From Wikipedia, the free encyclopedia
მიხეილ შალვას ძე მესხი (დ. 12 იანვარი, 1937, თბილისი — გ. 22 აპრილი, 1991, იქვე) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა როგორც თავდამსხმელის, ასევე, ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1960 წლის ევროპის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საპატიო ნიშნის ორდენის და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.[2][3]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მიხეილ შალვას ძე მესხი | ||
დაბადების თარიღი | 12 იანვარი, 1937[1] | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 22 აპრილი, 1991 (54 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 169 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარცხენა გარემარბი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1954–1969 | დინამო თბ. | 285 | (54) |
1970 | ლოკომოტივი | 4 | (0) |
სულ | 289 | (54) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1959–1966 | სსრ კავშირი | 35 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ფეხბურთის თამაში დაიწყო თბილისის № 35 საფეხბურთო სკოლაში, „დინამოს“ პირველი თაობის ცნობილი ფეხბურთელისა და შემდგომ მწვრთნელის, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის, — არჩილ კიკნაძის ხელმძღვანელობით. 1953 წელს იგი პირველად გაემგზავრა მოსკოვში საასპარეზოდ, როგორც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, სადაც თავისი არაორდინალური თამაშითა და მაღალი ტექნიკური ოსტატობით პირველად მიიპყრო საკავშირო ფეხბურთის სპეციალისტთა ყურადღება.[4][5][კომ. 1][კომ. 2]
თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1955 წლის 7 აგვისტოს, საკავშირო პირველობის მე-16 ტურის კალენდარულ მატჩში, კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა კიევის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართა და მას 50 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. თბილისელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: მიხეილ პირაევი, ვლადიმერ ელოშვილი, ჯუმბერ რუსაძე, ნიკოლოზ გაგნიძე, მოსე დავარაშვილი, რევაზ მახარაძე, მიხეილ მესხი, კონსტანტინე გაგნიძე, იური ვარდიმიადი, ავთანდილ ღოღობერიძე და ბორის ხასაია. შეხვედრა კიეველთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დამთავრდა.[6][7]
თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ 1969 წლის 9 მაისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-7 ტურის კალენდარულ მატჩში, ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და მას 35 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: რამაზ ურუშაძე, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე, მურთაზ ხურცილავა, რევაზ ჭოხონელიძე, გურამ პეტრიაშვილი,[კომ. 3] ალექსი ილიადი, კახი ასათიანი, სლავა მეტრეველი, გივი ნოდია და მიხეილ მესხი.[კომ. 4] შეხვედრა ფრედ, ანგარიშით — 0–0 დამთავრდა.[8][9]
1969 წლის 16 ივლისს თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა საერთაშორის ამხანაგური შეხვედრა თბილისის „დინამოსა“ და მონტევიდეოს „ნასიონალს“ შორის, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც მიხეილ მესხის გამოსათხოვარი მატჩი. მიხეილ მესხმა შეხვედრის მხოლოდ პირველი ნახევარი ითამაშა,[კომ. 5] რის შემდეგაც თანაგუნდელებმა, ურუგვაელმა ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ქართველი გარემარბი ოვაციების თანხლებით გააცილეს დიდი ფეხბურთიდან.[კომ. 6][კომ. 7][10]
1959–1966 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 35 შეხვედრას ატარებს და 4 ბურთი გააქვს.[11][12] პირველად საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში 1959 წლის 6 სექტემბერს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამოდის.[13] შეხვედრა, რომელიც მოსკოვში იმართება, მასპინძელთა გამარჯვებით (3–1) მთავრდება. პირველი ბურთი სტუმართა კარში 34-ე წუთზე, მატჩის დებიუტანტს, მიხეილ მესხს გააქვს.
საბჭოთა ნაკრების მაისურით, ბოლოჯერ, ასევე, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, 1966 წლის 20 აპრილს, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაშობს. შეხვედრას ბაზელის სანქტ-იაკობ პარკი მასპინძლობს და ფრედ (2–2) მთავრდება.[14]
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, 1969–1991 წლებში მუშაობდა სპეციალიზებულ საბავშვო საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ მწვრთნელად და დირექტორად.[15]
კლუბი | დივიზიონი | სეზონი | ლიგა | თასი | საერთ | ჯამში | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | |||
დინამო თბილისი |
D1 | 1955 | 2 | 0 | - | - | - | - | 2 | 0 |
1956 | 9 | 1 | - | - | 6 | 2 | 15 | 3 | ||
1957 | 15 | 0 | 2 | 0 | 5 | 3 | 22 | 3 | ||
1958 | 21 | 3 | 1 | 0 | 8 | 1 | 30 | 4 | ||
1959 | 21 | 2 | 2 | 1 | 10 | 3 | 33 | 6 | ||
1960 | 22 | 9 | 3 | 1 | 5 | 4 | 30 | 14 | ||
1961 | 25 | 7 | 2 | 2 | 2 | 0 | 29 | 9 | ||
1962 | 20 | 5 | 1 | 0 | 3 | 0 | 24 | 5 | ||
1963 | 34 | 7 | 1 | 0 | 3 | 2 | 38 | 9 | ||
1964 | 24 | 6 | 2 | 0 | 1 | 0 | 27 | 6 | ||
1965 | 20 | 2 | 3 | 0 | - | - | 23 | 2 | ||
1966 | 24 | 3 | - | - | - | - | 24 | 3 | ||
1967 | 22 | 6 | 1 | 1 | 7 | 2 | 30 | 9 | ||
1968 | 22 | 2 | - | - | 2 | 0 | 24 | 2 | ||
1969 | 4 | 1 | - | - | 1 | 0 | 5 | 1 | ||
სულ | 285 | 54 | 18 | 5 | 53 | 17 | 356 | 76 | ||
ლოკომოტივი |
D2 | 1970 | 4 | 0 | 1 | 0 | - | - | 5 | 0 |
სულ | 4 | 0 | 1 | 0 | - | - | 5 | 0 | ||
სულ ჯამში | 289 | 54 | 19 | 5 | 53 | 17 | 361 | 76 |
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 06.09.1959 | მოსკოვი | სსრკ | 3–1 | ჩეხოსლოვაკია | ამხანაგური | 34' | [16] | |
2 | 27.09.1959 | ბუდაპეშტი | უნგრეთი | 0–1 | სსრკ | ევროპის ჩემპიონატი | [17] | ||
3 | 19.05.1960 | მოსკოვი | სსრკ | 7–1 | პოლონეთი | ამხანაგური | [18] | ||
4 | 06.07.1960 | მარსელი | ჩეხოსლოვაკია | 0–3 | სსრკ | ევროპის ჩემპიონატი | [19] | ||
5 | 10.07.1960 | პარიზი | სსრკ | 2–1 | იუგოსლავია | ევროპის ჩემპიონატი | ფინალი | [20] | |
6 | 21.05.1961 | ვარშავა | პოლონეთი | 1–0 | სსრკ | ამხანაგური | [21] | ||
7 | 18.06.1961 | მოსკოვი | სსრკ | 1–0 | თურქეთი | მსოფ. შესარჩევი | [22] | ||
8 | 24.06.1961 | მოსკოვი | სსრკ | 0–0 | არგენტინა | ამხანაგური | [23] | ||
9 | 01.07.1961 | მოსკოვი | სსრკ | 5–2 | ნორვეგია | მსოფ. შესარჩევი | 53' | [24] | |
10 | 23.08.1961 | ოსლო | ნორვეგია | 0–3 | სსრკ | მსოფ. შესარჩევი | 49' | [25] | |
11 | 10.09.1961 | მოსკოვი | სსრკ | 0–1 | ავსტრია | ამხანაგური | [26] | ||
12 | 18.06.1961 | სტამბოლი | თურქეთი | 1–2 | სსრკ | მსოფ. შესარჩევი | [27] | ||
13 | 18.11.1961 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 1–2 | სსრკ | ამხანაგური | [28] | ||
14 | 22.11.1961 | სანტიაგო | ჩილე | 0–1 | სსრკ | ამხანაგური | [29] | ||
15 | 29.11.1961 | მონტევიდეო | ურუგვაი | 1–2 | სსრკ | ამხანაგური | [30] | ||
16 | 11.04.1962 | ლუქსემბურგი | ლუქსემბურგი | 1–3 | სსრკ | ამხანაგური | [31] | ||
17 | 18.04.1962 | სოლნა | შვედეთი | 0–2 | სსრკ | ამხანაგური | [32] | ||
18 | 27.04.1962 | მოსკოვი | სსრკ | 5–0 | ურუგვაი | ამხანაგური | [33] | ||
19 | 31.05.1962 | არიკა | სსრკ | 2–0 | იუგოსლავია | მსოფლიო ჩემპიონატი | [34] | ||
20 | 03.06.1962 | არიკა | სსრკ | 4–4 | კოლუმბია | მსოფლიო ჩემპიონატი | [35] | ||
21 | 03.06.1962 | არიკა | ჩილე | 2–1 | სსრკ | მსოფლიო ჩემპიონატი | [36] | ||
22 | 22.05.1963 | მოსკოვი | სსრკ | 0–1 | შვედეთი | ამხანაგური | [37] | ||
23 | 22.11.1964 | ბელგრადი | იუგოსლავია | 1–1 | სსრკ | ამხანაგური | [38] | ||
24 | 29.11.1964 | სოფია | ბულგარეთი | 0–0 | სსრკ | ამხანაგური | [39] | ||
25 | 16.05.1965 | მოსკოვი | სსრკ | 0–0 | ავსტრია | ამხანაგური | [40] | ||
26 | 23.05.1965 | მოსკოვი | სსრკ | 3–1 | საბერძნეთი | მსოფ. შესარჩევი | [41] | ||
27 | 30.05.1965 | მოსკოვი | სსრკ | 2–1 | უელსი | მსოფ. შესარჩევი | [42] | ||
28 | 27.06.1965 | მოსკოვი | სსრკ | 6–0 | დანია | მსოფ. შესარჩევი | 72' | [43] | |
29 | 04.07.1965 | მოსკოვი | სსრკ | 0–3 | ბრაზილია | ამხანაგური | [44] | ||
30 | 04.09.1965 | მოსკოვი | სსრკ | 0–0 | იუგოსლავია | ამხანაგური | 46' | [45][46] | |
31 | 27.10.1965 | კარდიფი | უელსი | 2–1 | სსრკ | მსოფ. შესარჩევი | [47] | ||
32 | 21.11.1965 | რიო-დე-ჟანეირო | ბრაზილია | 2–2 | სსრკ | ამხანაგური | 46' | [48] | |
33 | 01.12.1965 | ბუენოს-აირესი | არგენტინა | 1–1 | სსრკ | ამხანაგური | 65' | [49] | |
34 | 23.02.1966 | სანტიაგო | ჩილე | 0–2 | სსრკ | ამხანაგური | 46' | [50] | |
35 | 20.04.1966 | ბაზელი | შვეიცარია | 2–2 | სსრკ | ამხანაგური | 66' | [51] | |
2005 წელს ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა, ასევე, ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონს მიხეილ მესხის სახელი მიენიჭა.
2014 წლის 19 ნოემბერს, თბილისის „დინამოს“ მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველად მოგების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებითა და დაფინანსებით, ასევე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ხსოვნის უკვდავსაყოფად და ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად მისივე სახელობის სტადიონზე აღიმართა ცნობილი ქართველი მოქანდაკის გიორგი შხვაცაბაიას მიერ შექმნილი მიხეილ მესხის ძეგლი. ნატურალური ზომის ძეგლი ბრინჯაოშია ჩამოსხმული და გრანიტის კვარცხლბეკზე დგას.[52][კომ. 8][53][კომ. 9]
საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად.[56] სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების, ასევე, ფეხბურთის გულშემატკივრებისა და მისი თანაგუნდელების შეფასებით, შედის იმ ფეხბურთელთა რიცხვში, რომელთაც თბილისის „დინამოს“ ისტორიაში განუმეორებელი კვალი დატოვეს.[57][კომ. 10][კომ. 11]
როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა გამორჩეული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით. სლავა მეტრეველთან ერთად, იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვისი თამაშითაც მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ გაიცნო ქართული ფეხბურთი.[58][კომ. 12]
ფლობდა ფენომენალურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ თამაშის სტილსა და საფეხბურთო ტექნიკას, რასაც ხაზგასმით აღნიშნავდა მსოფლიო სპორტული პრესა და რაც განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა მისი თამაშის მნახველ მაყურებელს.[59]
1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და ერთი გოლის ავტორი.[60][კომ. 13][61][კომ. 14][62][კომ. 15][63]
1965 წლის 16 თებერვალს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.
შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ექვსჯერ აღიარებული იყო საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო მარცხენა გარემარბად.[64][65][კომ. 16][66]
1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე მიხეილ მესხი 679 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[67][68]
1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, ფეხბურთის გულშემატკივრებმა[კომ. 17] საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მიხეილ მესხი დასახელდა.[55][69][კომ. 18][70][კომ. 19]
2004 წელს, ფიფა-ს საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტამ გამოსცა 4-მარკიანი სერია. ერთ-ერთზე, 50 თეთრის ღირებულების საფოსტო მარკაზე მიხეილ მესხია გამოსახული.[71]
თემატური საიტები |
---|
AFS · Biograph.ru · FootballDatabase.eu · Football in USSR · FootballFacts.ru · FootballPlayers.ru · MyFootballFacts · National Football Teams.com · Rusteam.Permian.ru · Sports.ru · Transfermarkt |
ლექსიკონები და ენციკლოპედიები |
---|
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ქართველი სპორტსმენები · დიდი რუსული ენციკლოპედია |
გენეალოგია და ნეკროპოლისტიკა |
---|
geonecropol.com · Спортивный некрополь |
ვიდეო |
---|
საუკუნის პორტრეტები · უცნობი ისტორიები · მიხეილ მესხი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.