დანიელ პასარელა

არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia

დანიელ პასარელა
Remove ads

დანიელ ალბერტო პასარელა (ესპ. Daniel Alberto Passarella; დ. 25 მაისი, 1953, ჩაკაბუკო, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იგი ერთადერთია არგენტინელ ფეხბურთელებს შორის, ვინც ორგზის (1978, 1986) მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებს.[1][2]

სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...

1978 წლის მუნდიალზე არგენტინის ეროვნულმა გუნდმა მისი კაპიტნობით პირველად მოიპოვა ჩემპიონობა. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. სპორტული ჟურნალისტებისა და ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად. საფეხბურთო კარიერის მანძილზე, საკლუბო და სანაკრებო მატჩებში გატანილი აქვს 175 გოლი, რითაც ფეხბურთის ისტორიაში მცველებს შორის მეორე ადგილს იკავებს რონალდ კუმანის შემდეგ.[3] არაერთხელ შედიოდა მსოფლიოს სხვადასხვა სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში.

პასარელა, როგორც გუნდის კაპიტანი დიდ გავლენას ახდენდა თამაშის მთელ მსვლელობაზე, ხშირად ერთვებოდა შეტევებში და თავისი ორგანიზატორული თვისებებით დიდწილად განსაზღვრავდა გუნდის წარმატებას. მისთვის დამახასიათებელი ემოციური, თავდადებული და შთამაგონებელი თამაშის გამო გულშემატკივრებმა მას „დიდი კაპიტანი“ (ესპ. El Gran Capitán), ხოლო ელეგანტური და არისტოკრატული თამაშის სტილის გამო ფრანც ბეკენბაუერის მსგავსად „ელ კაიზერი“ (ესპ. El Kaiser) შეარქვეს.

Remove ads

კარიერა

საკლუბო კარიერა

პასარელა საკლუბო კარიერას 1971 წელს არგენტინულ საფეხბურთო კლუბ ხუნინის „სარმიენტოში“ იწყებს, სადაც 1973 წლის ჩათვლით გამოდის. მის შემადგენლობაში ჩემპიონატის 36 შეხვედრას ატარებს და ცხრა ბურთი გააქვს.

1974–1982 წლებში ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტის“ ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონატის 226 მატჩს თამაშობს და 90 გოლის გატანას ახერხებს. „რივერ პლეიტთან“ ერთად არგენტინის ჩემპიონატის ფარგლებში ოთხჯერ მეტროპოლიტანოს — 1975,[4] 1977,[5] 1979,[6] 1980,[7] ხოლო სამჯერ ნასიონალის — 1975,[8] 1979,[9] 1981[10] გამარჯვებული ხდება. 1976 წელს აღიარეს არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელად.[11]

1982–1986 წლებში იტალიის „ფიორენტინაში“ გამოდის, სადაც 109 შეხვედრაში და 26 ბურთი გაქვს.

მილანის „ინტერის“ მაისურით პასარელა ორი საფეხბურთო სეზონის (1986–1988) განმავლობაში გამოდის.

1986–87 წლის სეზონში იტალიის ჩემპიონატის 30 შეხვედრიდან 23 მატჩში იღებს მონაწილეობას და სამი გოლი გააქვს. მიმდინარე ჩემპიონატში „ინტერი“ 38 ქულით მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება გათამაშების გამარჯვებულს — „ნაპოლის“, რომელიც მარადონას წყალობით კლუბის ისტორიაში თავის პირველ სკუდეტოს იგებს.

შედეგიანობის მხრივ უფრო იღბლიანი და ერთგვარად დრამატულიც გამოდგა მისი გამოსვლა იტალიის თასის გათამაშებაში, სადაც მხოლოდ 8 შეხვედრაში — ოთხჯერ მეტოქეთა კარის, ხოლო ერთხელ — საკუთარი კარის აღებასაც ახერხებს.[კომ. 1]

იმავე სეზონში „ინტერის“ რიგებში უეფას თასის გათამაშების ტურნირზეც ასპარეზობს, სადაც შვიდ შეხვედრაში იცავს კლუბის ღირსებას და ერთი გოლი გააქვს. 1987–88 წლის სეზონში გასულ სეზონთან შედარებით სერია A-ს გათამაშებაში ორი მატჩით ნაკლებს ატარებს და სულ 21-ჯერ გამოდის მწვანე მინდორზე, თუმცა ამჯერად წინასგან განსხვავებით ორჯერ მეტი — ექვსი გოლი გააქვს მეტოქეთა კარში. ამას გარდა იტალიის თასის გათამაშებაში, წინა სეზონის მსგავსად, ახლაც 8 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას, თუმცა მეტოქეთა კარის აღებას ამჯერად მხოლოდ ერთხელ ახერხებს. ამ სეზონში „ინტერის“ რიგებში კვლავ ასპარეზობს უეფას თასის გათამაშებაში, სადაც ექვს შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. საერთო ჯამში მილანის „ინტერის“ ღირსებას იტალიის სერია A-ს 44 შეხვედრაში იცავს და ცხრა ბურთი გააქვს.

თავის უკანასკნელ საფეხბურთო სეზონს (1988–1989) პასარელა კვლავ სამშობლოში — ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტში“ ატარებს (32 მატჩი და ცხრა გოლი).

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მუშაობდა არგენტინის, იტალიის, მექსიკის და ბრაზილიის საფეხბურთო კლუბებში. 1994–1998 წლებში სათავეში ედგა არგენტინის ეროვნულ ნაკრებს, ხოლო 1998–2001 წლებში ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 1997 წელს დაასახელეს სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელად. 2009 წლის დეკემბრიდან ოთხი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და ტიტულოვანი არგენტინული კლუბის — ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტის“ პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

სანაკრებო კარიერა

1976–1986 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 70 შეხვედრა ჩაატარა,[12][13][14][15] რომლის მაისურით პირველად 1976 წლის 20 მარტს,[16] სსრ კავშირის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: უგო ორლანდო გატი, ხორხე კარასკოსა, დანიელ კილერი, ხორხე ოლგინი, ალბერტო ტარანტინი, ოსვალდო არდილესი, რიკარდო ბოჩინი, მარსელო ტრობიანი, მარიო კემპესი, ლეოპოლდო ლუკე და ამერიკო გალიეგო. მატჩი კიევში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1986 წლის 4 მაისს, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ნერი პუმპიდო, ოსკარ გარე, ხულიო ოლარტიკოეჩეა, ოსკარ რუჯერი, სერხიო ბატისტა, კლაუდიო ბორგი, ხორხე ბურუჩაგა, რიკარდო ჯუსტი, დიეგო მარადონა, სერხიო ომარ ალმირონი და დანიელ პასარელა. მატჩი თელ-ავივში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით ანგარიშით — 7–2 დასრულდა.[17]

