From Wikipedia, the free encyclopedia
მეტალიკა — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფი, რომელიც 1981 წელს დრამერმა ლარს ულრიხმა დააარსა ლოს-ანჯელესში. 1982 წლის კონცერტებისათვის ულრიხთან ერთად ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ ვოკალი და რიტმული გიტარა — ჯეიმზ ჰეტფილდი, წამყვანი გიტარა და დამატებითი ვოკალი — დეივ მასტეინი და ბას-გიტარა — რონ მაკგოვნი. ამ შემადგენლობით ჯგუფმა სულ რამდენიმე კონცერტი ჩაატარა. კირკ ჰემეტმა ჩაანაცვლა დეივ მასტეინი 1983 წელს, ხოლო ბასისტები მეტალიკას ოთხი ჰყავდა (რონის ჩათვლით): კლიფ ბარტონი (1982—1986), ჯეისონ ნიუსტედი (1986—2001) და ბოლოს ამჟამინდელი ბასისტი რობერტ ტრუჰილო (2003-დან).[1][2]
კარიერის დასაწყისში მეტალიკა უკრავდა პატარა ფესტივალებზე და როგორც მხარდამჭერი ჯგუფი ვენომისათვის.[3] 1982 წლის შემდეგ მეტალიკა ყველა დასახლებულ კონტინენტზე მართავდა ცოცხალ შოუებს ყოველ წელს (2001 წლის გარდა), ჯამში 1 600-ზე მეტი შოუ. მათი უმრავლესობა შესრულდა აშშ-ში, თუმცა სხვა ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი რაოდენობა იქნა წარმოდგენილი კანადაში, გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში. ჯგუფმა ჩაატარა შვიდი მსოფლიო მასშტაბის ტურნე: Damage, Inc. Tour (1986–1987), Damaged Justice (1988–1989), Wherever We May Roam Tour (1991–1992), Nowhere Else to Roam (1993), Madly in Anger with the World Tour (2003–2004), Escape from the Studio '06 და World Magnetic Tour (2008–2010).
მეტალიკა გამოდიოდა ისეთ მასშტაბურ როკ ფესტივალებზე, როგორებიცაა Woodstock '94, Ozzfest, Monsters of Rock, Lollapalooza, Download Festival, Reading Festival და Days on the Green. მათ ჩატარებული აქვთ კონცერტები სტადიონებზეც, რომელთაგან ზოგიერთს 100 000-ზე მეტი მსმენელი დაესწრო. ისტორიაში ერთ-ერთი კონცერტი ყველაზე მრავალრიცხოვანი მსმენელთა რიცხვით ჩაატარა მეტალიკამ 1991 წლის 28 სექტემბერს ტუშინოს აეროდრომზე, მოსკოვი, რომელსაც, არაოფიციალური მონაცემებით, 1.6 მილიონი ადამიანი დაესწრო.[4] ზოგიერთი ვიდეო ჩანაწერი ამ კონცერტებიდან შეტანილი იქნა სასაჩუქრე ყუთებში ან DVD გამოცემებში. ზოგიერთი შოუ გაიმართა თეატრებში, მათ შორის ორი ბერკლის საზოგადოებრივ თეატრში 1999 წლის 22 და 23 აპრილს, სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. ეს კონცერტები ჩაიწერა და სრულად შევიდა საკონცერტო ალბომში S&M.[5]
მეტალიკის პირველი ოფიციალური ტურნე იყო Kill 'Em All for One, რომელიც დაიწყო 1983 წელს მათი სადებიუტო ალბომის მხარდასაჭერად. მათი ყველაზე ხანგრძლივი ტურნეები იყო Wherever We May Roam და World Magnetic, რომლებიც გაგრძელდა 14 და 20 თვე, შესაბამისად, 170 კონცერტზე მეტით თითოეულ მათგანში.[6] მეტალიკა ყველაზე მომგებიან ცოცხლად შემსრულებელთა შორისაა, გაიყიდა რა ნახევარი მათი პირველი 187 კონცერტისა 2000-იანი წლების დასაწყისში, დამსწრეთა რაოდენობამ 3.5 მილიონ კაცს გადააჭარბა, ხოლო მოგებამ — 227 მილიონ აშშ-ის დოლარს.[7]
წელი | სახელწოდება | თარიღები და ადგილმდებარეობა | შოუების რიცხვი [შ. 1] |
მხარდამჭერი შემსრულებლები[შ. 2] |
---|---|---|---|---|
1983–1984 | Kill 'Em All for One | 5 მარტი, 1983–22 იანვარი, 1984 (აშშ) | 31 | Raven,[8] Anthrax[3] Exodus |
ეს იყო ჯგუფის პირველი ტურნე, რომელიც გამართული იყო მათი სადებიუტო ალბომის Kill 'Em All მხარდასაჭერად.[8] | ||||
1984 | Seven Dates of Hell | 3 თებერვალი–29 აგვისტო, 1984 (ევროპა) | 16 | Venom (მთავარი ჯგუფი),[3] Twisted Sister[3][9] |
მეტალიკა უკრავდა როგორც მხარდამჭერი ჯგუფი ვენომისათვის. წარდგა 7 000 მსმენელის წინაშე ფესტივალზე Aardschok, ნიდერლანდები.[3] | ||||
1984 | Bang That Head That Doesn't Bang | 16 ნოემბერი–20 დეკემბერი, 1984 (ევროპა) | 25 | Tank[10] |
ჯგუფს ჰქონდა მისი პირველი შედარებით დიდი ტურნე ევროპაში, მსმენელთა საშუალო რიცხვი - 1 300.[10] | ||||
1985 | Ride The Lightning Tour | 11 იანვარი–19 მარტი, 1985 (ჩრდილო ამერიკა) 13 აგვისტო–14 სექტემბერი, 1985 (ევროპა) 29 სექტემბერი–31 დეკემბერი, 1985(აშშ) | 57 | W.A.S.P., Armored Saint, Tank,[10] ZZ Top, Marillion, ბონ ჯოვი, Ratt, Magnum, ტომი ვეინსი[11] |
ტურნე ეძღვნებოდა მეტალიკის მეორე ალბომს Ride the Lightning, დასწრება ფესტივალზე Day on the Green (ჩატარდა ოკლენდში, კალიფორნია) უდრიდა 60 000 მსმენელს.[10] ტურნეს განმავლობაში მეტალიკამ პირველად დაუკრა ფესტივალზე Monsters of Rock 70 000 მსმენელის წინაშე დონინგტონის პარკში, ინგლისი[10] | ||||
1986–1987 | Damage, Inc. Tour | 27 მარტი–3 აგვისტო, 1986 (ჩრდილო ამერიკა) 10 სექტემბერი, 1986–2 იანვარი, 1987 (ევროპა) 8 იანვარი–13 თებერვალი, 1987 (მსოფლიო ტურნე) | 142 | Anthrax[12] |
ტურნე გაიმართა ჯგუფის მესამე ალბომის Master of Puppets მხარდასაჭერად, რომლის ჩრდილო ამერიკულ ნაწილშიც მთავარი შემსრულებელი იყო ოზი ოსბორნი.[10] ეს ტურნე ჯგუფისთვის უბედურებებთან ასოცირდება, რადგან ჯეიმზმა მიიღო მაჯის ტრავმა, რის გამოც იგი, როგორც გიტარისტი, ორჯერ ჩაანაცვლა ტექნიკოსმა ჯონ მარშალმა.[13][14] მოგვიანებით, ტურნეს ევროპული ნაწილის განმავლობაში ავტოკატასტროფაში დაიღუპა ბასისტი კლიფ ბარტონი.[13] მეტალიკამ მომავალ მსოფლიო ტურნეზე ახალი ბასისტი - ჯეისონ ნიუსტედი წარუდგინა პუბლიკას.[14] | ||||
1987 | Monsters Of Rock '87 | 20–30 აგვისტო, 1987 (ევროპა) | 4 | ბონ ჯოვი, დიო, Anthrax, W.A.S.P., Cinderella, The Bailey Brothers[11][15] |
ჯგუფმა უკვე მეორედ მიიღო ფესტივალში მონაწილეობა, კონცერტებით ინგლისსა და დასავლეთ გერმანიაში.[15] | ||||
1988 | Monsters Of Rock '88 | 27 მაისი–30 ივლისი, 1988 (აშშ) | 32 | Van Halen (მთავარი ჯგუფი), Scorpions, Dokken, Kingdom Come[16] |
მეტალიკა გამოვიდა იმავე ფესტივალზე ორი წელი თანმიყოლებით და დაუკრა 40 000-დან 53 000-მდე მსმენელის წინაშე.[17][18] | ||||
1988–1989 | Damaged Justice | 11 სექტემბერი–5 ნოემბერი, 1988 (ევროპა) 15 ნოემბერი, 1988–8 ოქტომბერი, 1989 (მსოფლიო ტურნე) | 222 | Danzig, Queensrÿche,[19] Mortal Sin,[20] The Cult[21] |
ტურნე გაიმართა მეტალიკის მეოთხე სტუდიური ალბომის ...And Justice for All მხარდასაჭერად.[22] 1989 წლის 29 და 30 აგვისტოს შოუები სიეტლში მოგვიანებით გამოიცა სასაჩუქრე ყუთის სახით, სახელწოდებით Live Shit: Binge & Purge.[23] |
წელი | სახელწოდება | თარიღები და ადგილმდებარეობა | შოუების რიცხვი [შ. 3] |
მხარდამჭერი შემსრულებლები[შ. 2] |
---|---|---|---|---|
1990 | Tour 1990 | 11 მაისი–11 სექტემბერი, 1990 (ევროპა/ჩრდილო ამერიკა) | 12 | Warrior Soul, დიო, Bonham,[24] Aerosmith (მთავარი ჯგუფი)[25] |
ტურნე შედგებოდა რამდენიმე ევროპული ფესტივალისა და სტადიონის შოუებისაგან, ისევე როგორც გასაიდუმლოებული კონცერტისგან ღამის კლუბში The Marquee სახელწოდებით The Frayed Ends.[26] იგი ასევე მოიცავდა Aerosmith-ის ორ შოუს ტურნედან Pump Tour, ჯგუფებთან The Black Crowes და Warrant ერთად, მსმენელთა რიცხვით 60 000 და 30 000, შესაბამისად.[25][27] | ||||
1991 | Monsters Of Rock '91 | 1 აგვისტო–28 სექტემბერი, 1991 (ჩრდილო ამერიკა/ევროპა) | 24 | AC/DC (მთავარი ჯგუფი), Pantera, Mötley Crüe, Queensryche, The Black Crowes[11] |
მეტალიკა ამ ფესტივალზე უკვე მეოთხედ წარდგა. ტურნეს ბოლო კონცერტი ჩატარდა 28 სექტემბერს ტუშინოს აეროპორტში, მოსკოვში, და შეფასდა როგორც პირველი თავისუფალი დასავლური როკ კონცერტი საბჭოთა კავშირშის ისტორიაში, მსმენელთა რაოდენობას რაც შეეხება, იგი შეფასდა 150 000-დან 500 000-მდე,[28][29] ზოგიერთი არაოფიციალური ცნობებით კი - 1 600 000-ც კი.[4] | ||||
1991–1992 | Wherever We May Roam Tour | 12 ოქტომბერი, 1991–5 ივლისი, 1992 (მსოფლიო ტურნე) 22 ოქტომბერი–18 დეკემბერი, 1992 (ევროპა) | 174 | Metal Church |
ტურნე ჩატარდა ჯგუფის მეხუთე სტუდიური ალბომის Metallica (ცნობილი ასევე შავი ალბომის სახელითაც) მხარდასაჭერად, რომელიც მოიცავდა ასევე ფრედი მერკურისადმი მიძღვნილ კონცერტს, სადაც ჯგუფმა ერთი-ორი სიმღერა დაუკრა საკუთარი რეპერტუარიდან, ხოლო ჯეიმზმა იმღერა Queen-თან და ტონი აიომისთან ერთად. 1992 წლის 13 და 14 იანვრის შოუები სან დიეგოში მოგვიანებით გამოიცა სასაჩუქრე ყუთის სახით სახელწოდებით Live Shit: Binge & Purge,[23] ხოლო ტურნე და ალბომის შექმნის პროცესი აისახა დოკუმენტურ ფილმში A Year and a Half in the Life of Metallica.[30] | ||||
1992 | Guns N' Roses/Metallica Stadium Tour | 17 ივლისი–6 ოქტომბერი, 1992 (ჩრდილო ამერიკა) | 25 | Guns N' Roses (მთავარი ჯგუფი მეტალიკასთან ერთად), Faith No More, Body Count, მოუტერჰედი[31][32][33] |
ეს იყო მეტალიკის Wherever We May Roam ტურნესა და განზ'ენ'როუზიზის Use Your Illusions ტურნეს თანაკვეთა. მონრეალში ჯეიმზმა სერიოზული დამწვრობები მიიღო პიროტექნიკის ეფექტებისგან, რის გამოც იგი, როგორც გიტარისტი, კვლავ ჯონ მარშალმა შეცვალა.[31] | ||||
1993 | Nowhere Else To Roam | 22 იანვარი–13 მარტი, 1993 (აშშ/მექსიკა) 16 მარტი–8 მაისი, 1993 (მსოფლიო ტურნე) 19 მაისი–4 ივლისი, 1993 (ევროპა) | 77 | Suicidal Tendencies,[34] The Cult[35] |
შოუები მეხიკოში 1993 წლის თებერვალსა და მარტში მოგვიანებით გამოცემული იქნა როგორც ცოცხალი სასაჩუქრე ყუთის Live Shit: Binge & Purge ნაწილი.[31] ეს იყო ასევე პირველი შეხვედრა ჯგუფისა და ბასისტ რობერტ ტრუჰილოსი, რომელიც ათი წლის მოგვიანებით შეუერთდა ჯგუფს.[34] | ||||
1994 | Shit Hits The Sheds Tour | 28 მაისი–21 აგვისტო, 1994 (აშშ) | 51 | Danzig, Suicidal Tendencies[34] |
ტურნე მოიცავდა შესრულებას ვუდსტოკის ფესტივალზე 1994 წლის 13 აგვისტოს 350 000 მსმენელის წინაშე.[36][37] | ||||
1995 | Escape From The Studio '95 | 23 აგვისტო–14 დეკემბერი, 1995 (გაერთ. სამ./კანადა/აშშ) | 5 | Slayer, Skid Row, Slash's Snakepit, Therapy?, Warrior Soul, Machine Head, White Zombie, Corrosion of Conformity[11] |
ტურნეს განმავლობაში პირველად შესრულდა თითო სიმღერა მომდევნო ორი ალბომიდან.[38] კონცერტზე დონინგტონის პარკში მეტალიკა უკვე მეხუთედ შეუერთდა ფესტივალს Monsters of Rock.[11] | ||||
1996 | Lollapalooza No. 6 | 4 ივნისი–4 აგვისტო, 1996 (ჩრდილო ამერიკა) | 28 | Soundgarden, Cocteau Twins, Devo, Ramones, Rancid, Shaolin Monks, Screaming Trees, Psychotica[39][40] |
მეტალიკამ გახსნა ფესტივალი და დაუკრა 20 000 მსმენელის წინ.[41][42] | ||||
1996–1997 | Poor Touring Me | 6 სექტემბერი–27 ნოემბერი, 1996 (ევროპა) 19 დეკემბერი, 1996–28 მაისი, 1997 (ჩრდილო ამერიკა) | 139 | Corrosion of Conformity, Soundgarden, Korn[43][44] |
ტურნე მხარს უჭერდა იმ დროისთვის უკანასკნელ ალბომს Load.[45] 1997 წლის 9 და 10 მაისის შოუები ფორტ უორზში მოგვიანებით შეტანილი იქნა ვიდეო-ალბოში Cunning Stunts.[46] | ||||
1997 | Blitzkrieg '97 | 22–24 აგვისტო, 1997 (ევროპა) | 3 | |
მეტალიკამ დაუკრა ევროპულ ფესტივალებზე, რათა შეესრულებინა ადრე აღებული საკონტრაქტო ვალდებულებანი. მათ მონაწილეობა მიიღეს სამ ფესტივალში: ბელგიაში, Pukkelpop ფესტივალში,[47] გერმანიაში, Blind Man's Ball ფესტივალსა[48] და ინგლისში, Reading ფესტივალში.[49] | ||||
1997 | Re-Load Promo Tour | 11–18 ნოემბერი, 1997 (აშშ/ევროპა) | 6 | |
ტურნე მიზნად ისახავდა ბოლოს გამოსული ალბომის Reload რეკლამირებას.[45] 120 000 ფანზე მეტმა დარეკა და ითხოვა, ეთქვათ მათთვის ადგილი, სადაც უნდა ჩატარებულიყო უფასო კონცერტი ნოემბერში, მოგვიანებით სახელდებული როგორც Million Decibel March.[50] | ||||
1998–1999 | Poor Re-Touring Me Tour | 21 მარტი–8 მაისი, 1998 (წყნარი ოკეანის ქვეყნები) 24 ივნისი, 1998–22 აპრილი, 1999 (ჩრდილო ამერიკა) | 65 | |
1999 წლის 21 და 22 აპრილის შოუები ბერკლის საზოგადოებრივ თეატრში სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გამოშვებული იქნა ალბომის S&M სახით.[5] | ||||
1998 | Garage Inc Promo Tour | 17–24 ნოემბერი, 1998 (ჩრდილო ამერიკა) | 5 | Battery[45] |
ტურნე მხარს უჭერდა ალბომს Garage Inc..[52] | ||||
1999 | Garage Remains The Same Tour | 30 აპრილი–14 მაისი, 1999 (მექსიკა/სამხრეთი ამერიკა) 21 მაისი–8 დეკემბერი, 1999 (ევროპა/აშშ) | 53 | Pantera, Monster Magnet[53] Sepultura, Mercyful Fate, ფილ ანსელმო[54] Catupecu Machu, Almafuerte, Monster Magnet[52] |
ტურნე მხარს უჭერდა ალბომს Garage Inc..[52] 2000 წელს ჯგუფმა ამავე სახელით გამოუშვა შეზღუდული რაოდენობის ალბომი ამავე ტურნეზე ჩაწერილი ექვსი სიმღერით, რომლებიც საჩუქრად გადასცა მათი ფანკლუბის საიტზე პლატინის სტატუსის მქონე რამდენიმე მომხმარებელს.[55] | ||||
1999-2000 | M2K Mini Tour | 28 დეკემბერი, 1999–10 იანვარი, 2000 (აშშ) | 10 | ტედ ნუგენტი, Sevendust, Kid Rock,[5] Creed,[56] Methods Of Mayhem[57] |
ახალი წლის ღამის შოუს პონტიაკში (მიჩიგანი) ესწრებოდა 50 000 ადამიანი.[58] |
წელი | სახელწოდება | თარიღები და ადგილმდებარეობა | შოუების რიცხვი [შ. 4] |
მხარდამჭერი შემსრულებლები[შ. 2] |
---|---|---|---|---|
2000 | Summer Sanitarium Tour | 23 ივნისი–9 აგვისტო, 2000 (აშშ) | 21 | Korn, Kid Rock, Powerman 5000, System Of A Down[59][60] |
ჰეტფილდმა გამოტოვა სამი შოუ ზურგის დაზიანების გამო.[61] მის მაგივრად ნიუსტედმა იმღერა სიმღერების უმეტესობა, ხოლო დანარჩენი სიმღერებისათვისა და რიტმული გიტარისთვის შეირჩა მუსიკოსები სხვა ჯგუფებიდან.[62][63] | ||||
2003 | Summer Sanitarium Tour | 4–28 ივნისი, 2003 (ევროპა) 4 ივლისი–29 აგვისტო, 2003 (ევროპა/ჩრდილო ამერიკა) | 36 | Limp Bizkit, Deftones, Mudvayne, Linkin Park, Lostprophets, The Darkness[64][65][66] |
ტურნე გაიმართა ალბომის St. Anger მხარდასაჭერად და აღსანიშნავია იმით, რომ ამ ტურნეზე პირველად დაუკრა ჯგუფთან ერთად ჯგუფის ახალმა ბასისტმა - რობერტ ტრუჰილომ.[66] | ||||
2003–2004 | Madly in Anger with the World Tour | 6 ნოემბერი, 2003–28 ნოემბერი, 2004 (მსოფლიო ტურნე) | 137 | Godsmack,[67] Lostprophets, Slipknot,[67][68][69] Sully Erna, დეივ ლომბარდო[69] |
კიდევ ერთი ტურნე, რომელიც გაიმართა St. Anger-ის მხარდასაჭერად და რომლის შოუების უმეტესების შეძენა ინტერნეტ მაღაზიებშია შესაძლებელი ციფრული ჩამონატვირთის სახით.[70] ინგლისში Download Festival-ზე მეტალიკის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ლარსმა გასაიდუმლოებული დაავადების სამკურნალოდ საავადმყოფოს მიაკითხა. ულრიხის დრამის ტექნიკოსმა ფლემინგ ლარსენმა, დეივ ლომბარდომ სლეიერიდან და ჯოი ჯორდისონმა Slipknot-იდან ითავეს ლარსის მაგივრად დაკვრა.[71] | ||||
