ძველი ინგლისური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
ძველი ინგლისური ენა ანუ ანგლო-საქსური პერიოდი აღნიშნავს ინგლისური ენის განვითარების ისტორიულად განვლილ ერთ-ერთ პერიოდს, მოიცავს დროის მონაკვეთს დაახლ. 449 წლიდან 1066 წლამდე, ნაწილობრივ 1100 წლამდეც კი. ანგლო-საქსური პერიოდი ინგლისური ენის განვითარების საწყის საფეხურს წარმოადგენს.
ძველი ინგლისური ენა Ænglisc | |
ოფიციალური სტატუსი | მკვდარი ენა |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა | რუნები, ლათინური |
ენის კოდები | ISO 639-2: ang ISO 639-3: ang |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-ang}} |
დღევანდელი ინგლისის ტერიტორიაზე V საუკუნეში გადმოსახლებული ანგლების, საქსებისა და იუტების ენების ან დიალექტების შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბდა ენა, რომელიც თანამედროვე ინგლისურის ფუძე-ენას წარმოადგენს.
ძველინგლისური პერიოდიდან შემონახული ტექსტების ენის აღსანიშნავად ზოგჯერ ამჯობინებენ თქვან ანგლო-საქსური (ტექსტების) ენა. ამგვარი ცნებობრივ-ტერმინოლოგური დიფერენცირება აუცილებელი ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც სიტყვათშეხამება ძველი ინგლისური ენა ან ძველი ინგლისური პერიოდი მრავალმნიშვნელოვნად გაიგება. გარდა ამისა, ტერმინით ანგლო-საქსური აღნიშნავენ დღევანდელი ინგლისის ტერიტორიაზე მცხოვრებ ანგლოსაქსების კულტურასაც.
ინგლისურ ენას წერილობითი ძეგლები VII საუკუნიდან მოეპოვება.