Fallout 4
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Fallout 4 — მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში, რომელიც შექმნილია Bethesda Game Studios და გამოქვეყნებულია Bethesda Softworks-ის მიერ. Fallout 4 არის მეხუთე მთავარი თამაში Fallout სერიებში. იგი გამოვიდა 2015 წლის 10 ნოემბერს[2].
ატომური ომის 200 წლის შემდეგ, Fallout 4-ის მოქმედება მიმდინარეობს პოსტ-აპოკალიპტურ ბოსტონში. მოთამაშე ამოდის მიწისქვეშა ბუნკერიდან, რომელიც ცნობილია როგორც სეიფი. თამაშის პროცესი ჰგავს Fallout 3-ს. ამოცანების შესრულება და გამოცდილების დაგროვება მოთამაშეს საშუალებას აძლევს, დონეები აიმაღლოს (ინგლ. Levels), რითიც ახალი შესაძლებლობების მოპოვება ხდება. თამაშში არის პირველი პირის და მესამე პირის ხედვა. მოთამაშეებს შეუძლიათ ღია მსოფლიოს გამოკვლევა, რაც ქმნის არახაზოვანი თამაშის სტილს. მოთამაშეებს შეუძლიათ ააშენონ და დაანგრიონ ნივთები, რითიც შესაძლებელია დასახლებების აშენება, სადაც სახლდებიან ადამიანები.
Remove ads
შემოსავალი
თამაში, გამოსვლიდან 24 საათში, Steam-ზე გაიყიდა 1.2 მილიონი ეგზემპლარის რაოდენობით.[3] 24 საათის განმავლობაში Fallout 4-ის 12 მილიონი ასლი იქნა გაყიდული და შემოსავალმა $750 მილიონს გადააჭარბა.[4]
ჯილდოები
Remove ads
მიმოხილვა
Fallout 4-მა მიიღო დადადებითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან. საერთო მიმოხილვების საიტ Metacritic-ზე Xbox One ვერსია ფლობს 88/100, 35 რეცენზიაზე დაყრდნობით[12]. PlayStation 4-ის ვერსია 87/100, 58 რეცენზიაზე დაყდნობით,[13] ხოლო რაც შეეხება Microsoft Windows - 84/100, 34 მიმოხილვის შედეგად[14].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads

