Madly in Anger with the World Tour

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

Madly in Anger with the World Tour იყო ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 2003-2004 წლებში გამართული საკონცერტო ტურნე, ჩატარებული მათი მერვე სტუდიური ალბომის, St. Anger, მხარდასაჭერად, რომელიც გამოვიდა 2003 წლის 5 ივნისს.[1]

სწრაფი ფაქტები დაკავშირებული ალბომი, დაწყების თარიღი ...

ალბომის St. Anger გამოშვების შემდეგ მეტალიკამ ჩაატარა რამდენიმე კონცერტი როგორც მათი ტურნეს Summer Sanitarium Tour 2003 ნაწილი; ეს კონცერტები იყო პირველი, სადაც ჯგუფი ახალ ბასისტთან, რობერტ ტრუჰილოსთან ერთად წარდგა მაყურებლის წინაშე. მსოფლიო ტურნე კი მხოლოდ 2003 წლის 6 ნოემბერს დაიწყო ტოკიოში, რომელიც 2004 წლის 28 ნოემბერს დასრულდა სან-ხოსეში.

ტურნეს ყოველი კონცერტი პროფესიონალურად იწერებოდა და წარმატებით იყიდებოდა საიტზე livemetallica.com, რაც ტურნეს სიახლეს წარმოადგენდა.[2]

2004 წლის 6 ივნისს დრამერმა ლარს ულრიხმა თავი ცუდად იგრძნო Download Festival-ის წინ, რის გამოც ჯგუფს მოუწია დროებით მისი ჩანაცვლება მოხალისეებით, რომელთა შორისაც იყვნენ დეივ ლომბარდო სლეიერიდან, ჯოი ჯორდისონი Slipknot-იდან და ფლემინგ ლარსენი, ულრიხის დასარტყმელი ინსტრუმენტების ტექნიკოსი.[3]

ტურნე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა სკანდინავიაში, რამაც გამოიწვია მეტალიკის მთელი ძველი კატალოგის გამოჩენა ჩარტებში.[4]

სიმღერების სია მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა ტურნეს დროს. ჯგუფმა ძველი სიმღერები ფართოდ წარმოადგინა ტურნეში, ხოლო სიმღერები ახალი ალბომიდან St. Anger შემცირებული რაოდენობით, ზოგჯერ, მხოლოდ ერთი სიმღერითაც კი შემოიფარგლებოდა.[5] იშვიათი შესრულების ნახვაც შეიძლებოდა ტურნეში,[6] მაგალითად, რამდენიმე სიმღერა ალბომიდან ...And Justice for All, ადრე მიჩნეული მეტად რთულად და ხანგრძლივად საკონცერტო შესრულებისთვის. ერთ-ერთი ასეთია Dyers Eve, რომლის დებიუტი სცენაზე შედგა 2004 წლის ხუთ მარტს ლოს-ანჯელესში, 16 წლის შემდეგ მისი ჩაწერიდან.[7]

ჟურნალ Pollstar-ის ცნობით, Madly in Anger with the World Tour იყო 2004 წლის მეოთხე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურნე: ჯგუფს მოუტანა 160 500 000 აშშ-ის დოლარი ბილეთების გაყიდვიდან.

Remove ads

სიმღერების სია

მეტი ინფორმაცია ალბომი, სიმღერა ...
Remove ads

პერსონალი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads