ლიონელ მესის სანაკრებო მატჩები და გოლები
სტატია-სია ვიკიმედიაში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ლიონელ მესი — ყველა დროის აბსოლუტური რეკორდსმენი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი ბურთების რაოდენობის მიხედვით — თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას 2005 წლიდან იცავს. მას შემდეგ მან 2025 წლის 11 ივნისის მონაცემებით „ალბისელესტეს“ შემადგენლობაში 193 მატჩი ჩაატარა და 112 ბურთი გაიტანა.[2][3][4][5]

მესი ეროვნულ ნაკრებში პირველად ხოსე პეკერმანმა მიიწვია, რომელიც „ალბისელესტეს“ 2004 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის ივნისის ჩათვლით ედგა სათავეში. მან ამ პოსტზე ცნობილი არგენტინელი ფეხბურთის სპეციალისტი მარსელო ბიელსა შეცვალა. პეკერმანის ხელმძღვანელობით არგენტინელებმა 27 შეხვედრა გამართეს, რომელთაგან 14 მოიგეს, 6 დათმეს და 7 ფრედ დაამთავრეს.
მესის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2005 წლის 17 აგვისტოს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მატჩი ბუდაპეშტის ფერენც პუშკაშის სტადიონზე გაიმართა და მას 27 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. არგენტინელთა ღირსებას იცავდნენ: ლეო ფრანკო, რობერტო აიალა, გაბრიელ ჰაინცე, ლუკას ბერნარდი, ანდრეს დ'ალესანდრო,[კომ. 1] ლუჩო გონსალესი,[კომ. 2] მაქსი როდრიგესი, ლიონელ სკალონი, ხუან პაბლო სორინი, ერნან კრესპო, ლისანდრო ლოპესი. მესი შეხვედრის 64-ე წუთზე ლისანდრო ლოპესის ნაცვლად შემოვიდა მოედანზე, თუმცა თამაშში ჩართვიდან ნახევარ წუთში მეტოქესთან ორთაბრძოლისას წესების დარღვევისთვის შეხვედრის მსაჯისგან წითელი ბარათი მიიღო და მინდორი დატოვა.[კომ. 3][6] შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით 2–1 დამთავრდა.[7]
თავისი პირველი სანაკრებო გოლი 2006 წლის 1 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ხორვატიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მეკარე სტიპე პლეტიკოსას კარში მატჩის მეექვსე წუთზე გაიტანა. შეხვედრა ბაზელის „სანქტ-იაკობ პარკის“ სტადიონზე გაიმართა და მას 13 138 მაყურებელი დაესწრო. არგენტინელთა ღირსებას იცავდნენ: რობერტო აბონდანსიერი, ნიკოლას ბურდისო, ვალტერ სამუელი, ფაბრისიო კოლოჩინი,[კომ. 4] მარტინ დემიკელისი, ესტებან კამბიასო, ლეონარდო პონსიო, ხუან რომან რიკელმე, ლიონელ მესი, ერნან კრესპო,[კომ. 5] კარლოს ტევესი.[კომ. 6] შეხვედრა ხორვატებმა 3–2 მოიგეს.[8]
2006 წლის 16 ივნისს სერბეთისა და მონტენეგროს ეროვნული ნაკრების[კომ. 7]კარში გატანილი ბურთის წყალობით, მესი გახდა არგენტინის ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო 18 წლის და 357 დღის ასაკში.[9][10]
1996 წლიდან 2016 წლამდე მეტოქეთა კარში გატანილი 54 ბურთით — არგენტინის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირის წოდებას გაბრიელ ბატისტუტა ფლობდა.
2016 წლის 21 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ კოპა ამერიკის ნახევარფინალში ლიონელ მესის მიერ მასპინძელთა ეროვნული გუნდის კარში გატანილი ბურთით მან ოცი წლის განმავლობაში მოქმედი ბატისტუტას რეკორდი გააუმჯობესა და არგენტინის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.[11][კომ. 8][12][13]
მესის სანაკრებო კარიერაში ეს ისტორიული მატჩი ჰიუსტონის ენ-არ-ჯი სტადიონზე[კომ. 9] შედგა და მას 70 858 მაყურებელი დაესწრო. არგენტინელთა ღირსებას იცავდნენ: სერხიო რომერო, რამირო ფუნეს მორი, გაბრიელ მერკადო, ნიკოლას ოტამენდი, მარკოს როხო,[კომ. 10] ხავიერ მასკერანო, ევერ ბანეგა, აუგუსტო ფერნანდესი,[კომ. 11] ლიონელ მესი, გონსალო იგუაინი, ესეკიელ ლავესი.[კომ. 12] შეხვედრა არგენტინელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით — 4–0 დამთავრდა.[14]
2021 წლის 9 სექტემბერს ბოლივიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრაში მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავისი სანაკრებო გოლებიდან რიგით 77-ე, 78-ე და 79-ე ბურთი გაიტანა, რითაც 1971 წლის 11 ივლისიდან — 50 წლის განმავლობაში მოქმედი პელეს რეკორდი მოხსნა და ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო სამხრეთამერიკელი სანაკრებო ბომბარდირის წოდება დაისაკუთრა.[15]
მატჩი ბუენოს-აირესის „ელ მონუმენტალზე“ გაიმართა და მას 17 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. არგენტინელთა ღირსებას იცავდნენ: ხუან მუსო, ნიკოლას ოტამენდი,[კომ. 13] ხერმან პესელია, მარკოს აკუნია, როდრიგო დე პაული,[კომ. 14] ანხელ დი მარია,[კომ. 15] ალეხანდრო გომესი,[კომ. 16] ლეანდრო პარედესი, ლიონელ მესი და ლაუტარო მარტინესი.[კომ. 17][16]
2025 წლის 6 ივნისის მონაცემებით მესის ანგარიშზეა ცხრა სანაკრებო ჰეთ-თრიკი და ერთი პენტა-თრიკი (5 გოლი ერთ მატჩში).[17] ყველაზე მეტი ბურთი მას ბოლივიის ეროვნული ნაკრების კარში აქვს გატანილი — 2015 (2), 2016 (1), 2021 (5), 2024 (3). საერთო ჯამში ბოლივიელთა კარის აღება მან 11-ჯერ შეძლო.
Remove ads
მატჩები და გოლები
არგენტინის ეროვნულ ნაკრებში
არგენტინის ოლიმპიურ ნაკრებში
არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებში
Remove ads
მსოფლიო ჩემპიონატზე
2006 წლის 16 ივნისს პირველი მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც იმ წელს გერმანიამ უმასპინძლა. ეს იყო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა, რომელშიც არგენტინელები სერბეთისა და მონტენეგროს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ. მატჩი გელზენკირხენის „ფელტინს არენაზე“ შედგა და მას 52 000 მაყურებელი დაესწრო. არგენტინელთა ღირსებას იცავდნენ: რობერტო აბონდანსიერი, ნიკოლას ბურდისო, რობერტო აიალა, გაბრიელ ჰაინცე, ხუან პაბლო სორინი, ხავიერ მასკერანო, ლუჩო გონსალესი,[კომ. 21] ხუან რომან რიკელმე, მაქსი როდრიგესი,[კომ. 22] ხავიერ სავიოლა[კომ. 23] და ერნან კრესპო. შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით 6–0 დამთავრდა.[259][260]
საერთო ჯამში მესიმ მსოფლიოს 5 ჩემპიონატის 26 შეხვედრაში 13 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.[261] მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით იგი მსოფლიოს ყველა დროის, ხოლო გატანილი ბურთების რაოდენობით კი არგენტინის ყველა დროის აბსოლუტური რეკორდსმენია. მესის შემდეგ არგენტინელთაგან 10 გატანილი ბურთით მოდის გაბრიელ ბატისტუტა,[262] რვა-რვა ბურთი აქვთ გატანილი გილიერმო სტაბილეს[263] და დიეგო მარადონას.[264][265][266]
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი
მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებულ 26 შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად იგი 11-ჯერ დასახელდა, რაც ყველა დროის აბსოლუტური რეკორდია ამ კატეგორიის ფარგლებში მინიჭებული ჯილდოების რაოდენობის მხრივ.[267] მესი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ შეხვედრაში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა (2006 წლის მუნდიალზე სერბეთი-ჩერნოგორიასთან, 2022 წლის მუნდიალზე — მექსიკასთან, ნიდერლანდებთან და ხორვატიასთან).
ქვემოთ მოყვანილია ის მატჩები, რომლებშიც საუკეთესო ფეხბურთელად მესი დასახელდა.
