Metallica (ალბომი)

მეტალიკის ალბომი From Wikipedia, the free encyclopedia

Metallica (ალბომი)
Remove ads

Metallica (ცნობილი როგორც „შავი ალბომი“) — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის დაუსათაურებელი რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც 1991 წელს გამოვიდა გაყიდვაში ლეიბლზე Elektra Records და დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება ჯგუფის ისტორიაში. ამ ალბომში შესულია ჯგუფის ყველაზე ცნობილი კომპოზიციები, მათ შორის The Unforgiven, Nothing Else Matters, Enter Sandman, Wherever I May Roam და Sad but True.

სწრაფი ფაქტები სტუდიური ალბომი — მეტალიკა, გამოცემის თარიღი ...
მეტი ინფორმაცია მიმოხილვების ქულები, წყარო ...

პროდიუსირება დახვეწილია წინა ალბომებთან შედარებით. გამოკვეთილია ბას-გიტარის ხმაც. რიტმი შენელებულია და უფრო მეტი ყურადღება მელოდიურობას ეთმობა. შესულია მსოფლიოს კლასიკურ ალბომთა რიცხვში. გადაღებულია დოკუმენტური ფილმიც „Classic Albums“ სერიაში.

ალბომის გაფორმება მოიცავს შავ ფონზე ჯგუფის ნაცრისფერ ლოგოს ზედა მარცხენა კუთხეში და ასევე ნაცრისფერ დახვეულ გველს ქვედა მარჯვენა კუთხეში. გველი აღებულია ძველი ამერიკული დროშიდან, ხოლო დევიზი ამ დროშაზე Don't Tread on Me სიმღერის სახელწოდებაცაა, რომელიც ამავე ალბომშია შესული. ასეთი გაფორმება ჯეიმზმა იმით ახსნა, რომ ხალხი მუსიკით უნდა დაინტერესდეს და არა მისი გარეგნული გაფორმებით; კირკ ჰემეტის შეფასებით, ეს ალბომი არის მათი Dark Side of the Moon.

ალბომი ოთხი კვირა არ თმობდა პირველ ადგილს ბილბორდ 200-ში, მაჩვენებლით იგი მეექვსეა ჩარტის ისტორიაში (პირველი — პინკ ფლოიდის The Dark Side of the Moon). „შავი ალბომი“ მეტალიკის საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომია: 16 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა აშშ-ში,[17] 22 მილიონი კი მის ფარგლებს გარეთ.[18] 2004 წელს გამოშვებული იქნა ალბომი DVD-Audio ფორმატში Elektra Records-ის მიერ.

2012 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით, ალბომი 16-ჯერაა შეფასებული პლატინად RIAA-ს მიერ.[19]

Remove ads

ისტორია

ალბომი კარგად იქნა მიღებული კრიტიკოსების მიერ და კომერციულად წარმატებული გამოდგა. ალბომი წარმოადგენს რადიოსადგურებისათვის უფრო მისაღებ და კომერციულად უფრო წვდომად მეტალიკას, განსაკუთრებით კი ბალადა Nothing Else Matters. ამის გარდა, მუსიკალური ვიდეოს წარმატების შემდეგ სინგლზე One, ხუთი ვიდეო იქნა გადაღებული შავი ალბომიდან: Enter Sandman, Nothing Else Matters, Sad but True, Wherever I May Roam და The Unforgiven.

ალბომის ტექსტები დაწერილი იქნა ჯეიმზ ჰეტფილდის მიერ. შედარებით წინა ოთხ ალბომთან, ლირიკა უფრო მეტად პირადული იყო. მაგალითად: სიმღერის The God That Failed ტექსტი ჰეტფილდის დედის სიმსივნეთი გარადცვალებაზე და მისივე ქრისტიანულ რწმენაზეა, რომლის იმედად წამლებზე უარს ამბობდა. კიდევ ერთი კარგი მაგალითია Nothing Else Matters, რომელიც ასახავს ჰეტფილდის გრძნობებს მისი შეყვარებულის მიმართ. ალბომმა დაასრულა მეტალიკის ტრადიცია, ყოველ ალბომში გრძელი ინსტრუმენტალის ჩაწერისა, სანამ არ გამოვიდა ალბომი Death Magnetic.