2006 | Escape from the Studio '06 | 13 მარტი–15 აგვისტო, 2006 (მსოფლიო ტურნე) | 16 | Avenged Sevenfold, Bullet for My Valentine, Trivium, Tool[72] |
შესრულდა ორი ახალი უსახელო სიმღერა, რომლებიც გარკვეული ნაწილით აისახა მომავალ ალბომში.[73] ტურნეზე პირველად ჯგუფის ისტორიაში შესრულდა ალბომი Master of Puppets სრულად, თანამიმდევრობის დაცვით.[74] | ||||
2007 | Sick Of The Studio '07 | 28 ივნისი–18 ივლისი, 2007 (ევროპა) | 12 | Mastodon, HIM, ჯო სატრიანი, Stone Sour, Incubus, Biok, Faithless, Interpol, The Kooks, My Dying Bride, Dirt Spawn Disease, Heaven and Hell, Oomph!, Machine Head, Turbonegro, Volbeat, Mnemic, Diablo[75] |
ტურნე მოიცავდა შოუებს ფესტივალებსა და სტადიონებზე, სადაც თავმოყრილი იყო 60 000-ზე მეტი მსმენელი.[76][77] | ||||
2008 | 2008 European Vacation Tour | 14 მაისი–24 აგვისტო, 2008 (ჩრდილო ამერიკა/ევროპა) | 26 | The Sword, ოზი ოსბორნი, სერჟ ტანკიანი, Hellyeah, ჯონათან დევისი, Cavalera Conspiracy, Shadows Fall, Apocalyptica, In This Moment[78] |
წარმოდგენილი იქნა ორი სიმღერა მომავალი ალბომიდან.[79] ჯგუფმა პირველად მისი არსებობის მანძილზე დაუკრა ფესტივალზე Ozzfest, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა ჯგუფმა. მეტალიკამ შეასრულა ზუსტად ოზი ოსბორნის შემდეგ.[78][80] | ||||
2008–2010 | World Magnetic Tour | 12 სექტემბერი, 2008–27 ივნისი, 2010 (ევროპა) 17 ოქტომბერი, 2008–12 დეკემბერი, 2009 (აშშ/კანადა) 4 ივნისი, 2009–14 მარტი, 2010 (ლათინური ამერიკა) 13 ოქტომბერი, 2010–21 ნოემბერი, 2010 (ავსტრალია/ახალი ზელანდია)[81] 22 მაისი, 2010 (ისრაელი, თელ-ავივი) | 187 | Lamb of God, The Sword, Volbeat, Machine Head, Down, Mastodon, Avenged Sevenfold, Resorte, Fear Factory, Gojira, Horcas, Mad, Hibria, Sepultura, ლემი კილმისტერი, ბილ ბაიფორდი, რეიმონდ ჰოლერი.[82][83][84] |
ტურნე გაიმართა ალბომის Death Magnetic მხარდასაჭერად. 4, 6 და 7 ივნისის შოუები მეხიკოში და 7 ივლისის შოუ ნიმესში (საფრანგეთი) გამოვიდა DVD-ების სახით, შესაბამისად სახელწოდებებით Orgullo, Pasión, y Gloria: Tres Noches en la Ciudad de México და Français Pour une Nuit.[85][86] ტურნე დამთავრდა 2010 წლის ნოემბერში კონცერტებით ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.[81] |
წელი | სახელწოდება | თარიღები და ადგილმდებარეობა | შოუების რიცხვი [შ. 5] |
მხარდამჭერი შემსრულებლები[შ. 2] |
---|---|---|---|---|
2008–2010 | World Magnetic Tour | 12 სექტემბერი, 2008–27 ივნისი, 2010 (ევროპა) 17 ოქტომბერი, 2008–12 დეკემბერი, 2009 (აშშ/კანადა) 4 ივნისი, 2009–14 მარტი, 2010 (ლათინური ამერიკა) 13 ოქტომბერი, 2010–21 ნოემბერი, 2010 (ავსტრალია/ახალი ზელანდია) 22 მაისი, 2010 (ისრაელი, თელ-ავივი) | 187 | Lamb of God, The Sword, Volbeat, Machine Head, Down, Mastodon, Avenged Sevenfold, Resorte, Fear Factory, Gojira, Horcas, Mad, Hibria, Sepultura, ლემი კილმისტერი, ბილ ბაიფორდი, რეიმონდ ჰოლერი. |
დეტალები იხილეთ ზემოთ. | ||||
2011 | 2011 Vacation Tour | 23 აპრილი - 30 ოქტომბერი, 2011 (ჩრდილოეთი ამერიკა/ევროპა/სამხრეთი ამერიკა/აზია) | 17 | |
ტურნეში შედის „დიდი ოთხეულის“ ამერიკული შოუებიდან პირველი ორი, გამართული ინდიოუში, კალიფორნია,[87] და ნიუ-იორკში,[88][89] შესაბამისად, ისევე როგორც ჯგუფის ისტორიაში პირველ კონცერტს ინდოეთში.[90][91] | ||||
2012 | 2012 European Black Album Tour | ევროპა: 7 მაისი - 10 ივნისი, 2012 | 16 | |
ჯგუფი უკრავდა ევროპაში ერთი თვის განმავლობაში და გამოდიოდა ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა Sonisphere Festival, Download Festival, Nova Rock Festival, Rock in Rio Lisboa, Rock Werchter და Rock am Ring and Rock im Park. ამ ტურნეზე ჯგუფი, პირველად მათი არსებობის მანძილზე, უკრავდა სიმღერებს მხოლოდ შავი ალბომიდან სრული შემადგენლობით ყველა კონცერტზე, ალბომის ჩაწერის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით. 6 ივნისს ამ ტურნეს ფარგლებში ასევე პირველად გაიმართა კონცერტი აღმოსავლეთ იუტლანდიის სახელმწიფო ციხეში, დანიაში. ტურნეს დამთავრებისთანავე ჯგუფმა გადაინაცვლა სტუდიაში მეათე (თუ არ ჩავთვლით ლუ რიდთან თანამშრომლობით ჩაწერილ ალბომს) სტუდიურ ალბომზე სამუშაოდ, რომელსაც, სავარაუდოდ, 2014 წელს გამოუშვებენ. | ||||
წელი | თარიღები და ადგილმდებარეობა | შოუების რიცხვი |
მხარდამჭერი შემსრულებლები | |
---|---|---|---|---|
1982 | 14 მარტი–30 ნოემბერი, 1982 (კალიფორნია) | 31 | Saxon,[92] Exodus[93] | |
ჯგუფის პირველი შოუები არ ყოფილა ტურნეების ფარგლებში. როგორ ახალმა, ჯგუფმა გამოუშვა რამდენიმე დემო და გამოიცვალა ორი წევრი: მასტეინის ნაცვლად ჯგუფში მიიღეს ჰემეტი, ხოლო მაკგოვნის ნაცვლად - ბარტონი.[1][94] | ||||
2000–2003 | 30 ნოემბერი, 2000–1 ივნისი, 2003 (კალიფორნია/ინგლისი) | 10 | ||
ბასისტის გარეშე მეტალიკამ რამდენიმე კონცერტი ჩაატარა.[95] 2001 წელი იყო პირველი ჯგუფის არსებობის განმავლობაში, რომლის დროსაც მას არც ერთი შოუ არ ჩაუტარებია.[96] 2002 წლის ერთადერთი კონცერტის დროს ჯგუფმა წარადგინა თავი როგორც ბობის ჯგუფი (მას შემდეგ, რაც ბობ როკი დაეხმარა ბასის ჩაწერაში).[95] | ||||
2005 | როლინგ სტოუნზის კონცერტები, 13–15 ნოემბერი, 2005 (კალიფორნია) | 2 | The Rolling Stones (მთავარი ჯგუფი), Everclear[97] | |
ჯგუფმა შეწყვიტა თავისი შვებულება, რადგან მიიწვიეს როლინგ სტოუნზის ტურნეს A Bigger Bang Tour ორი კონცერტის გასახსნელად სან-ფრანცისკოში.[98] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.