Remove ads
კოპა ამერიკაზე
2007 წლის 28 ივნისს პირველი მატჩი ჩაატარა კოპა ამერიკაზე, რომელსაც იმ წელს ვენესუელამ უმასპინძლა. ეს იყო ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა, რომელშიც არგენტინელები შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ. მატჩი მარაკაიბოს „ესტადიო ხოსე პაჩენჩო რომეროზე“ შედგა და მას 34 500 მაყურებელი დაესწრო. არგენტინელთა ღირსებას იცავდნენ: რობერტო აბონდანსიერი, გაბრიელ მილიტო, რობერტო აიალა, ხავიერ მასკერანო, გაბრიელ ჰაინცე, ესტებან კამბიასო,[კომ. 24] ხუან რომან რიკელმე, ხუან სებასტიან ვერონი,[კომ. 25] ხავიერ ძანეტი, ლიონელ მესი,[კომ. 26] ერნან კრესპო. შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა.[272]
2007–2024 წლებში მესიმ კოპა ამერიკის შვიდივე გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა და მის ფარგლებში გამართულ 39 შეხვედრაში 14 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა. არგენტინელი ფეხბურთელებიდან მესის შემდეგ ყველაზე მეტი შეხვედრა ამ ტურნირზე ხავიერ მასკერანოს აქვს ჩატარებული, რომელმაც 2004–2016 წლებში ხუთ კოპა ამერიკაზე იასპარეზა და 26-ჯერ დაიცვა თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსება.
2021 წლის კოპა ამერიკა იყო რიგით მეექვსე ტურნირი მის სანაკრებო კარიერაში, რომელში მონაწილეობის შემდეგაც იგი გახდა პირველი არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც ექვს კოპა ამერიკაზე იასპარეზა.[273]
2021 წლის 28 ივნისს, ამავე ტურნირზე, მესიმ თავის სანაკრებო კარიერაში რიგით 148-ე შეხვედრა ითამაშა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენის წოდება დაისაკუთრა — ეს იყო ბოლივიის ნაკრებთან გამართული ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა, რომელშიც მან დუბლი შეასრულა. მატჩი კუიაბას „არენა პანტანალზე“ გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა.
2021 წლის კოპა ამერიკის გათამაშების შემდეგ იგი გახდა ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ ტურნირზე ერთდროულად საუკეთესო ფეხბურთელის, ბომბარდირისა და ასისტენტის (საგოლე გადაცემის ავტორი) წოდება მოიპოვა და ამავე დროს ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.[274][275]
Remove ads
მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩები
მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩების ექვსი ციკლის ფარგლებში მესიმ სულ 71 შეხვედრა ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა, მათ შორის:
- 4 გოლი (2007–2009 წლების შესარჩევ ეტაპზე)[კომ. 27]
- 10 გოლი (2011–2013)[კომ. 28]
- 7 გოლი (2015–2017)
- 7 გოლი (2020–2022)[კომ. 29]
- 6 გოლი (2023–2025)[276][კომ. 30][277][კომ. 31][278]
Remove ads
ჰეთ-თრიკები
პირველი სანაკრებო ჰეთ-თრიკი მესიმ 2012 წლის 29 თებერვალს, შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებთან გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში შეასრულა. მატჩი ბერნის „სტად დე სუისზე“ გაიმართა და მას 30 250 მაყურებელი დაესწრო. არგენტინელთა ღირსებას იცავდნენ: სერხიო რომერო, უგო კამპანიარო, ფედერიკო ფერნანდესი, ესეკიელ გარაი, პაბლო საბალეტა, ხავიერ მასკერანო, როდრიგო ბრანია,[კომ. 32] მაქსი როდრიგესი,[კომ. 33] ხოსე სოსა, ლიონელ მესი და სერხიო აგუერო.[კომ. 34] შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით — 3–1 დამთავრდა.
Remove ads
გოლების სტატისტიკა
- განახლდა: 10 ივნისი, 2025
- ცხრა მატჩი და ხუთი გოლი 2005 წლის 20-წლამდე ფეხბურთელთა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე, შვიდი მატჩი და ექვსი გოლი 2005 წლის 20-წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე
- 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის მატჩები
- მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული მატჩები
- მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჩატარებული მატჩები
- ექვსი მატჩი და ორი გოლი კოპა ამერიკაზე, ოთხი მატჩი და ორი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
- ოთხი მატჩი კოპა ამერიკაზე, ოთხი მატჩი და ორი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
- კოპა ამერიკაზე ჩატარებული მატჩები
- ხუთი მატჩი და სამი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხუთი მატჩი და სამი გოლი კოპა ამერიკა სენტენარიოზე (ესპ. Copa América Centenario)
- შვიდი მატჩი და ოთხი გოლი კოპა ამერიკაზე, ცხრა მატჩი და ხუთი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
- ორი მატჩი და ერთი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ერთი მატჩი არტემიო ფრანკის თასზე, შვიდი მატჩი და შვიდი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე
- ხუთი მატჩი და სამი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
- ხუთი მატჩი და ერთი გოლი კოპა ამერიკაზე, ოთხი მატჩი და სამი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
Remove ads
გალერეა
- 26.06.2018[კომ. 35]
- 26.06.2018[კომ. 36]
- 26.06.2018[კომ. 37]
- 21.06.2014[კომ. 38]
- 21.06.2014[კომ. 39]
- 13.07.2014[კომ. 40]
- 13.07.2014[კომ. 41]
- 03.07.2010[კომ. 42]
- 03.07.2010[კომ. 43]
- 03.07.2010[კომ. 44]
- 09.02.2011[კომ. 45]
- 09.02.2011[კომ. 46]
- 09.02.2011[კომ. 47]
- 09.02.2011[კომ. 48]
- 01.07.2011[კომ. 49]
- 29.02.2012[კომ. 50]
- 29.02.2012[კომ. 51]
- 10.10.2017[კომ. 52]
- 10.10.2017[კომ. 53]
- 10.10.2017[კომ. 54]
Remove ads
სანაკრებო მიღწევები და რეკორდები
- ყველაზე მეტი მატჩი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში: 192[302]
- ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 113 გოლი[302]
- ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ასისტენტი: 59 საგოლე გადაცემა[303]
- ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი კოპა ამერიკაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით: 39 მატჩი[304]
- ნაკრებისა და მსოფლიოს ყველა დროის რეკორდსმენი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით: 26 მატჩი[302]
- ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი ბურთების რაოდენობით: 13 გოლი[302]
- ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებში გატანილი ბურთების რაოდენობით: 34 გოლი
- სამხრეთ ამერიკის ყველა დროის რეკორდსმენი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებში გატანილი ბურთების რაოდენობით: 34 გოლი
- ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში გატანილი ბურთების რაოდენობით: 51 გოლი
- ერთადერთი არგენტინელი, რომელსაც კონმებოლში შემავალი ყველა ეროვნული ნაკრების კარში აქვს გოლი გატანილი[305]
- ერთადერთი არგენტინელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ხუთ ფინალურ ეტაპზე აქვს მონაწილეობა მიღებული[303]
- ერთადერთი არგენტინელი, რომელმაც შვიდ კოპა ამერიკაზე ითამაშა[304]
- ერთადერთი არგენტინელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ ფინალურ ეტაპზე აქვს გოლი გატანილი[303]
- ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა: 18 წლის და 357 დღის ასაკში
- ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო: 18 წლის და 357 დღის ასაკში[306]
- ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე საგოლე გადაცემა გააკეთა
- ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დასახელდა: 2014, 2022[307]
- ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების კაპიტნის სამკლაურით ისაპარეზა: 22 წლის და 363 დღის ასაკში[308]
- ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებში 100 მატჩი ითამაშა: 27 წლის და 361 დღის ასაკში
- ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა[302]
Remove ads
ფაქტები
2022 წლის 22 ნოემბერს, კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მე-10 წუთზე თერთმეტმეტრიანიდან გატანილი გოლით მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის უკვე მეოთხე ფინალურ ეტაპზე შეძლო მეტოქის კარის აღება, რაც არგენტინელ ფეხბურთელთა შორის ახალი რეკორდია. ამავე გოლით მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მან პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე 2006 წლის 16 ივნისს გაიტანა, შესაბამისად, ამ ორ გატანილ გოლს შორის თექვსმეტ წელზე მეტი გავიდა, რაც ტურნირის აბსოლუტურ რეკორდს წარმოადგენს.[309]
2022 წლის 26 ნოემბერს, კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში მექსიკის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი 21-ე შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით დიეგო მარადონას გაუთანაბრდა. ამავე მატჩში მან მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი მერვე ბურთი გაიტანა, რითაც გილიერმო სტაბილესა და დიეგო მარადონას შედეგი გაიმეორა.[310][311][კომ. 55] ამავე შეხვედრაში ენცო ფერნანდესმა მისი გადაცემის შემდეგ მეორე გოლი შეაგდო, რის შემდეგაც მესი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ხუთ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე საგოლე პასის გაკეთება შეძლო — 2006 (1), 2010 (1), 2014 (1), 2018 (2), 2022 (1). ამავე შეხვედრის შემდეგ მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში (18 წლის და 357 დღის) და შემდეგ უკვე ყველაზე ასაკოვანმა (35 წლის და 155 დღის) ერთ შეხვედრაში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

2022 წლის 30 ნოემბერს, კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში პოლონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი 22-ე შეხვედრა ჩაატარა. შესაბამისად, ამ მაჩვენებლით დიეგო მარადონას ერთი მატჩით გაუსწრო და მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით არგენტინელ ფეხბურთელთა შორის ერთპიროვნული ლიდერი და ყველა დროის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.[312][313] ამავე შეხვედრაში მესიმ პენალტი ვერ გაიტანა, რის შემდეგაც ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ორი პენალტის გატანა ვერ შეძლო,[კომ. 56][314][315] — პირველად პენალტის გატანა მან წინა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოახერხა, როდესაც ისლანდიელთა მეკარე ჰანეს ჰალდოურსონის კარი ვერ აიღო.[316][317]
2022 წლის 30 ნოემბერს ლიონელ მესი გახდა ყველაზე ასაკოვანი (35 წლის და 159 დღის) მოთამაშე (1966 წლიდან), რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში შექმნა ხუთზე მეტი (5+) საგოლე შესაძლებლობა და ხუთზე მეტი (5+) შედეგიანი დრიბლინგი განახორციელა. მანამდე რეკორდი ეკუთვნოდა დიეგო მარადონას, რომელმაც ასეთივე შედეგი ნიგერიის წინააღმდეგ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრაში დააფიქსირა.[318]
2022 წლის 3 დეკემბერს, კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში ავსტრალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი 23-ე შეხვედრა ჩაატარა.[კომ. 57]
2022 წლის 18 დეკემბერს, კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი 26-ე შეხვედრა ჩაატარა, შესაბამისად ამ მაჩვენებლით ლოთარ მათეუსს გაუსწრო და მსოფლიოს ყველა დროის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.[319] ამ შეხვედრაში გაკეთებული დუბლით კი მან პელეს 52-წლიანი რეკორდი (12 გოლი და 8 საგოლე პასი) მოხსნა და გოლი + საგოლე პასის სისტემით მსოფლიოს ყველა დროის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა (13 გოლი და 8 საგოლე პასი).[320] ამავე მატჩში მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის წუთების რაოდენობით (2314 წუთი) პაოლო მალდინის 20-წლიანი რეკორდი (2217 წუთი) გააუმჯობესა და ამ მაჩვენებლითაც მსოფლიოს ყველა დროის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.[321][322][319]
2022 წლის 18 დეკემბერს, მესი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში მის ყველა ეტაპზე შეძლო გოლის გატანა (მან მეტოქეთა კარი ჯგუფურ ეტაპზე აიღო ორჯერ, მერვედფინალში, მეოთხედფინალში და ნახევარფინალში თითოჯერ და ფინალშიც ორჯერ), რაც მანამდე არავის არცერთ მუნდიალზე არ გაუკეთებია.[323]
არგენტინის ნაკრებში 2022 წელს ჩატარებულ 14 მატჩში მესიმ 18 გოლის გატანა შეძლო, რაც მის სანაკრებო კარიერაში საუკეთესო შედეგია. ამ მაჩვენებლით აქამდე მისი საუკეთესო სანაკრებო კალენდარული წელი 2012 იყო, როდესაც 9 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.
კოპა ამერიკაზე ჩატარებულ 34 შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად იგი 10-ჯერ დასახელდა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია ამ ტურნირის ისტორიაში.
მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე კაპიტნის რანგში რეკორდული 19 მატჩი ჩაატარა. შემდეგ მოდიან რაფაელ მარკესი (17) და დიეგო მარადონა (16).[319]
მსოფლიო ჩემპიონატისა და 20-წლამდელ ფეხბურთელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA U-20) საუკეთესო ფეხბურთელისათვის დაწესებული Adidas-ის ოქროს ბურთი ისტორიაში მხოლოდ ორ ფეხბურთელს — დიეგო მარადონასა (1979, 1986) და ლიონელ მესის (2005, 2014) გადაეცათ.[კომ. 58]
მეტოქეთა კარში გატანილი 112 ბურთიდან მესიმ 2 ბურთი თავით, 11 ბურთი მარჯვენა ფეხით, ხოლო 99 ბურთი მარცხენა ფეხით შეაგდო; აქედან 11 ბურთი საჯარიმო დარტყმით, 24 ბურთი პენალტით, 6 ბურთი სოლო რეიდის შემდეგ, 9 — მეტოქის მეკარის ან მცველების მიერ მოგერიებულ ან ასხლეტილ ბურთზე დასწრებაზე თამაშის დროს, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში მეტოქეთა კარი თამაშიდან აიღო.
მესიმ თავისი სანაკრებო 112 ბურთი მეტოქეთა 63 მეკარის კარში გაიტანა. აქედან ყველაზე მეტი (6 ბურთი სამ მატჩში) მან ბოლივიელთა მეკარე კარლოს ლამპეს კარში შეაგდო. 5 ბურთი (ერთ მატჩში) გაიტანა ესტონელთა მეკარე მატვეი იგონენის კარში. ოთხჯერ აიღო (სამ მატჩში) ურუგვაელთა მეკარე ფერნანდო მუსლერას კარი. ასევე, ოთხჯერ გაუტანა (ოთხ მატჩში) ჩილელთა მეკარე კლაუდიო ბრავოს. სამ-სამჯერ აიღო რაფაელ კაბრალის (ბრაზილია), რიკარდო ხერესის (გვატემალა), გატიტო ფერნანდესის (პარაგვაი), მაქსიმო ბანგერას (ეკვადორი), ხაიმე პენედოს (პანამა), ჯონი პლასიდის (ჰაიტი), ელოი ვიქტორ რომის (კიურასაო) და გილიერმო ვისკარას (ბოლივია) კარები.
მეკარეები, რომელთა კარის აღებაც მესიმ შეძლო
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- ლიონელ მესის ოფიციალური საიტი
- World Youth Cup (U-20) 2005 (Netherlands)
- FIFA World Youth Championship Netherlands 2005 Technical Report
- Lionel Messi in the World Cups
- Argentina Players with the Most Games Played in The World Cup
- The international football records Messi owns and is chasing
Remove ads
კომენტარები
- შეხვედრის 90-ე წუთზე ანდრეს დ'ალესანდრო მარიო სანტანამ შეცვალა.
- მატჩის 82-ე წუთზე ლუჩო გონსალესის ნაცვლად პაბლო საბალეტა.
- ფეხბურთის სპეციალისტების დიდი უმრავლესობის აზრით მსაჯის ასეთი გადაწყვეტილება არ იყო მართებული და არ გამომდინარეობდა სათამაშო ეპიზოდის ობიექტური და სამართლიანი შეფასებიდან.
- შეხვედრის მე-60-ე წუთზე ფაბრისიო კოლოჩინი ლუჩო გონსალესმა შეცვალა.
- შეხვედრის 75-ე წუთზე ერნან კრესპოს ნაცვლად დიეგო მილიტო.
- მატჩის 68-ე წუთზე კარლოს ტევესის ნაცვლად თამაშში ჩაერთო პაბლო აიმარი.
- სერბეთისა და მონტენეგროს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (სერბ. Фудбалска репрезентација Србије и Црне Горе [Fudbalska reprezentacija Srbije i Crne Gore]) — აღნიშნული ეროვნული გუნდი 2003–2006 წლებში ამ სახელწოდებით ასპარეზობდა საფეხბურთო ტურნირებზე. 2006 წლიდან სერბეთის ეროვნული ნაკრები და მონტენეგროს ეროვნული ნაკრები დამოუკიდებლად განაგრძობენ ასპარეზობას.
- აღნიშნული შეხვედრის 32-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გატანილი ეს ბურთი იყო მატჩის რიგით მეორე, ხოლო მისი სანაკრებო გოლებიდან რიგით 55-ე გოლი.
- შეხვედრის 84-ე წუთზე მარკოს როხოს ნაცვლად ვიქტორ კუესტა.
- 59-ე წუთზე აუგუსტო ფერნანდესის ნაცვლად ლუკას ბილია.
- მატჩის 67-ე წუთზე ესეკიელ ლავესის ნაცვლად ერიკ ლამელა.
- 82-ე წუთზე ნიკოლას ოტამენდის ნაცვლად ლუკას მარტინესი.
- 82-ე წუთზე როდრიგო დე პაულის ნაცვლად ესეკიელ პალასიოსი.
- 71-ე წუთზე ანხელ დი მარიას ნაცვლად ნიკოლას გონსალესი.
- მატჩის 62-ე წუთზე ალეხანდრო გომესის ნაცვლად ხოაკინ კორეა.
- მატჩის 71-ე წუთზე ლაუტარო მარტინესის ნაცვლად ანხელ კორეა.
- 2021 წლის 10 ოქტომბერს ბუენოს-აირესში ურუგვაის ეროვნულ ნაკრებთან გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში გატანილი გოლით მესიმ გააუმჯობესა ლუის სუარესის რეკორდი და კონმებოლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშების ციკლში გატანილი ბურთების რაოდენობით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
- 2022 წლის 25 მარტს მესიმ ვენესუელის ეროვნული გუნდის კარში თავისი 28-ე ბურთი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშების ფარგლებში. ამავე წლის 29 მარტს ურუგვაი-ჩილეს შეხვედრაში ლუის სუარესმა აღნიშნული ციკლის ფარგლებში 30-ე ბურთი შეაგდო და კვლავ სათავეში ჩაუდგა ბომბარდირთა სიას კონმებოლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში გატანილი ბურთების რაოდენობით.
- მატჩის მე-17 წუთზე ლუჩო გონსალესის ნაცვლად ესტებან კამბიასო.
- 75-ე წუთზე მაქსი როდრიგესის ნაცვლად ლიონელ მესი.
- შეხვედრის 59-ე წუთზე ხავიერ სავიოლა კარლოს ტევესმა შეცვალა.
- მატჩის 58-ე წუთზე ესტებან კამბიასოს ნაცვლად პაბლო აიმარი.
- შეხვედრის 87-ე წუთზე ვერონის ნაცვლად ფერნანდო გაგო.
- შეხვედრის 79-ე წუთზე ლიონელ მესის ნაცვლად კარლოს ტევესი.
- არგენტინელთაგან ამ ციკლის ფარგლებში მესის მსგავსად ოთხ-ოთხი ბურთი გაიტანეს აგრეთვე სერხიო აგუერომ და ხუან რომან რიკელმემ.
- არგენტინელთაგან ამ ციკლის ფარგლებში მესის შემდეგ 9 გატანილი ბურთით ყველაზე შედეგიანი იყო გონსალო იგუაინი, მესამე საუკეთესო შედეგი ჰქონდა სერხიო აგუეროს, რომელმაც ხუთჯერ აიღო მეტოქეთა კარი.
- ამ ციკლის ფარგლებში 7 ბურთი გაიტანა ლაუტარო მარტინესმაც.
- ლიონელ მესიმ 2023 წლის 7 სექტემბერს ეკვადორის ნაკრებთან გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში გატანილი გოლით ლუის სუარესის რეკორდი გაიმეორა სამხრეთამერიკელ ფეხბურთელთა შორის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით (29–29).
- ლიონელ მესიმ 2023 წლის 18 ოქტომბერს პერუს ნაკრებთან გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში გატანილი ორი გოლით ლუის სუარესის რეკორდი დაამხო სამხრეთამერიკელ ფეხბურთელთა შორის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით (31–29) და სამხრეთ ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იხ. Reuters. Lionel Messi became the all-time top scorer in South American World Cup qualifying with both goals in Argentina's 2-0 win over Peru.
- შეხვედრის 46-ე წუთზე როდრიგო ბრანია ფერნანდო გაგომ შეცვალა.
- მატჩის 70-ე წუთზე მაქსი როდრიგესის ნაცვლად ედუარდო სალვიო.
- 81-ე წუთზე სერხიო აგუეროს ნაცვლად გონსალო იგუაინი.
- მესი ნაკრებში ნიგერიის ნაკრებთან თამაშის წინ. 26 ივნისი, 2018.
- ნიგერიის ნაკრების კარში გოლის გატანის შემდეგ. 26 ივნისი, 2018.
- ნიგერიის ნაკრების კარში გოლის გატანის შემდეგ. 26 ივნისი, 2018.
- მესის გოლი ირანის ნაკრების კარში. 21 ივნისი, 2014.
- ირანის ნაკრების კარში გოლის გატანის შემდეგ. 21 ივნისი, 2014.
- ეპიზოდი 2014 წლის მუნდიალის ფინალიდან.
- ეპიზოდი 2014 წლის მუნდიალის ფინალიდან.
- ეპიზოდი 2010 წლის მუნდიალის მეოთხედფინალიდან.
- მარცხნიდან: ჟერომ ბოატენგი, მესი და ლუკას პოდოლსკი. ეპიზოდი 2010 წლის მუნდიალის არგენტინა-გერმანიის მეოთხედფინალიდან.
- მარცხნიდან: ლუკას პოდოლსკი, მესი და ანხელ დი მარია. 3 ივლისი, 2010.
- მესი ნაკრებში პორტუგალიის ნაკრებთან თამაშის წინ. 9 თებერვალი, 2011.
- მესი პორტუგალიის ნაკრებთან თამაშისას. 9 თებერვალი, 2011.
- მესი ბრუნუ ალვეშის წინააღმდეგ, პორტუგალიასთან თამაშისას. 9 თებერვალი, 2011.
- მესი პორტუგალიის ნაკრებთან თამაშისას. 9 თებერვალი, 2011.
- კოპა ამერიკაზე გამართული არგენტინა-ბოლივიის მატჩის ფრაგმენტი, 1 ივლ. 2011.
- მესის პენალტი შვეიცარიის ნაკრების კარში. 29 თებერვალი, 2012.
- სერხიო აგუერო და მესი შვეიცარიის ნაკრებთან თამაშის დროს. 29 თებერვალი, 2012.
- ეკვადორის ეროვნულ ნაკრებთან თამაშის დაწყების წინ. 10 ოქტომბერი, 2012.
- ხავიერ მასკერანო და მესი ეკვადორის ნაკრებთან თამაშის წინ. 10 ოქტომბერი, 2012.
- მესი ეკვადორის ეროვნულ ნაკრებთან თამაშის დროს. 10 ოქტომბერი, 2012.
- Messi drew level with Diego Maradona on eight World Cup goals and moved two behind national team record holder Gabriel Batistuta's haul of 10. იხ. Key stat / Messi inspires Argentina to crucial Mexico victory
- Lionel Messi is the first player in History to have 2 penalties saved in the World Cup. იხ. Key stat / World Cup 2022. Poland 0-2 Argentina: Match report, player ratings, expert analysis, fan reaction and more By Ben Browning
- ეს იყო მესის კარიერაში საიუბილეო მეათასე ოფიციალური მატჩი, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე (778 მატჩი „ბარსელონაში“, 53 — „პსჟ“-ში, 169 — ეროვნულ ნაკრებში. საერთო ჯამში, ჩატარებულ ათას შეხვედრაში მის ანგარიშზეა 789 გოლი და 338 საგოლე გადაცემა). ამავე შეხვედრაში მან თავისი რიგით მეცხრე, ხოლო მუნდიალების პლეი-ოფში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
- Maradona and Lionel Messi are the only players to have won the adidas Golden Ball at the FIFA U-20 World Cup™ and the World Cup. იხ. fifa.com / A tribute to Diego Maradona
- ვიქტორ ლეანდრო ბაჟი (პორტ. Victor Leandro Bagy) — ბრაზილიელი მეკარე, ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ვიქტორი. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 2010–2014 წლებში სულ 6 მატჩი ითამაშა, რომელთაგან გუნდთან ერთად 5 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ერთ შეხვედრაში დამარცხდა არგენტინელებთან ლიონელ მესის მიერ მატჩის 92-ე წუთზე გატანილი გოლით (0–1). ეს იყო ერთადერთი ბურთი, რომელიც მან ნაკრებში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში გაუშვა.
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads