MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოება
From Wikipedia, the free encyclopedia
MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოება (ინგლ. MTV Europe Music Awards) 1994 წელს, MTV ევროპამ დააარსა, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპაში ყველაზე პოპულარული მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებას. ცერემონიალი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც ამერიკული MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ალტერნატივა. დღეს, MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოება იმ მუსიკაზეა ორიენტირებული, რომელსაც MTV-ს მაყურებელი საუკეთესოდ მიიჩნევს და ამერიკული დაჯილდოებისგან განსხვავებით, MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე ჯილდოთა უმეტესობა მაყურებელთა ხმების მიხედვით ვლინდება.
MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოება | |
ჯილდო | გადაეცემა ევროპაში მუსიკის სფეროში საუკეთესო მოღვაწეებს |
წარადგენს | MTV ევროპა |
პირველად გადაეცა | 1994 |
http://ema.mtv.tv/ |
---|
MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოება ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. ამ დროისთვის, დაჯილდოების ცერემონიალი ორზე მეტჯერ მხოლოდ გერმანიაში, იტალიაში და გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდა. 2009 წლის 5 ნოემბერს დაჯილდოების ცერემონიალს გერმანიამ უკვე მეოთხედ უმასპინძლა, ხოლო მასპინძელი ქალაქი — ბერლინი მეორედ.
დაჯილდოების ცერემონიალი ყოველწლიურად იმართება და პირდაპირი ეთერით გადაიცემა როგორც MTV ევროპის არხზე, ისე სხვადასხვა ქვეყნის MTV-ს არხებზე და ონლაინ რეჟიმში.
დღეისათვის ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელია ემინემი (9 ჯილდო, მათ შორის ერთი D12-თან ერთად). მას მოსდევენ ბრიტნი სპირსი (7 ჯილდოთი); ჯასტინ ტიმბერლეიკი, ბიონსე, დიმა ბილანი, Muse, The Prodigy და Linkin Park (5 ჯილდოთი); Red Hot Chili Peppers, Backstreet Boys, მადონა, რობი უილიამსი და Coldplay (4 ჯილდოთი); Tokio Hotel, Limp Bizkit, Spice Girls, ალიშა კისი, ჯენიფერ ლოპესი, Kane, Gorillaz, Oasis, Justice, 30 Seconds to Mars, Green Day, Outkast და U2 (3 ჯილდოთი).