Remove ads

ბობ როკი

შავი ალბომს პროდიუსირებას უწევდა ბობ როკი . მეტალიკა არ გეგმავდა ბობის დაქირავებას მანამ, სანამ მისი მუშაობით ჯგუფ Mötley Crüe-სთან მოხილული არ დარჩნენ.[20] ალბომის ხმა და ჟღერადობა ნამდვილად განსხვავდებოდა წინა ალბომებისგან, განსაკუთრებით კი პროდიუსირების მხრივ გაკრიტიკებულ წინა ალბოთან ...And Justice for All შედარებით.

ბობმა ჯგუფის მუშაობა ისეთ გეგმიურ და რუტინულ პროცესად აქცია, ჩაწერის დამთავრების შემდეგ ლარსმა განაცხადა, რომ აღარ სურდა მისი დანახვა.[21] მუშაობის ეს დაძაბული პროცესი, რომელმაც შედეგად მიგვიყვანა შავ ალბომამდე, ასახულია ორ დოკუმენტურ ფილმში: A Year and a Half in the Life of Metallica და Classic Albums: The Black Album. მიუხედავად დავებისა ჯგუფსა და ბობ როკს შორის, ბობმა განაგრძო მუშაობა მეტალიკასთან 2003 წლის ალბომის St. Anger ჩათვლით.

Remove ads

ტურნეები

ალბომის მომდევნო ტურნეებმა, Wherever We May Roam და მოგვიანებით Nowhere Else To Roam, მეტალიკა სამი წლით დააშორა სტუდიას. ტურნეების ცალკეული ფრაგმენტები ასახულია დოკუმენტურ ფილმში A Year and a Half in the Life of Metallica და Live Shit: Binge & Purge ვიდეო ვერსიაში. ამ წლებში ჯეიმზის ხმა იწყებს ნელ-ნელა გაუარესებას გამუდმებული ტურნეების შედეგად. ზოგიერთი სიმღერა, როგორებიცაა Enter Sandman, Nothing Else Matters და Sad but True გახდა მუდმივი შემადგენელი ამ და მომდევნო ტურნეებისა. ზოგიერთი სხვა სიმღერა კი, როგორებიცაა Holier Than Thou, The God That Failed და Through The Never, 1995 წლის შემდეგ ცოცხლად აღარ შესრულებულა წლების განმავლობაში, მანამ, სანამ ჯგუფმა ბასისტ რობერტ ტრუჰილოსთან ერთად არ დაიწყო ძველი სიმღერების კატალოგის უფრო ფართოდ შესრულება.

სიმღერების სია

მეტი ინფორმაცია #, სახელწოდება ...
მეტი ინფორმაცია იაპონური გამოცემის დამატება, # ...
Remove ads

პერსონალი

ინფორმაცია პერსონალის შესახებ ეფუძნება ალბომის ანოტაციებს.[22]

მეტალიკა
დამატებითი მუსიკოსები
სტუდიური პერსონალი
  • ბობ როკი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი – პროდიუსერები
  • რენდი სტოუბი, მაიკ ტაჩი – ხმის ინჟინრები
  • ჯორჯ მარინო – მასტერინგი
  • მეტალიკა, პიტერ მენში – გარეკანის კონცეფცია
  • ბონ ბროტიგემი – ილუსტრირება
  • როს ჰალფინი, რიკ ლიკონგი, რობ ელისი – ფოტოგრაფია
Remove ads

ჩარტები

მეტი ინფორმაცია ჩარტი (1991-1992), უმაღლესი პოზიცია ...
Remove ads

სერტიფიცირებები

მეტი ინფორმაცია რეგიონი, სერტიფიცირება ...
Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads