Famitsu
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Famitsu — იაპონური ვიდეო თამაშების ჟურნალი, რომელსაც უშვებს კომპანია Kadokawa Game Linkage. ჟურნალი გაყიდვაში ორი ფორმატით გამოდის: ყოველკვირეულად და ყოველთვიურად, და ასევე სპეციალური თემატური გამოცემის სახით, რომელიც ეძღვნება მხოლოდ ერთი კონსოლის, ვიდეო თამაშის, კომპანიისა და სხვა თემების განხილვას. Shūkan Famitsū („ყოვლკვირეული Famitsu“) არის ჟურნალის ორიგინალური გამოცემა, რომელიც ითვლება ყველაზე წაკითხვად და დაფასებულ ჟურნალად ვიდეო თამაშების სიახლეების ჟურნალებს შორის.[2][3][4] 2011 წლის 28 ოქტომბრიდან Enterbrain-მა დაიწყო ჟურნალის ყოველკვირეული ციფრული ვერსიის გამოშვება ექსკლუზიურად საიტ BookWalker-ზე.[5][6]
Remove ads
ისტორია
ფამიცუს პირველი ნომერი გამოქვეყნდა 1986 წლის 6 ივნისს „Famicom Tsūshin“-ის სახელწოდებით (ქართ. „Famicom-ის სიახლეები“). 1991 წლის 19 ივლისს ჟურნალს დაერქვა სახელი „Shūkan Famicom Tsūshin“. („Famicom-ის ყოველკვირეული სიახლეები“), ასევე დაიწყო ყოველთვიური ჟურნალის „Gekkan Famicom Tsūshin“-ის გამოცემა (ქართ. „Famicom-ის ყოველთვიური სიახლეები“). 1996 წლის დასაწყისში ჟურნალების დასახელებები შემოკლდა და დაერქვათ Shūkan Famitsū (ქართ. „ყოველკვირეული Famitsū“) და „Gekkan Famitsū“ (ქართ. „ყოველთვიური Famitsū“).
Remove ads
Famitsū-ს სპეციალური თემები
Famitsū აქვეყნებს ცალკეულ ჟურნალებს, რომელიც ეხება კონკრეტულ კონსოლსა და სხვადასხვა თემას. ამჟამად მიმოქცევაშია:
- Entamikusu — იგი ქვეყნდება შედარებით ხანდაზმული აუდიტორიისთვის და მოიცავს რეტროგეიმინგს. გამოიცემა ყოველთვიურად 2010 წლის ნოემბრიდან.
- Famitsū Connect — გათვლილია ონლაინ თამაშებზე.
- Famitsū DS+Wii — იგი მოიცავს მხოლოდ Nintendo-ს პლატფორმებს (დღესდღეობით Nintendo 3DS-სა და Wii U).
- Famitsū GREE — ეხება მობილური თამაშების თემებს.
- Famitsū Mobage — Famitsū GREE-ის მსგავსად მოიცავს მობილურ თამაშებს.
Remove ads
შეფასებები
საიტი თამაშს აფასებს 40 ბალიანი სისტემით. დღესდღეობით მხოლოდ 30-მა თამაშმა მიიღო უმაღლესი ქულა. ქვემოთ ქრონოლოგიური სახით წარმოდგენილია თამაშების სია:
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებსაიტი (იაპონური)
- Famitsu-ს შეფასებების არქივი
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads

