღებენ Fm+2. ქიმიური თვისებებით ფერმიუმი ბევრად ჰგავს სხვა სამვალენტიან აქტინოიდებს.
გამოყენება
ფერმიუმის ატომების მიზანს გამოიყენებენ ბირთვულ ფიზიკაში უფრო მძიმე ელემენტების ბირთვების მისაღებად.
ბიოლოგიური როლი
ფერმიუმის ყველა ცნობილი იზოტოპი რადიოტოქსიკურია.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads