ლეიტე (პროვინცია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ლეიტე (ასევე ცნობილი როგორც ჩრდილოეთი ლეიტე; ტაგ: Lalawigan ng Leyte; სებ: Amihanang Leyte) — პროვინცია ფილიპინებში, აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში. პროვინცია მოიცავს კუნძულ ლეიტეს ჩრდილოეთ ნაწილის 3/4-ს. პროვინციის დედაქალაქია ტაკლობანი. ლეიტეს აღმოსავლეთით სამარის კუნძული მდებარეობს, სამხრეთით — სამხრეთი ლეიტე, ხოლო ჩრდილოეთით — ბილირანი. დასავლეთით კამოტესის ზღვის გადაღმა სებუს პროვინცია მდებარეობს.
ლეიტე | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ტაკლობანი | ||||
შიდა დაყოფა | ტაკლობანი, ბაიბაი, ორმოკი, აბუიოგი, ალანგალანგი, ალბუერა (ლეიტე), ბაბატნგონი, ბარუგო, ბატო (ლეიტე), ბურაუენი, კალუბიანი, კაპოოკანი, კარიგარა, დაგამი, დულაგი (ლეიტე), ილონგოსი, ინდანგი, ინოპაკანი, ისაბელი (ლეიტე), ხარო (ლეიტე), ხავიერი (ლეიტე), ხულიტა (ლეიტე), კანანგა (ლეიტე), ლა-პასი (ლეიტე), ლეიტე (ლეიტე), მაკართური (ლეიტე), მააპლაგი, მატაგ-ობი, მატალომი, მაიორგა (ლეიტე), მერიდა (ლეიტე), პალო (ლეიტე), პალომპონი, პასტრანა (ლეიტე), სან-ისიდრო (ლეიტე), სან-მიგელი (ლეიტე), სანტა-ფე (ლეიტე), ტაბანგო, ტაბონტაბონი, ტანაუანი (ლეიტე), ტოლოსა (ლეიტე), ტუნგა (ლეიტე) და ვილიაბა | ||||
კოორდინატები | 11°00′00″ ჩ. გ. 124°51′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Leopoldo Dominico Petilla | ||||
დაარსდა | 1735 | ||||
ფართობი | 6313.33 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 776 847 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სატელეფონო კოდი | 53 | ||||
საფოსტო ინდექსი | 6500–6542 | ||||
ოფიციალური საიტი | http://leyteprovince.net/ | ||||
| |||||
ისტორიული სახელწოდება Las Islas Felipinas, რომელიც ესპანელმა მკვლევარმა, რიუ ლოპეს დე ვილალობოსმა ესპანეთის პრინცის საპატივცემულოდ უწოდა, თავდაპირველად ლეიტესა და სამარის კუნძულებს აღნიშნავდა, სანამ ამ სახელით მთლიანად არქიპელაგი არ მოიხსენიეს.[2] XVI საუკუნეში ლეიტე ცნობილი იყო როგორც ტანდაია.[3]
ლეიტე ცნობილია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო ბრძოლის ადგილი. მეორე მსოფლიო ომის დროს (1944 წლის 23-26 ოქტომბერი) ლეიტეს ყურის ბრძოლაში ამერიკისა და ავსტრალიის შეიარაღებული ძალები იაპონიის საიმპერიო საზღვაო-სამხედრო ძალებს დაუპირისპირდნენ.
წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობის გამო ლეიტეში ხშირია ტაიფუნები. 2013 წლის 8 ნოემბერს პროვინციას სუპერტაიფუნი ჰაიანი (ადგილობრივები იოლანდას ეძახიან) დაატყდა თავს, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ლეიტემ ისევე დაზარალდა როგორც 1991 წელს, ტროპიკული ქარიშხალ ტელმას დროს.