სანაკრებო მატჩები

თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 20.03.1976 კიევი სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 0–1 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური შეცვლაზე შესვლა after 56 წუთი 56' [18][19][20]
2 08.04.1976 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 4–1 ურუგვაის დროშა ურუგვაი ატლანტიკის თასი [21]
3 19.05.1976 რიო-დე-ჟანეირო ბრაზილია ბრაზილიის დროშა 2–0 არგენტინის დროშა არგენტინა ატლანტიკის თასი [22][23]
4 09.06.1976 მონტევიდეო ურუგვაი ურუგვაის დროშა 0–3 არგენტინის დროშა არგენტინა ატლანტიკის თასი [24]
5 28.10.1976 ლიმა პერუ პერუს დროშა 1–3 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური გოლი 76' [25]
6 10.11.1976 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 პერუს დროშა პერუ ამხანაგური გოლი 62' [26]
7 05.06.1977 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 1–3 გერმანიის დროშა გფრ ამხანაგური გოლი 73' [27]
8 12.06.1977 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 ინგლისის დროშა ინგლისი ამხანაგური [28]
9 18.06.1977 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 შოტლანდიის დროშა შოტლანდია ამხანაგური გოლი 80' (პენ.) [29][30]
10 26.06.1977 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ამხანაგური [31]
11 03.07.1977 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია ამხანაგური გოლი 32' (პენ.) [32]
12 12.07.1977 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გდრ ამხანაგური [33]
13 24.08.1977 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 პარაგვაის დროშა პარაგვაი ბოგადოს თასი (1) [34]
14 19.03.1978 მარ-დელ-პლატა არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 პერუს დროშა პერუ კასტილიას თასი (2) [35]
15 23.03.1978 ლიმა პერუ პერუს დროშა 1–3 არგენტინის დროშა არგენტინა კასტილიას თასი გოლი 25' (პენ.) [36]
16 29.03.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 3–1 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი ამხანაგური [37]
17 06.04.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 რუმინეთის დროშა რუმინეთი ამხანაგური გოლი 20', 83' [38]
18 20.04.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 3–1 ირლანდიის დროშა ირლანდია[კომ. 2] ამხანაგური [39]
19 03.05.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 3–0 ურუგვაის დროშა ურუგვაი ამხანაგური [40]
20 02.06.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 უნგრეთის დროშა უნგრეთი არგენტინა 78 Booked after 77 minutes 77' [41]
21 06.06.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი არგენტინა 78 გოლი 45' (პენ.) [42]
22 10.06.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 0–1 იტალიის დროშა იტალია არგენტინა 78 [43]
23 14.06.1978 როსარიო არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 პოლონეთის დროშა პოლონეთი არგენტინა 78 [44]
24 18.06.1978 როსარიო არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 ბრაზილიის დროშა ბრაზილია არგენტინა 78 [45][23]
25 21.06.1978 როსარიო არგენტინა არგენტინის დროშა 6–0 პერუს დროშა პერუ არგენტინა 78 [46]
26 25.06.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 3–1 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები არგენტინა 78 [47]
27 25.04.1979 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი ამხანაგური გოლი 60' (პენ.) [48]
28 22.05.1979 ბერნი არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები ამხანაგური (3) [49]
29 26.05.1979 რომი იტალია იტალიის დროშა 2–2 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური გოლი 56' (პენ.) [50]
30 02.06.1979 გლაზგო შოტლანდია შოტლანდიის დროშა 1–3 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [51]
31 25.06.1979 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 1–2 დედამიწის დროშა მსოფლ. ნაკრები ამხანაგური [52]
32 18.07.1979 ლა-პასი ბოლივია ბოლივიის დროშა 2–1 არგენტინის დროშა არგენტინა კოპა ამერიკა [53]
33 02.08.1979 რიო-დე-ჟანეირო ბრაზილია ბრაზილიის დროშა 2–1 არგენტინის დროშა არგენტინა კოპა ამერიკა [54][23]
34 18.07.1979 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 3–0 ბოლივიის დროშა ბოლივია კოპა ამერიკა გოლი 01' [55]
35 23.08.1979 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 2–2 ბრაზილიის დროშა ბრაზილია კოპა ამერიკა გოლი 38' [56][23]
36 12.09.1979 ბერლინი გფრ გერმანიის დროშა 2–1 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [57]
37 16.09.1979 ბელგრადი იუგოსლავია იუგოსლავიის დროშა 4–2 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური გოლი 82' [58]
38 13.05.1980 ლონდონი ინგლისი ინგლისის დროშა 3–1 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური გოლი 53' (პენ.) [59]
39 16.05.1980 დუბლინი ირლანდია ირლანდიის დროშა 0–1 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [60]
40 21.05.1980 ვენა ავსტრია ავსტრიის დროშა 1–5 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [61]
41 18.09.1980 მენდოსა არგენტინა არგენტინის დროშა 2–2 ჩილეს დროშა ჩილე ამხანაგური [62]
42 09.10.1980 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი ამხანაგური [63]
43 12.10.1980 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 პოლონეთის დროშა პოლონეთი ამხანაგური გოლი 14' (პენ.) [64]
44 15.10.1980 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია ამხანაგური [65]
45 04.12.1980 მარ-დელ-პლატა არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური [66]
46 16.12.1980 კორდოვა არგენტინა არგენტინის დროშა 5–0 შვეიცარიის დროშა შვეიცარია ამხანაგური გოლი 67' (პენ.) [67]
47 01.01.1981 მონტევიდეო არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 გერმანიის დროშა გფრ ოქროს თასი [68]
48 04.01.1981 მონტევიდეო არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 ბრაზილიის დროშა ბრაზილია ოქროს თასი [69][23]
49 28.10.1981 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 1–2 პოლონეთის დროშა პოლონეთი ამხანაგური გოლი 42' Booked [70]
50 11.11.1981 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია ამხანაგური [71]
51 24.03.1982 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 გერმანიის დროშა გფრ ამხანაგური [72][73]
52 04.04.1982 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ ამხანაგური [74]
53 05.05.1982 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი ამხანაგური გოლი 44' [75]
54 12.05.1982 როსარიო არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 რუმინეთის დროშა რუმინეთი ამხანაგური [76]
55 13.06.1982 ბარსელონა არგენტინა არგენტინის დროშა 0–1 ბელგიის დროშა ბელგია ესპანეთი 82 [77]
56 18.06.1982 ალიკანტე არგენტინა არგენტინის დროშა 4–1 უნგრეთის დროშა უნგრეთი ესპანეთი 82 [78]
57 23.06.1982 ალიკანტე არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 სალვადორის დროშა სალვადორი ესპანეთი 82 გოლი 22' (პენ.) [79]
58 29.06.1982 ბარსელონა იტალია იტალიის დროშა 2–1 არგენტინის დროშა არგენტინა ესპანეთი 82 გოლი 83' [80]
59 02.07.1982 ბარსელონა ბრაზილია ბრაზილიის დროშა 3–1 არგენტინის დროშა არგენტინა ესპანეთი 82 Booked after 33 minutes 33' [81][23]
60 09.05.1985 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 პარაგვაის დროშა პარაგვაი ამხანაგური [82]
61 14.05.1985 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 ჩილეს დროშა ჩილე ამხანაგური [83]
62 26.05.1985 სან-კრისტობალი ვენესუელა ვენესუელის დროშა 2–3 არგენტინის დროშა არგენტინა შესარჩევი გოლი 42' [84][85]
63 02.06.1985 ბოგოტა კოლუმბია კოლუმბიის დროშა 1–3 არგენტინის დროშა არგენტინა შესარჩევი [86][87]
64 09.06.1985 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 3–0 ვენესუელის დროშა ვენესუელა შესარჩევი [88][89]
65 16.06.1985 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 კოლუმბიის დროშა კოლუმბია შესარჩევი [90][91]
66 23.06.1985 ლიმა პერუ პერუს დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა შესარჩევი [92][93]
67 30.06.1985 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 2–2 პერუს დროშა პერუ შესარჩევი (4) გოლი 81' [94][95]
68 26.03.1986 პარიზი საფრანგეთი საფრანგეთის დროშა 2–0 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [96]
69 30.04.1986 ოსლო ნორვეგია ნორვეგიის დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [97]
70 04.05.1986 თელ-ავივი ისრაელი ისრაელის დროშა 2–7 არგენტინის დროშა არგენტინა ამხანაგური [98]
Remove ads

სტატისტიკა

საკლუბო

მეტი ინფორმაცია კლუბი, დივ. ...

სანაკრებო

მეტი ინფორმაცია ეროვნული ნაკრები, წლები ...
Remove ads

მსოფლიო ჩემპიონატებზე

პასარელამ მსოფლიო ჩემპიონატების 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.[101][102][103]

მეტი ინფორმაცია ჩემპ., მასპინძელი ...

გალერეა

მიღწევები

საკლუბო

არგენტინის დროშა რივერ პლეიტი

სანაკრებო

არგენტინის დროშა არგენტინა

ინდივიდუალური

სამწვრთნელო

არგენტინის დროშა რივერ პლეიტი
მექსიკის დროშა მონტერეი
მექსიკის ჩემპიონატი
  • კლაუსურა: 1993
Remove ads

ბიბლიოგრაფია

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
მეტი ინფორმაცია თემატური საიტები ...
მეტი ინფორმაცია National Football Teams ...
მეტი ინფორმაცია Planet World Cup ...
Remove ads

კომენტარები

  1. იტალიის თასის გათამაშების პირველი წრის ამ ღირსახსოვარ შეხვედრას „ინტერი“ 1986 წლის 24 აგვისტოს, სტუმრად, სალერნოს პროვინციის ქალაქ კავა-დე-ტირენის სიმონეტა ლამბერტის სახელობის სტადიონზე ატარებს, სადაც ადგილობრივ „კავეზეს“ უპირისპირდება. პირველი ბურთი მასპინძელთა კარში შეხვედრის მე-20 წუთზე, „ინტერის“ მცველს — რიკარდო ფერის გააქვს. ამის შემდეგ, ანგარიში არ იცვლება მომდევნო 51 წუთის განმავლობაში, რამდენადაც „კავეზეს“ ფეხბურთელებს, როგორც პირველი ტაიმის დარჩენილი 25 წუთის, ასევე, მეორე ტაიმის საწყისი 26 წუთის განმავლობაში ანგარიშის გათანაბრებისთვის, საფეხბურთო იღბალთან ერთად, არც სათანადო ოსტატობა და არც შესაბამისი მონდომება უწყობთ ხელს. ამის მიუხედავად, ანგარიში მაინც თანაბრდება, როდესაც შეხვედრის 71-ე წუთზე პასარელას „საპასუხო“ გოლი გააქვს საკუთარ კარში. სახელოვანი არგენტინელის ასეთ „ქველმოქმედებას“ პარტნიორები სწრაფი შეტევით პასუხობენ და სამიოდე წუთში კარლ-ჰაინც რუმენიგეს დარტყმული ბურთი მეორედ არხევს „კავეზეს“ კარის ბადეს. 90-ე წუთზე კი, ალესანდრო ალტობელის მესამე გოლი შეხვედრის საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს — 3–1 „ინტერის“ სასარგებლოდ. ტურნირის პირველი წრის მომდევნო შეხვედრას — 1986 წლის 27 აგვისტოს ქალაქი კატანია მასპინძლობს, სადაც ანჯელო მასიმინოს სახელობის სტადიონზე „ინტერი“ ადგილობრივ „კატანიას“ ეთამაშება. აქაც, ისევე როგორც წინა შეხვედრაში, ანგარიშს კვლავ სტუმრები ხსნიან — მე-10 წუთზე პასარელას „ინტერის“ მაისურით თავისი მეორე სათასო გოლი გააქვს, ამჯერად მოწინააღმდეგის კარში — 1–0. 35-ე წუთზე მილანელთა ნახევარმცველი — ადრიანო პირაჩინი კიდევ უფრო აწინაურებს თავის გუნდს — 2–0. ამის შემდეგ, ხუთიოდე წუთში კატანიელები ერთი ბურთის გაქვითვას ახერხებენ — გოლი კარლო ბორგის ანგარიშზეა — 2–1. თუმცა, რუმენიგეს (მე-60 წუთზე) და ალტობელის (75-ე წუთზე) ზუსტი დარტყმები ამჯერად სამბურთიანი სხვაობით აწინაურებენ „ინტერს“. ანგარიში შეხვედრის ბოლომდე უცვლელი რჩება — 4–1 „ნერაძურის“ სასარგებლოდ.
  2. ირლანდიის საფეხბურთო ლიგის ნაკრები (ინგლ. League of Ireland).
  3. აღნიშნულ წყაროში გოლების გრაფაში დანიელ პასარელას ნაცვლად შეცდომით მითითებულია რიკარდო გარეკა (Ricardo Gareca).
Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads