Creation Engine

From Wikipedia, the free encyclopedia

Creation Engine
Remove ads

Creation Engineთამაშის ძრავა შემუშავებული ამერიკული კომპანია Bethesda Game Studios-ის მიერ საკუთარი პროექტებისთვის. პირველი თამაში, რომელშიც გამოიყენეს Creation Engine, არის The Elder Scrolls V: Skyrim, გამოსული 2011 წლის 11 ნოემბერს, ხოლო ბოლო თამაშია Fallout 4, გამოსული 2015 წლის 10 ნოემბერს.

სწრაფი ფაქტები მწარმოებელი, პროგრამირების ენა ...
Remove ads

შექმნის ისტორია

Creation Engine, თავდაპირველად, შეიქმნა სპეციალურად The Elder Scrolls-ის მეხუთე ნაწილის The Elder Scrolls V: Skyrim-ისთვის.

თამაშის სერიის წინა ნაწილები, კონკრეტულად კი The Elder Scrolls IV: Oblivion და კომპანიის სხვა თამაშები (მაგალითად Fallout 3 გამოიყენებდა მესამე მხარის ძრავას Gamebryo). ამავე კომპანიის თამაში Morrowind აგებულია Gamebryo-ს წინამორბედ ძრავზე სახელწოდებით NetImmerse.

Creation Engine შექმნილი Bethesda Game Studios-ის ძალისხმევით, აგებულია გეიმბრიოს კოდზე, რომელიც შეიმუშავებული იქნა Emergent Game Technologies-სა და Numerical Design Limited-ის მიერ.[1],

Creation Engine თამაშებში წარმოაჩენს რეალისტურ შუქ-ჩრდილებსა და უფრო დეტალურ ობიექტებს შორი მანძილიდან ხედვისას.[2] მოგვიანებით შეიქმნა ძრავის განახლებული ვერსია, რომელიც გამოიყენეს Fallout 4-ში.

Remove ads

Creation Kit

Creation Kit არის მოდინგის ხელსაწყო Creation Engine-ის თამაშებისთვის, რომელიც შექმნა Bethesda Game Studios-მა The Elder Scrolls-ის მოდიფიკაციისათვის,[3] რისი მეშვეობითაც შესაძლებელია სხვადასხვა ცვლილებების, ახალი ტერიტორიების, რასების, იარაღებისა და ტექსტურების დამატება თამაშში. ამ ხელსაწყოს გამოყენებით შექმნილი მოდები ხელმისაწვდომი არის Steam Workshop-ზე, NexusMods-სა და სხვა უამრავ საიტზე.

Fallout 4-ისთვის Creation Kit შეიქმნა 2016 წლის აპრილს.[4]

Remove ads

თამაშები Creation Engine-ის ძრავზე

მეტი ინფორმაცია დასახელება, თარიღი ...

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads