ლევან ნოდია
ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ლევან ნოდია (დ. 5 იანვარი, 1949, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის სამგზის (1969, 1971, 1972) ბრინჯაოს პრიზიორი და საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი (1970) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1967), ღირსების ორდენის კავალერი.[1][2][3]
Remove ads
ბიოგრაფია
ლევან ნოდია 1949 წლის 5 იანვარს, ქუთაისში დაიბადა.
ფეხბურთის თამაშს 1959 წელს, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის კარლო ხურციძის ხელმძღვანელობით — ქუთაისის ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლის, ფშმ-ს[კომ. 1] გუნდში იწყებს.
1966–1967 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაშია, სადაც საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის 8 შეხვედრას თამაშობს. 1967 წლიდან თბილისის „დინამოს“ სათადარიგო შემადგენლობაში ირიცხება. იმავე წელს „დინამოს“ დუბლშემადგენლობის 13 მატჩს ატარებს და ორი გოლი გააქვს. ამას გარდა, „დინამოს“ მაისურით სამ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაშიც იღებს მონაწილეობას.
ლევან ნოდიასთვის 1967 წლის საფეხბურთო სეზონი დიდ ფეხბურთში მისი ათწლიანი კარიერის პირველი, საეტაპო და ამდენად, განსაკუთრებული სეზონია. თუმცა, იმავე წელს მის საფეხბურთო ბიოგრაფიაში კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება — დინამოელთა ახალბედა თავდამსხმელი საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონის ტიტულს ისაკუთრებს. აღნიშნული ნაკრების ღირსებას[კომ. 2] ლევან ნოდიას გარდა, კიდევ ორი ჩვენი თანამემამულე იცავს — ფირუზ კანთელაძე და რეზო ჭოხონელიძე.[კომ. 3][4]
1968 წლიდან ლევან ნოდია თბილისის „დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ხდება. მიმდინარე სეზონში საკავშირო პირველობის სამ შეხვედრას და საკავშირო თასის გათამაშების ერთ მატჩს თამაშობს.
1972 წლის 13 სექტემბერს მონაწილეობას იღებს ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის — ენსხედეს „ტვენტეს“ წინააღმდეგ უეფა-ს თასის გათამაშების ფარგლებში გამართულ თბილისის „დინამოს“ პირველ ოფიციალურ საერთაშორისო შეხვედრაში.[5]
1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე.წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს[კომ. 4] გამარჯვებული ხდება. აღნიშნული ტურნირის ფინალში თბილისის დინამოელები ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[6][7][8][9][10][11]
„დინამოს“ ღირსებას 1975 წლამდე იცავს, სადაც კარიერის მანძილზე საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის 106 მატჩს თამაშობს და თერთმეტჯერ ახერხებს მეტოქეთა კარის აღებას.[12] გარდა ამისა, საკავშირო თასის გათამაშების ფარგლებში 25 შეხვედრაში გამოდის მოედანზე დინამოელთა რიგებში და ოთხი გოლი გააქვს. ხოლო ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსებას 8 შეხვედრაში იცავს და ორჯერ იღებს მეტოქეთა კარს.[13] საერთო ჯამში კი „დინამოს“ შემადგენლობაში გამართულ 43 საერთაშორისო შეხვედრაში 18 ბურთის გატანას ახერხებს.
1976 წლიდან კვლავ ქუთაისის „ტორპედოს“ უბრუნდება, სადაც საკავშირო პირველობის პირველი ლიგის 13 შეხვედრას თამაშობს და ერთი გოლი გააქვს. სათამაშო კარიერასაც იმავე წელს, ამავე კლუბში ამთავრებს.
Remove ads
საკლუბო სტატისტიკა
საერთაშორისო მატჩები
ქვემოთ მოყვანილია, როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური მატჩების ჩამონათვალი, სადაც ლევან ნოდიამ მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი |
მეგობრობის თასი 1971[კომ. 5] |
შრი-ლანკის ტურნე 1972[კომ. 6] |
სინგაპურის ტურნე 1972[კომ. 7] |
Remove ads
მიღწევები
- ფინალისტი: 1970
- საერთაშორისო ტურნირები
- კარაველას თასის მფლობელი: 1973 [69]
სანაკრებო
- ევროპის ჩემპიონი: 1967[70]
ბიბლიოგრაფია
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი 1967 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. ჟურნ. კავშ., სპორტ. ჟურნ. ფედერაცია, 1967.
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი 1968 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. ჟურნ. კავშ., სპორტ. ჟურნ. ფედერაცია, 1968.
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი—71 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1971.
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი—72 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1972.
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი—73 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1973.
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი—74 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1974.
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი—75 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1975.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., გზა თასისაკენ : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981.
- ბერიშვილი, ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ, საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
- Алимов, И. Советские клубы в розыгрышах европейских кубковых турнирах 1965–1990 гг.. — Душанбе: ЦК КП Таджикистана, 1991. — 40–46 c.
- Лукосяк, Ю. П. Советские клубы в европейских кубках. 1965–1991 гг.. — Спб.: Тайм-Аут, 1991.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- ლევან ნოდია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლევან ნოდია — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლევან ნოდია — ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
- ლევან ნოდია — ქართული პრესის ელექტრონული არქივი
- ლევან ნოდია — თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
- ლევან ნოდია — FootballFacts.ru
კომენტარები
- სადაც წარსულში ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელს ვლადიმერ ელოშვილს მთავარი მწვრთნელის თანაშემწის პოსტი უკავია.
- წლების შემდეგ რეზო ჭოხონელიძე საფეხბურთო აგენტის რანგში დიდ როლს ითამაშებს კახი კალაძის კიევის „დინამოდან“ „მილანში“ განხორციელებული ტრანსფერის საქმეში, სადაც ეს უკანასკნელი ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელის სახელით შევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
- ტროფეო კოლომბინო (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) — საერთაშორისო ამხანაგური ყოველწლიური საზაფხულო საფეხბურთო ტურნირი, რომელიც 1965 წლიდან სამხრეთ ესპანეთის, კერძოდ, ანდალუსიის ზღვისპირა ქალაქ უელვაში იმართება.
- Jaam-e-Doosti (Friendship) Cup — საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირი. გაიმართა სულ სამჯერ (1969, 1970, 1971) ირანის დედაქალაქ თეირანში.
- 1972 წლის შრი-ლანკის ტურნეს ფარგლებში გამართული საერთაშორისო ამხანაგური მატჩები.
- 1972 წლის სინგაპურის ტურნეს ფარგლებში გამართული საერთაშორისო ამხანაგური მატჩები.
- „ლუცერნი“ (გერმ. FC Luzern) — შვეიცარიული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლუცერნიდან.
- „დარაი“ თეირანი (ინგლ. Daraei F.C.) — ირანული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თეირანიდან.
- მატჩი შედგა „დინამოს“ სტადიონზე.
- მატჩი შედგა „დინამოს“ სტადიონზე.
- „ფორვერტსი“ (გერმ. FC Vorwärts Berlin) — გერმანული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბერლინიდან. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ექვსგზის ჩემპიონი: 1958, 1960, 1962, 1965, 1966, 1969. ამჟამად ასპარეზობს „ფრანკფურტის“ (გერმ. FC Frankfurt) სახელწოდებით (კლუბის სრული სახელწოდებაა — გერმ. Fussballclub Frankfurt (Oder) E.V. e. V.).
- კამბოჯის ეროვნული ბანკის საფეხბურთო ნაკრები.
- სინგაპურის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.
- თბილისელთაგან ბურთები გაიტანეს: ლევან ნოდიამ (მატჩის მე-10, 21-ე და 82-ე წუთებზე), სლავა მეტრეველმა (26-ე წუთზე), გივი ნოდიამ (31-ე და 44-ე წუთებზე), გარი ქიქავამ (44-ე წუთზე), სოსო ქორიძემ და ვლადიმერ ბარქაიამ.
- თბილისელთაგან ბურთები გაიტანეს: ლევან ნოდიამ (მატჩის 65-ე წუთზე) და სერგო კუტივაძემ (82-ე წუთზე).
- ქალაქ ალექსანდრიის საფეხბურთო ნაკრები.
- „პალმეირასი“ (პორტ. Sociedade Esportiva Palmeiras) — ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ სან-პაულუდან. სამხრეთამერიკული ფეხბურთის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბრაზილიის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი — ბრაზილიის ათგზის ჩემპიონი, რიო-სან-პაულუს ტურნირის ხუთგზის და პაულისტას ჩემპიონატის 24-გზის გამარჯვებული, ბრაზილიის თასის (პორტ. Copa do Brasil de Futebol) სამგზის და ლიბერტადორესის თასის მფლობელი.
- თბილისელთაგან ბურთები გაიტანეს: გოჩა გავაშელმა (მატჩის მე-18 წუთზე) და ლევან ნოდიამ (73-ე წუთზე).
- „პასი“ თეირანი (სპარს. باشگاه فوتبال پاس تهران; ინგლ. PAS Tehran F.C.) — ირანული საფეხბურთო კლუბი, ირანის ხუთგზის ჩემპიონი, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. 2007 წლის 9 ივნისს გუნდმა ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა.
- საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირი, რომელსაც ინდონეზიის დედაქალაქმა — ჯაკარტამ უმასპინძლა. მატჩი შედგა „გელორა ბუნგ კარნოს“ სტადიონზე.
- ინდონეზიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.
- თბილისელთაგან ბურთები გაიტანეს: ვლადიმერ გუცაევმა (მატჩის მე-4 წუთზე), სერგო კუტივაძემ (მე-10 წუთზე), გივი ნოდიამ (2), დავით ყიფიანმა და ლევან ნოდიამ.
- საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირი, რომელსაც ინდონეზიის დედაქალაქმა — ჯაკარტამ უმასპინძლა. მატჩი შედგა „გელორა ბუნგ კარნოს“ სტადიონზე.
- „კრუზეირო“ (პორტ. Cruzeiro Esporte Clube) — ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბელუ-ორიზონტიდან. ბრაზილიის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი — ბრაზილიის ოთხგზის ჩემპიონი, მინეიროს ჩემპიონატის (პორტ. Campeonato Mineiro) 40-გზის გამარჯვებული, ბრაზილიის თასის ექვსგზის და ლიბერტადორესის თასის ორგზის მფლობელი.
- მატჩი შედგა „ოლიმპიაშტადიონზე“.
- შრი-ლანკის საფეხბურთო კლუბების ნაკრები.
- თბილისელთაგან ბურთები გაიტანეს: დავით ყიფიანმა (2), ფირუზ რეხვიაშვილმა, ზორბეგ ებრალიძემ, სერგო კუტივაძემ და ლევან ნოდიამ.
- შეხვედრა გაიმართა „სუგათადასაზე“.
- შრი-ლანკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.
- თბილისელთაგან ბურთები გაიტანეს: ლევან ნოდიამ (3), დავით ყიფიანმა (2), კახი ასათიანმა და ვახტანგ ჭელიძემ.
- სინგაპურის მეორე ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.
- თბილისელთაგან ბურთები გაიტანეს: ფირუზ რეხვიაშვილმა (4), ლევან ნოდიამ და გივი ნოდიამ.
- სინგაპურის კომერციული ფირმების საფეხბურთო ნაკრები. თბილისელთაგან ბურთები გაიტანეს: გივი ნოდიამ (3), დავით ყიფიანმა (2), ფირუზ რეხვიაშვილმა (2), ბესარიონ მჭედლიშვილმა და ვლადიმერ გუცაევმა.
- სინგაპურის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.
- თბილისელთაგან ბურთები გაიტანეს: ლევან ნოდიამ (მატჩის 25-ე და 75-ე წუთებზე), ვლადიმერ გუცაევმა (39-ე და 55-ე წუთებზე), მანუჩარ მაჩაიძემ (84-ე წუთზე) და ფირუზ რეხვიაშვილმა (88-ე წუთზე).
- გოლები: დავით ყიფიანი (მატჩის 57-ე წუთი), ფირუზ რეხვიაშვილი (60-ე წუთი).
- შეხვედრას უმასპინძლა „ესტადიო კოლომბინომ“.
- პენალტებით 5–4.
- „ესტადიო კოლომბინო“.
- თბილისელთაგან ბურთები გაიტანეს: დავით ყიფიანმა (მატჩის მე-5 წუთზე) და ვლადიმერ გუცაევმა (21-ე და 46-ე წუთებზე).
- თბილისელთაგან ბურთები გაიტანეს: გივი ნოდიამ (მატჩის მე-5 წუთზე), გოჩა გავაშელმა (23-ე წუთზე), ლევან ნოდიამ (53-ე წუთზე) და მანუჩარ მაჩაიძემ (84-ე წუთზე).
- ბურთები გაიტანეს: დავით ყიფიანმა (მატჩის 26-ე წუთზე), გივი ნოდიამ (35-ე წუთზე) და ლევან ნოდიამ (60-ე წუთზე).
- „უაით ჰართ ლეინი“.
- მატჩი გაიმართა სტანისლავ ფიგასის სახელობის სტადიონზე (რუს. Стадион им. Станислава Фигаса) — ქალაქ კოშალინის საფეხბურთო სტადიონი, ადგილობრივი „გვარდიას“ საშინაო არენა (პოლ. Stadion im. Stanisława Figasa (Stadion Gwardii Koszalin)).
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads