სამართლიანობისა და განვითარების პარტია (თურქეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
სამართლიანობისა და განვითარების პარტია (თურქ. Adalet ve Kalkınma Partisi; შემოკლებით, AK Parti ან AKP) — კონსერვატიული პოლიტიკური პარტია თურქეთში. განვითარებული ტრადიციულად ზომიერ ისლამიზმზე, პარტია უდიდესია თურქეთში. დაარსდა 2001 წელს, რიგი არსებული კონსერვატიული პარტიის წევრების მიერ. პარტიამ მოიგო ბოლო ხუთი საპარლამენტო არჩევნები: 2002, 2007, 2011, 2015 წლის ივნისის და 2015 წლის ნოემბრის არჩევნები. პარტიამ, 13 წლის მანძილზე იკავებდა უმრავლესობას პარლამენტში, მაგრამ 2015 წლის ივნისის არჩევნებზე დაკარგა და მხოლოდ 2015 წლის ნოემბრის ვადამდელ არჩევბეზე დაიბრუნა. მისი საარჩევნო წარმატება აისახა პარტიის დაფუძნებიდან ბოლო სამ ადგილობრივ არჩევნებზეც: 2004 წლის, 2009 წლის და 2014 წლის არჩევნები. პარტიის მიმდინარე ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანია, რომელიც ამავე დროს თურქეთის პრეზიდენტია.
სამართლიანობისა და განვითარების პარტია | |
---|---|
Adalet ve Kalkınma Partisi | |
ქვეყანა | თურქეთი |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
გენერალური მდივანი | ფათიჰ შაჰინი |
ისტორია | |
დამფუძნებელი |
აბდულა გიული რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
დაფუძნდა | 14 აგვისტო, 2001; 22 წლის წინ (2001-08-14) |
წინამორბედი | კეთილდღეობის პარტია |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
კონსერვატიული დემოკრატია[1] სოციალური კონსერვატიზმი[2][3][4] მემარჯვენე პოპულიზმი[5] ეკონომიკური ლიბერალიზმი[2] ნეო-ოტომანიზმი[6][7][8] ისლამიზმი[9] ავტორიტარიზმი[10] |
პოლიტიკური პოზიცია | მემარჯვენე[11] |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსი |
ახალგაზრდული ფრთა | AK Gençlik |
წევრი | 9,399,633[12] (2015) |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
290 / 600 |
დიდი ქალაქების მერები |
15 / 30 |
რაიონის გამგებლები |
800 / 1 351 |
პროვინციის რწმუნებულები |
779 / 1 251 |
ფერები |
ნარინჯისფერი ლურჯი |
შტაბ-ბინა |
Söğütözü Caddesi No 6 ჩანქაია, ანკარა |
akparti.org.tr |
დაფუძნებიდან ცოტა ხნის შემდეგ, სგპ-მ თავი გამოასახა, როგორც პრო-დასავლური და პრო-ამერიკული პარტია,[13] თურქეთის პოლიტიკური სპექტრში, რომელიც პროპაგანდას უწევდა ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას, მათ შორის თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში.[14] პარტიას, გარკვეული დროის მანძილზე მხარს უჭერდა ჯემაათის მოძრაობა, რომელიც აშშ-ში გადასახლებული ისლამური სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობაა, რომლის გავლენამ სასამართლო სისტემაზე, დაეხმარა სგპ-ს შეასუსტა ოპოზიცია მათ წინააღმდეგ.[15] იმის მიუხედავად, რომ პარტია 2005 წლიდან დამკვირვებელია მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიაში, პარტიამ 2013 წლის 13 ნოემბერს შეუერთდა ევროსკეპტიკურ ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანს.[16]
დღემდე კითხვის ქვეშაა, რჩება თუ არა პარტია სახელმწიფო სეკულარიზმის ერთგული, რომლის პრინციპი დაკანონებულია თურქეთის კონსტიტუციაში, მიუხედავად იმისა, რომ პარტია ისლამისტური წარმოშობისაა, რომელიც 2002 წლამდე არ დომინირებდა თურქულ პოლიტიკაში.[17]
2013 წელს, სგპ-ს სავარაუდო ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, ქვეყანას საპროტესტო აქციებმა მოიცვა, პარტიის დესპოტური მმართველობის მეთოდებმა, საერთაშორისოდ დაიგმო.[18][19] ამის საპასუხოდ, პარტიამ შემოიღო მჭიდრო რეგულაციები ინტერნეტის გამოყენებაზე, აბორტსა და ალკოჰოლის მოხმარებაზე, ასევე 2014 წლის მარტში, დროებით დაბლოკა Twitter და YouTube.[20][21][22][23][24] განსაკუთრებით 2013 წლის სახელისუფლებო კორუფციული სკანდალის შემდეგ, სადაც სგპ-ს რამდენიმე მინისტრის სახელიც ფიგურირებდა, პარტია დაადანაშაულეს კლანურ კაპიტალიზმში.[25][26][27] სგპ მომხრეა ძლიერი ცენტრალიზებული ხელმძღვანელობის, რომელიც დიდი ხანია მხარს უჭერს საპრეზიდენტო მმართველობის შემოღებას.[28]